მებაჟე ოფიცრებმა სარფში 5 516 აბი არადეკლარირებული სამედიცინო პრეპარატისა და 807 კაფსული ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის მალულად შემოტანის ფაქტები გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული სამედიცინო პრეპარატებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების მალულად შემოტანის 2 ფაქტი აღიკვეთა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხელბარგისა და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების შედეგად, 807 კაფსული ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი და 5 516 აბი არადეკლარირებული სამედიცინო პრეპარატი გამოავლინეს.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 7 856 ლარი შეადგინა.

სამართალდამრღვევი მოქალაქე საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით, აღნიშნული არადეკლარირებული საქონლის ღირებულების 100%-ის ოდენობით დაჯარიმდა.

საქმის მასალები (ფსიქოტროპული მედიკამენტების მიმართ) შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755707876

ახალი ამბები

ქობულეთში ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა

 ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა. როგორც ახალი ამბების სააგენტო ,,ექსკლუზივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამო...

აა

1755702553

ახალი ამბები

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე დაგეგმილი სამუშაოების გამო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

 ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე გზის საფარის მოწესრიგება გრძელდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „დაგეგმილი სამუშაოების გამო, 21 აგვისტოს 08:00 საათიდან 22 აგვისტოს 08:00 საათამდე, ჭაბუა ამირეჯ...

საავტომობილო მოძრაობა

1755698447

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი კლდიაშვილის ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით NGO-ების დუმილზე: ამაზრზენია ეს დამოკიდებულება - საკუთარ თვალში დირეს, რომ არ პოულობენ და სხვის თვალში ბეწვებს ეძებენ

„ამაზრზენია ეს დამოკიდებულება - საკუთარ თვალში დირეს, რომ არ პოულობენ და სხვის თვალში ბეწვებს ეძებენ“, - ასე ეხმაურება საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვ...

პოლიტიკოსები

1755696201

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7000 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6981 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...

 ვალუტის კურსი

1755694099

ახალი ამბები

წყალმოვარდნები, ელჭექი და სეტყვა - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. გარემოს ეროვნული სააგენტოც ცნობით, 21 აგვისტოს ღამიდან დღის ბოლომდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ...

 წვიმა და ელჭექი