მამუკა მდინარაძე: მნიშვნელოვნად იზრდება ჯარიმები იმ უცხოელებისთვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესი დაარღვიეს და მნიშვნელოვნად მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა

 „გვინდა წარმოგიდგინოთ საპარლამენტო უმრავლესობის ახალი ინიციატივა, საერთაშორისო დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მან საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე განხილულ საკითხების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა.

„პირველი საკითხი არის, ჩვენს საზოგადოებას, გავრცელებული კადრებიდან თუ არსებული რეალობიდან გამომდინარე, ბოლო პერიოდში რაც ძალიან აწუხებს. ჩვენ ამ გამოწვევების ადეკვატურად გვინდა, რომ წარმოგიდგინოთ საპარლამენტო უმრავლესობის ახალი ინიციატივა, საერთაშორისო დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გულისხმობს შემდეგს:

სისხლის სამართლის კოდექსს ემატება სასჯელის ახალი სახე - უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ჩაემატება, ასევე, ადმინისტრაციული სახდელის ახალი სახე, უცხოელის საქართველოდან გაძევება და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა.

მნიშვნელოვნად იზრდება ჯარიმები იმ უცხოელებისთვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესი დაარღვიეს და მნიშვნელოვნად მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა“, - განაცხადა მდინარაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749489884

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ისეთი კანონი, რომლის მიხედვითაც ასე მარტივად ცხოველების გარეთ დატოვება იქნება შეუძლებელი და უპატრონოდ ძაღლის მიგდება მაღალი ადმინისტრაციული ჯარიმით დაისჯება

 ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ისეთი კანონი, რომლის მიხედვითაც ასე მარტივად ცხოველების გარეთ დატოვება იქნება შეუძლებელი და უპატრონოდ ძაღლის მიგდება იქნება მაღალი ადმინისტრაციული ჯარიმით დასჯადი, - განაცხადა...

მამუკა მდინარაძე

1749487190

მსოფლიო

მარკო რუბიო: უცხოური დახმარება ქველმოქმედება არ არის - ის აშშ-ის ეროვნული ინტერესების ხელშესაწყობად არის შექმნილი

 უცხოური დახმარება ქველმოქმედება არ არის - ის აშშ-ის ეროვნული ინტერესების ხელშესაწყობად არის შექმნილი, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ. „უცხოური დახმარება ჩვენს ეროვნულ ინტერესებზ...

მარკო რუბიო

1749485383

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: საგამოძიებო კომისიამ უკვე შეასრულა მთავარი ფუნქცია - ადამიანების იმ ნაწილს, რომელსაც ბოლომდე არ აქვთ შუბლის ძარღვი გაწყვეტილი, ისინი იძულებული არიან თქვან, რომ ის რაც იყო, იყო ცუდი

 „კომისიამ უკვე შეასრულა მთავარი ფუნქცია. ადამიანების იმ ნაწილს, რომელსაც ბოლომდე არ აქვთ შუბლის ძარღვი გაწყვეტილი, რომელსაც სინდისის ძალიან მცირე ნაწილი მაინც შერჩენიათ, ისინი იძულებული არიან, დღეს თ...

სოზარ სუბარი

1749485108

ახალი ამბები

საქართველოს კულტურის სამინისტრომ თბილისის საერთაშორისო საოპერო ფესტივალი დააფუძნა

 საქართველოს კულტურის სამინისტრომ თბილისის საერთაშორისო საოპერო ფესტივალი დააფუძნა. ფესტივალის დაფუძნების შესახებ საქართველოს კულტურის სამინისტროში მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართ...

საქართველოს კულტურის სამინისტრო

1749484306

ახალი ამბები

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ეროვნული არქივის თანამშრომლებს არქივების საერთაშორისო დღე მიულოცა

 პაატა სალიამ ეროვნული არქივის დირექტორ თეონა იაშვილთან ერთად, არქივის გამორჩეული თანამშრომლები სიგელებითა და საჩუქრებით დააჯილდოვა, ორ თანამშრომელს კი, დამსახურებული არქივისტის წოდება მიანიჭა. იუსტიც...

პაატა სალია