მიხეილ ყაველაშვილი: ყველასთვის ნათელი უნდა იყოს ჩვენი გზავნილები - ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება და მზად ვართ ყველასთან დიალოგისთვის

 ყველასთვის ნათელი უნდა იყოს ჩვენი გზავნილები - ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება და მზად ვართ ყველასთან დიალოგისთვის, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, თბილისს მზად არის ევროკავშირთან დიალოგისთვისაც, მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელს კრიზისი და სხვადასხვა გამოწვევა აქვს. მან იმედი გამოთქვა, რომ ევროპა იპოვის საკუთარ თავში ძალებს, რომ გადარჩეს და იყოს ისეთი, როგორც მას ტრადიციულად შეეფერება.

მან გლობალურად არსებული ვითარების ფონზე მოსახლეობის ინფორმირებულობის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

„ასეთ სიტუაციაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ფხიზლად ვიყოთ, კიდევ უფრო მეტად ვიყოთ ინფორმირებულები მთლიანად საქართველოს მოქალაქეები. ამ სიტუაციაში შედეგებზე უნდა ვიმსჯელოთ. სწორედ იმან გამოიწვია ჩვენი სტაბილურობა და მშვიდობა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა იყო ინფორმირებული იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რაც დღეს მიმდინარეობს ევროკავშირთან მიმართებაში, რიგი ქვეყნების ერთმანეთთან დამოკიდებულებაში აშშ-ისა და ევროკავშირის ბიუროკრატიას შორის და ა.შ.

ეს ჩვენ რას გვაძლევს? რომ კიდევ კარგად დავაკვირდეთ მოვლენებს. ჩვენი მოთხოვნა ყოველთვის ეს იყო, რომ არავინ ჩვენი მხარდამჭერი არ იქნება, თუ ჩვენ თავად არ ვიქნებით ჩვენი ქვეყნის ინტერესები დამცველები. ეს გამოიკვეთა დღევანდელ სიტუაციაში. ამიტომ, კიდევ უნდა ვიყოთ ფხიზლად, იმისთვის რომ ამ მოვლენებიდან გამოვიდეთ გამარჯვებულები. გამარჯვებაში იმას ვგულისხმობ, რომ საქართველოში არ დავუშვათ რადიკალური, ძალადობრივი მოქმედებები, სხვა ქვეყნების ჩარევები და ვიყოთ მომართულები იმისთვის, რომ უფრო სტაბილური გავხადოთ ჩვენი ქვეყანა და ამავე დროს, გავაგრძელოთ განვითარების გზა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765788414

ახალი ამბები

„ამ მედია გამომცემლობების სახელები FARA-ს დოკუმენტებში ფიგურირებს და პირდაპირ დაკავშირებულია „ნაცმოძრაობის“ მიერ გადახდილ მილიონ ლართან“ - პარლამენტის ვიცე-სპიკერი საქართველოს წინააღმდეგ უცხოური მედიის სტატიებს აქვეყნებს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი საქართველოს წინააღმდეგ უცხოური მედიის სტატიების სათაურებს აქვეყნებს. ნინო წილოსანი წერს, რომ გამომცემლობები „ფარას“ დოკუმენტებში ფიგურირებს და ისინი დაკავშირებულია „ნაციონალურ...

ნინო წილოსანი

1765786676

მსოფლიო

ჩილეს საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრაკონსერვატორმა ხოსე ანტონიო კასტმა გაიმარჯვა

ჩილეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ულტრკონსერვატორმა ხოსე ანტონიო კასტმა გაიმარჯვა, რომელმაც ხმათა 58,2% მიიღო. მის კონკურენტს, კომუნისტური პარტიის წარმომადგენელ ჟანეტა ხარას კი ამომრჩეველთა 41...

ხოსე ანტონიო კასტი მეუღლესთან ერთად

1765784587

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ვისაც დაგაჯერეს, რომ „ნაცი“ „პროდასავლელია“, დროა, უფრო კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში აზიარებს „არქივის“ ვიდეოს და იხსენებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების ძველ გ...

ლევან მაჭავარიანი

1765783502

ახალი ამბები

ზაზა შათირიშვილი: მინდა მივმართო აშშ-ის პრეზიდენტს, რომელ „დიპ სტეიტს“ ებრძვის? ბიუროკრატიაში შუა რგოლის მენეჯერებს? ოლიგარქების მიერ ხელოვნურად შექმნილ მილიარდერებს? წინა პრეზიდენტს? ეს ხომ სასაცილოა

გასულ კვირას ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა, რაც კითხვის ნიშანსაც კი აღარ ტოვებს, რომ პროცესებს მთლიანად ოლიგარქები მართავენ და გეგმაზომიერად, მწყობრად აგრძელებენ თავიანთი ამოცანების შესრულებას. უკრაი...

ზაზა შათირიშვილი

1765782732

ახალი ამბები

თბილისის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 297 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება და 491 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის დარეალიზაციის...

 ნარკოტიკული საშუალება