ვატო შაქარიშვილი: გიორგი გველესიანმა მწარე რეალობას შეაჯახა ისინი, ვინც დაიჯერა, რომ უმცირესობამ მოახერხა უმრავლესობაზე სამუდამოდ გაბატონება

ნაც-ლიბერალების კალენდარზე ისევ 2022 წელია და ჰგონიათ, რომ ისევ შეუძლიათ ადამიანები „დააქენსელონ“ ორგანიზებული ბულინგის შედეგად, - წერს ,,ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” გენერალური მდივანი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი შეფასებით, გველესიანმა მოახდინა ფაქტის კონსტატაცია და გაიხსენა ვითარება, როდესაც ,,ეგზალტირებული შიგევროპელები, საზოგადოებისთვის ცნობადი სახეებისგან, საკუთარი „შიგევროპელობის“ საჯარო დადასტურებას ითხოვდნენ“.

შაქარიშვილის განცხადებით, ,,შიგევროპელებს“ ეცლებათ ფული, დასაყრდენი პოლიტიკური ძალები, მედიები და ამ მწარე ფრუსტრაცის გამო, ისტერიული რეაქცია აქვთ გველესიანის ნათქვამ სიმართლეზე.

„გიორგი გველესიანმა მწარე რეალობას შეაჯახა ისინი, ვინც დაიჯერა, რომ უმცირესობამ მოახერხა უმრავლოსებაზე სამუდამოდ გაბატონება.

გიორგი გველესიანმა თქვა სიმართლე, მოახდინა ფაქტის კონსტატაცია და გაიხსენა ვითარება, როდესაც ეგზალტირებული შიგევროპელები, საზოგადოებისთვის ცნობადი სახეებისგან, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისგან საკუთარი „შიგევროპელობის“ საჯარო დადასტურებას ითხოვდნენ. ეს იყო „ისტორიის სწორ მხარეს“ გადასასვლელი ერთგვარი ბილეთი. ზოგი ბულინგს ექვემდებარებოდა, ზოგს ყიდულობდნენ, ზოგს კომპრომატებს ახსენებდნენ, ზოგი კი, ვისაც სიკვდილზე მეტად ყოველთვის „გოიმობის“ ეშინია, საკუთარი ნებით კეკლუცობდა ფსევდო-ტრენდების წინაშე.

მართალია, ძალიან რთული წლები გავიარეთ, არაერთი რევოლუციური მცდელობა მოვიგერიეთ, მაგრამ ამ პერიოდში ყველაზე კარგი ის მოხდა, რომ მთელი ეს ნაგავი ზედაპირზე ამოვიდა და მიმდინარეობს საბოლოო გადარეცხვის პროცესი. როდესაც საუბარია ახალი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებაზე, აგენტურულ ძალებთან ერთად, მათ მიერ აგრესიული მდაბიოებისგან ხელოვნურად შექმნილი „ელიტის“ გასტუმრებაც იგულისხმება. ეცლებათ ფული, დასაყრდენი პოლიტიკური ძალები, საკუთარ პლატფორმებად გადაქცეული ნაცმედიები, და გრძნობენ, რომ ბუნებრივ ადგილს უბრუნდებიან(ბუღაძის და ამაღლობელის ტუალეტს) არადა პირიქით ეუბნებოდნენ - აი, სულ ცოტა დაგვრჩა და ჩამოვშლით ხელისუფლებასო... მაგრამ მწარე ფრუსტრაცია განიცადეს და დღეს იმიტომაც აქვთ ისტერიული რეაქცია გველესიანის ნათქვამზე და ზოგადადაც, იმიტომაც არი მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ასეთი მძიმე“, - წერს ვატო შაქარიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790013180

საზოგადოება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბულგარელ კოლეგას შეხვდა

გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ველისლავა პეტროვა-ჩამოვას შეხვდ...

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ

1790011413

საზოგადოება

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გოგი აბუაშვილმა თანამდებობა დატოვა

გოგი აბუაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა დატოვა. „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩემი პირადი...

გოგი აბუაშვილ

1790009163

მსოფლიო

პესკოვი: რუსეთი არც საფრანგეთისთვის და არც ევროპის რომელიმე სხვა სახელმწიფოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს

რუსეთი არც საფრანგეთისთვის და არც ევროპის რომელიმე სხვა სახელმწიფოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისი თქმით, ეს რუსეთის პრე...

აა

1790007077

მსოფლიო

ტრამპი: აშშ მუშაობს მასშტაბურ გარიგებაზე ბელარუსისგან კალიუმის სასუქის შესყიდვასთან დაკავშირებით - ფასი საგრძნობლად დაბალი იქნება იმასთან შედარებით, რასაც ახლა კანადას ვუხდით

აშშ ბელარუსისგან კალიუმის სასუქის შესყიდვის მიზნით მასშტაბურ შეთანხმებას ამზადებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. ტრამპის თქმით, ახალი შეთანხმებით შეთავაზებული ფასი მნიშვნე...

 ტრამპი ტრამპი

1790005196

ახალი ამბები

თბილისში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს

თბილისში, ვერაზე, ნაქირავებ ბინაში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ცხედრებს დაზიანების კვალი არ აღენიშნებათ. მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ გარდაცვლილები უცხო ქვეყნის მოქალაქეები...

პოლიცია