„თუ მიდიხარ ადამიანთან, რომელიც შიმშილობს, უფრო მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ადამიანი არ წაახალისო შიმშილობისკენ და პირიქით - ურჩიო, რომ შეწყვიტოს თავის დაზიანება“ - ლევან მაჭავარიანი გერმანიის ელჩზე

„რაც შეეხება იმას, რომ იგი მივიდა ქალბატონ ხოშტარიასთან - თუ ადამიანთან მიდიხარ, რომელიც შიმშილობს და იქ ემპათიაზე იყო საუბარი ბატონი ფიშერის მხრიდან, უფრო მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ადამიანი არ წაახალისო შიმშილობისკენ, რჩევა არ მისცე, რომ გააგრძელოს შიმშილობა და პირიქით - ურჩიო, რომ მან შეწყვიტოს თავის დაზიანება. ჩვენ უფრო ჯანსაღად ასეთი მიდგომა მიგვაჩნია“, - ეს განცხადება "ქართული ოცნების" წევრმა, ლევან მაჭავარიანმა გერმანიის ელჩ პიტერ ფიშერთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც პარლამენტთან მოშიმშილე ოპოზიციონერი ლიდერების მოსანახულებლად მივიდა.

მისივე თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით კარგად ჩანს, რომ გერმანიის ელჩი ვენის კონვენციას არღვევს და უხეშად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში.

„ჩვენ კარგად ვაკვირდებით, მით უმეტეს, ბოლო თვეების განმავლობაში, თუ როგორ არის ბატონი ფიშერი პირდაპირ, უხეშად ჩართული ჩვენს შიდა პოლიტიკაში, მთლიანად არღვევს ვენის კონვენციას, - სასამართლო პროცესებზე დადის, რაც ზეწოლაა მოსამართლეებზე; თვითონ გამოდის ინიციატივებით, რომელ ბრალდებულს რა სანქცია ეკუთვნის, ვინ რამდენი უნდა მოიხადოს და ა.შ. აჯილდოებს "ნაციონალური მოძრაობის" სიის წევრებს, იქ რაღაც კვლევებს ატარებს მედიათავისუფლებაზე, რომელსაც უკვეთს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს ყოფილ წევრს და ა.შ. უამრავი მაგალითი შეგვიძლია ჩამოვთვალოთ ბატონ ფიშერთან და არამარტო მასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება იმას, რომ იგი მივიდა ქალბატონ ხოშტარიასთან - თუ ადამიანთან მიდიხარ, რომელიც შიმშილობს და იქ ემპათიაზე იყო საუბარი ბატონი ფიშერის მხრიდან, უფრო მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ადამიანი არ წაახალისო შიმშილობისკენ, რჩევა არ მისცე, რომ გააგრძელოს შიმშილობა და პირიქით - ურჩიო, რომ მან შეწყვიტოს თავის დაზიანება. ჩვენ უფრო ჯანსაღად ასეთი მიდგომა მიგვაჩნია, უფრო ქართულიცაა, უფრო ევროპულიც და უფრო ადამიანურიც. შეიძლება, იყოფა ჩვენი და ბატონი ფიშერის აზრები, მას თავის აზრი აქვს, კი ბატონო, თუმცა ჩვენი მოქალაქეები ამ ყველაფერს თავად აფასებენ“, - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751304338

საზოგადოება

ირაკლი ზარქუა: უკვე იმ დონეზე მივიდნენ, რომ ოპოზიცია შიმშილობს, ოპოზიციას ხმა რომ გააგონოს

უკვე იმ დონეზე მივიდნენ, რომ ოპოზიცია შიმშილობს, ოპოზიციას ხმა რომ გააგონოს, - განაცხადა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ. „ამათ პრეტენზია ჰქონდათ, რო...

ირაკლი ზარქუა

1751303273

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: ეს არის დიპლომატიის მანტიით შეფუთული პოლიტიკური მატრაკვეცობა. მოვუწოდებთ გერმანიის ელჩს თავი დაანებოს რადიკალური პოლიტიკური ოპოზიციის როლის თამაშს და მიხედოს იმას, რისთვისაც არის წარმოგზავნილი

ეს არის დიპლომატიის მანტიით შეფუთული პოლიტიკური მატრაკვეცობა, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა გერმანიის ელჩის მიერ რუსთაველზე მოშიმშილ...

ლევან მახაშვილი

1751303239

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი გერმანიის ელჩზე: აშკარად, პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესში, რადიკალური პროცესების სასარგებლოდ

ეს არ არის წახალისება უკვე, ეს არის პროცესში ჩართვა ელჩის, რომელიც არღვევს ყველას და ყველაფერს დედამიწის ზურგზე, რაც კი დიპლომატიასთან არის დაკავშირებული, - განუცხადა ჟურნალისტებს „ხალხის ძალის“ აღმას...

გურამ მაჭარაშვილი

1751303207

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი ხოშტარიას შიმშილობაზე: ეს ფაქტი კარგად აჩვენებს იმას, რომ მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ ქართულ რადიკალურ ოპოზიციას აღარსად აქვს თითი გასაშვერი და უკვე ერთმანეთს აბრალებენ მთელს უბედურებას, რაც თვითონ დაიმართეს

ეს არის ქართველი რადიკალიზმის ნოუჰაუ, მსოფლიოში ასეთი მეორე ფაქტს მე ვერ ვიხსენებ, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ელენე ხოშტარიას შიმ...

დავით მათიკაშვილი

1751302684

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი გერმანიის ელჩზე: სამწუხაროა, რომ ძალიან ინტენსიურად ხდება ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის წახალისება ჩვენს ქვეყანაში, რაც, რა თქმა უნდა, უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებაზე

„სამწუხაროა ასევე ისიც, რომ ძალიან ინტენსიურად ხდება ექსტრემიზმის წახალისება და რადიკალიზმის წახალისება ჩვენს ქვეყანაში“, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილ...

მაკა ბოჭორიშვილი