მამუკა მდინარაძე ბოკუჩავას ბრალდებაზე: ეს უკვე კამპანიაა, მეტი რომ ვეღარაფერი მოიფიქრეს, ახალი კამპანია დაიწყეს, რაღაც საზიზღრობას იტყვის ადამიანი ორ დღეში გამოვა ბოდიშს მოიხდის და მერე იტყვიან, მაიძულეს, გამიტაცეს და რაღაცები მიქნესო

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე თინა ბოკუჩავას ბრიფინგს ეხმიანება, რომელმაც განაცხადა, რომ მისი მეუღლე, კოტე იოსელიანი გაიტაცეს და ზეწოლის შედეგად ჩაწერა ვიდეო, რომელშიც უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, აღნიშნულ ქმედებებს უკვე კამპანიის სახე აქვს, მეტი რომ ვეღარაფერი მოიფიქრეს ამ ბოლო პერიოდში ახალი კამპანია დაიწყეს, რომ რაღაც საზიზღრობას იტყვის ადამიანი ორ დღეში გამოვა ბოდიშს მოიხდის და მერე იტყვიან, რომ გაიტაცეს და აიძულეს ბოდიშის მოხდა.
„მოდი ერთ რამეს გთავაზობთ თინა ბოკუჩავას და მის მეუღლეს ვიღაცამ მაგრად აგინოს, საშინელებები მოუგონოს, საზიზღრობები ილაპარაკოს. მერე იგივე ვიღაც გამოვიდეს და ბოდიში მოიხადოს თქვას, რომ ბოდიშის მოხდა მას აიძულეს. აი ასეთ მდაბიო სპეკულაციებთან გვაქვს უკვე საქმე. უკვე აღარაფერი რომ აღარ დარჩენიათ, ასეთ ამბებს იგონებენ, სხვათა შორის, სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ ერთი-ორი ვიდეო გამოჩნდა, სადაც ადამიანები ბოდიშს იხდიდნენ თავისი რაღაც საზიზღრობის გახმოვანების გამო „ქართული ოცნების“ სხვადასხვა წარმომადგენლების მიმართ. მე მგონია, რომ ეს უკვე კამპანიაა, მეტი, რომ ვეღარაფერი მოიფიქრეს ამ ბოლო პერიოდში. ახლა ახალი კამპანია დაიწყეს, რაღაც საზიზღრობას იტყვის ადამიანი ორ დღეში გამოვა ბოდიშს მოიხდის და მერე იტყვიან - მაიძულეს, გამიტაცეს და რაღაცები მიქნესო. ახლა ამბობენ რომ ფიზიკური შეურაცხყოფა და ისე შეურაცხყოფაც არ მიუყენებიათო, ცოტა ხანში დაიწყებენ ერთმანეთისთვის დაზიანებების მიყენებს მე მგონი. დღეს თემა არ იყო არაფერი სოციალურ ქსელში და მთელი დღეა „კადიროველები“ და რაღაც სისულელეებს ლაპარაკობენ. ანუ, უმარტივესი დასალაგებელია. ერთ დღეს აგინე, მეორე დღეს მოუხადე ბოდიში, მერე ვიღაცის ცოლი, დეიდა ან მამიდა გამოხტება და იტყვის გაიტაცეს და იმიტომ მოიხადა ბოდიში. მარტივია ერთ დღეს ერთი უნდა თქვან მეროედ დღეს მეორე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
კოტე იოსელიანი გამოკითხვაზე დაიბარეს. ინფორმაცია „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ირწმუნება, რომ მისი მეუღლე მოიტაცეს. მისი თქმით, კოტე იოსელიანს ღამით დახვდა ხუთი ნიღბიანი, თუმცა მისივე სიტყვებით, მძიმე ფიზიკური დაზიანებების მიყენება მათ ვერ შეძლეს.
1749664166
ახალი ამბებიავარია პეკინის გამზირზე - დაიღუპა 1 ადამიანი
თბილისში, პეკინის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ცნობით, ბეტონმზიდი მანქანა ქვეითს დაეჯახა, რის შედეგადაც ასაკოვანი კაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფ...
1749663321
საზოგადოებაავტოსაგზაო შემთხვევა ყვარელში - დაშავდა 14 ადამიანი
ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ცნობით, ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები თელავი...
1749662774
საზოგადოებასაქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი უნგრელ კოლეგას შეხვდა
ბუდაპეშტში საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს, პიტერ სიიარტოს შეხვდა. შეხვედრა...
1749660125
საზოგადოებაგეკა გელაძე: უნგრელ კოლეგასთან განვიხილე თანამშრომლობის სამომავლო გეგმები, რომელიც შეეხება პოლიციის ატაშეების ინსტიტუტის გაძლიერებას, ორგანიზებულ დანაშაულს, კიბერუსაფრთხოებასა და მიგრაციას
უნგრელ კოლეგასთან განვიხილე თანამშრომლობის სამომავლო გეგმები, რომელიც შეეხება პოლიციის ატაშეების ინსტიტუტის გაძლიერებას, ორგანიზებულ დანაშაულს, კიბერუსაფრთხოებასა და მიგრაციას, - განუცხადა შინაგან საქ...
1749656054
საზოგადოებამერაბ დვალიშვილმა „ტვ პირველი“ პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა
მერაბ დვალიშვილმა „ტვ პირველი" პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა.