მიხეილ ყაველაშვილი თბილისში ენერგეტიკის რეგულირების IX მსოფლიო ფორუმის გახსნის ცერემონიას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თბილისში ენერგეტიკის რეგულირების IX მსოფლიო ფორუმის გახსნის ცერემონიას დაესწრო.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, საერთაშორისო ორგანიზაციების, ენერგეტიკული გაერთიანებებისა და დონორი ინსტიტუტების წარმომადგენლები.
საქართველოს პრეზიდენტმა ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თანამედროვე გეოპოლიტიკურ გარემოში ის სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ეროვნული უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია.
მიხეილ ყაველაშვილის თქმით, საქართველოს აქვს შესაძლებლობები საკუთარი რესურსები განავითაროს და ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ენერგეტიკულ სივრცეში ქვეყნის როლი გააძლიეროს.
„ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოება, ჯანსაღი საინვესტიციო გარემო და განახლებადი ენერგიების ათვისება თითოეული სახელმწიფოს განვითარების წინაპირობაა. ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებითა და ენერგეტიკული ბაზრის მოწესრიგებით, საქართველომ შექმნა გამჭვირვალე, კონკურენტული და პროგნოზირებადი მარეგულირებელი ჩარჩო, რაც უზრუნველყოფს მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და ინვესტორთა ნდობას“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტზე, რომელიც საქართველოს ევროპასთან ენერგეტიკული დაკავშირების ახალ შესაძლებლობას შექმნის და ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიის, როგორც მწვანე ენერგიის რეგიონული ცენტრის განვითარებას.
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ენერგეტიკის რეგულირების IX მსოფლიო ფორუმის თბილისში ჩატარება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს მნიშვნელობას საერთაშორისო თანამშრომლობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე დიალოგის განვითარებაში.
ფორუმი თბილისში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 1000-მდე მაღალი რანგის სტუმარს აერთიანებს.
1790062891
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი: ნიკა გვარამიას განცხადება შეგვიძლია ჩავწეროთ იმ მოღალატეობრივი განცხადებების რიცხვში, რომელიც გასული ერთი თვის განმავლობაში ძალიან აქტიურად იქნა ტირაჟირებული აგენტურული დაჯგუფებების მხრიდან
„ნიკა გვარამიას განცხადება შეგვიძლია ჩავწეროთ იმ მოღალატეობრივი განცხადებების რიცხვში, რომელიც გასული ერთი თვის განმავლობაში ძალიან აქტიურად იქნა ტირაჟირებული აგენტურული დაჯგუფებების წარმომადგენელთა მ...
1790062076
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხის ევროპული ინტეგრაციის შემაფერხებელ გარემოებად წარმოჩენას შესაძლოა, მძიმე პოლიტიკური შედეგები მოჰყვეს
„აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხზე ნებისმიერი პოლიტიკური ინიციატივა უნდა ემსახურებოდეს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების უფლებების დაცვასა და საქართველოს ს...
1790060380
ახალი ამბებისამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის, ძარცვისა და ძარცვის მცდელობის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის, ძარცვისა და ძარცვის მცდელ...
1790058997
ახალი ამბებილევან ჟორჟოლიანი: პრემიერ-მინისტრი შეხვდა თურქეთის პრეზიდენტს, სადაც განიხილებოდა პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის ასპექტები, პრემიერმა ასევე მონაწილეობა მიიღო მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში
„პრემიერ-მინისტრი საქართველოს დელეგაციასთან ერთად, შეხვდა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ ტაიფ ერდოღანს, სადაც განიხილებოდა პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის ასპექტები“, - ამის შესახებ მთავრობის ადმ...
1790058968
ახალი ამბებიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 83 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 83 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ამის შე...































