მინდა, მკაცრად გავაფრთხილო ყველა ის პირი, ვინც კომისიის წინაშე იქნება მოწვეული – არ არის საჭირო ცეცხლთან თამაში, არ არის საჭირო საგამოძიებო კომისიასთან თამაში - თეა წულუკიანი

 მინდა, მკაცრად გავაფრთხილო ყველა ის პირი, ვინც კომისიის წინაშე იქნება მოწვეული – არ არის საჭირო ცეცხლთან თამაში, არ არის საჭირო საგამოძიებო კომისიასთან თამაში. ეს არ არის თამაში, ეს ძალიან სერიოზული პროცესია, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიის“ ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანის თქმით, კომისიის სხდომის წინაშე გამოცხადებაზე უარი მკაცრად ისჯება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

„ნურაფერს ნუ დაუყენებენ წინ იმას, რომ ოფიციალური შეტყობინების შემდეგ მობრძანდნენ და თავი მოგვასმენინონ. კომისია პირობას დებს, რომ თითოეულ მოსულ პირს, ვინც არ უნდა იყოს და რა თემაზეც არ უნდა იყოს მობრძანებული, კომისიის ფარგლებში მაქსიმალურად კომფორტულ პირობებს შევუქმნით და კითხვები დასმული იქნება მშვიდ გარემოში, მაღალ პროფესიულ დონეზე. ყველას ვურჩევდი, გაიხსენონ, რომ საგამოძიებო კომისიისთვის უნდობლობის გამოცხადებას კანონმდებლობა არ იცნობს. კანონმდებლობა მხოლოდ ერთ რამეს იცნობს, როცა კომისია გიბარებს, მის წინაშე უნდა გამოცხადდე.

როცა იუსტიციის მინისტრი ვიყავი, ხორავას ქუჩის საქმეზე კომისია შეიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ კანონში ცალსახად ეწერა, რომ იუსტიციის მინისტრს არ ექვემდებარება არც პოლიცია, არც პროკურატურა და, მით უმეტეს, სასამართლო, კომისიამ პოლიტიკური შოუსთვის ჩემი დაბარება გადაწყვიტა. მაშინ კეთილი ვინებე, ქუდი დავიხურე, ხელში ქაღალდები ავიღე, პასტა-ფურცელი და კომისიას ვეახლე. ეს დაკითხვა, თუ გამოკითხვა ორ წუთს გაგრძელდა, რადგან რომ დამინახეს, მიხვდნენ, რომ არაფერ შუაში ვიყავი. ჩემი მოვალეობა, მით უმეტეს მინისტრმა, შევასრულე. ამისთვის ჩემთვის ვინმეს ჩინ-მედლები არავის ჩამოურთმევია და სხდომაზე როგორც ღირსეულად მოვედი, ისე წავედი.

სწორედ ამას ვთავაზობ ყველა ყოფილი თანამდებობის პირს – მოვიდნენ ღირსეულად და ღირსეულად წავლენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონი მკაცრია. ამაზე მეტს არ ვამბობ, რათა ვინმემ ეს მუქარად არ გააფორმოს, მაგრამ საკმარისზე მეტს ვამბობ, რომ ყველა დაფიქრდეს და ითანამშრომლოს. ჩვენ არ ვხუმრობთ და ცეცხლს ნურავინ ეთამაშება“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751306882

მსოფლიო

გამოკითხვა უკრაინაში: უკრაინელების 55.7% მხარს უჭერს ომის შესაჩერებლად კომპრომისული გადაწყვეტილების მოძიებას, 16.6% თანახმაა საომარი მოქმედებების შეჩერებასა და კონფლიქტის დროებით გაყინვაზე

უკრაინელების თითქმის 56% მხარს უჭერს კომპრომისული გადაწყვეტის მოძიებას სხვა ქვეყნების ლიდერების ჩართულობით ომის დასასრულებლად, თითქმის 17% თანახმაა კონფლიქტის დროებით გაყინვაზე, ხოლო 21.4%-ს სურს ბრძო...

უკრაინაუკრაინა

1751306241

ახალი ამბები

ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა

ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა. რვა პოლიტიკური პარტია უარს ამბობს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე, რის საფუძველზეც შიმშილობა ელენე ხოშტარიასთან ერთად გედევან ფოფხაძემაც შეწყვიტა. რვა ოპოზიციურ...

  ელენე ხოშტარია

1751304338

საზოგადოება

ირაკლი ზარქუა: უკვე იმ დონეზე მივიდნენ, რომ ოპოზიცია შიმშილობს, ოპოზიციას ხმა რომ გააგონოს

უკვე იმ დონეზე მივიდნენ, რომ ოპოზიცია შიმშილობს, ოპოზიციას ხმა რომ გააგონოს, - განაცხადა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ. „ამათ პრეტენზია ჰქონდათ, რო...

ირაკლი ზარქუა

1751303273

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: ეს არის დიპლომატიის მანტიით შეფუთული პოლიტიკური მატრაკვეცობა. მოვუწოდებთ გერმანიის ელჩს თავი დაანებოს რადიკალური პოლიტიკური ოპოზიციის როლის თამაშს და მიხედოს იმას, რისთვისაც არის წარმოგზავნილი

ეს არის დიპლომატიის მანტიით შეფუთული პოლიტიკური მატრაკვეცობა, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა გერმანიის ელჩის მიერ რუსთაველზე მოშიმშილ...

ლევან მახაშვილი

1751303239

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი გერმანიის ელჩზე: აშკარად, პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესში, რადიკალური პროცესების სასარგებლოდ

ეს არ არის წახალისება უკვე, ეს არის პროცესში ჩართვა ელჩის, რომელიც არღვევს ყველას და ყველაფერს დედამიწის ზურგზე, რაც კი დიპლომატიასთან არის დაკავშირებული, - განუცხადა ჟურნალისტებს „ხალხის ძალის“ აღმას...

გურამ მაჭარაშვილი