მარიამ ქვრივიშვილი: ვიწყებთ სავაგონო და სალოკომოტივო პარკის სრულ განახლებას და ამ მიმართულებით გათვალისწინებულია 1 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია
„უკვე დაწყებულია ქვეყნის მასშტაბით ყველა ძირითადი სადგურის ეტაპობრივი განახლება - ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ინფრასტრუქტურა პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს და ადამიანების რეალურ საჭიროებებს, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოს რკინიგზის „ისტორიული განახლების“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრის თქმით, საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების პროცესი იწყება, რომელიც ფუნდამენტურად გარდაქმნის კომპანიას.
„2026–2028 წლებში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ვიწყებთ სავაგონო და სალოკომოტივო პარკის სრულ განახლებას - 50 ახალი ლოკომოტივისა და 1500 ვაგონის შეძენას. ამ მიმართულებით გათვალისწინებულია 1 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია.
აღნიშნული ინვესტიცია მოგვცემს შესაძლებლობას, ქვეყნის გადაკვეთის დრო შევამციროთ 24 საათიდან 12 საათამდე და ამასთან გავაორმაგოთ ქვეყნის სატრანსპორტო გამტარუნარიანობა, რაც, თავის მხრივ, საქართველოს აქცევს რეგიონში პრაქტიკულად უალტერნატივო, ყველაზე სწრაფ და ეფექტიან სატრანზიტო კვანძად.
პარალელურად, აქტიურად ვავითარებთ სამგზავრო მიმართულებას. ვახორციელებთ ახალი სამგზავრო მატარებლების შეძენას, რაც მოგვცემს შესაძლებლობას გავაორმაგოთ მგზავრთნაკადი და მგზავრობა გავხადოთ უფრო სწრაფი, კომფორტული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის თქმით, ბორჯომი–ბაკურიანის ისტორიული სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაცია 2027 წლის ზამთარში დასრულდება, რის შედეგადაც მოქალაქეებსა და ტურისტებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ „კუკუშკის“ უნიკალური მომსახურებით, რომელიც ერთდროულად აერთიანებს სატრანსპორტო, კულტურულ და ტურისტულ მნიშვნელობას.
1777974394
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ვუსამძიმრებ ჩინეთში, ფოიერვერკების ქარხანაში აფეთქების შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს, ჩვენი ფიქრები ახლა დაშავებულებთანაა, ვუსურვებთ მათ გამოჯანმრთელებას, ხოლო ყველა დაზარალებულს - გამძლეობას
„ვუსამძიმრებ ჩინეთში, ფოიერვერკების ქარხანაში აფეთქების შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს. მთავრობის მეთაური და...
1777973670
ახალი ამბებიდამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს რკინიგზა მოძრავი შემადგენლობის მასშტაბურ განახლებას იწყებს
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს რკინიგზა მოძრავი შემადგენლობის მასშტაბურ განახლებას იწყებს. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. პროექტის ფარგლებში კომპანია 50-მდე ლ...
1777973027
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ქალბატონი რასას ბოლშევიკურ წარსულს და გამოცდილებას მხარს უბამს ევროპარლამენტის ახლანდელი ბიუროკრატიაც და როგორც კლასიკურ ბოლშევიზმს შეეფერება, თავს ესხმიან დემოკრატიას და თავისუფალ სიტყვას, ასეთი რამ გაუგონარია
ქალბატონი რასას ბოლშევიკურ წარსულს და გამოცდილებას მხარს უბამს ევროპარლამენტის ახლანდელი ბიუროკრატიაც და როგორც კლასიკურ ბოლშევიზმს შეეფერება, თავს ესხმიან დემოკრატიას და თავისუფალ სიტყვას, ასეთი რამ...
1777971596
ახალი ამბებიშინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ გაგა კირკიტაძე დაინიშნა
შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი გაგა კირკიტაძე დაინიშნა. ახლად დანიშნულ მინისტრის მოადგილეს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს...
1777971312
საზოგადოებასოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირების თანხა იზრდება
სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირების თანხა იზრდება. ცვლილების მიზანია, ახალი ტარიფის განსაზღვრის შემდეგ, ელექტროენერგიის გადასახადი მათთვის უცვლელი დარჩეს. ი...




























