მიტროპოლიტი საბა: პატრიარქმა დალოცა ჩვენი ქვეყანა და ბრძანა, რომ ეს არჩევნები ჩატარდა და უნდა მივიღოთ ის შედეგები, რომელიც რეალურად დადგა
მთავარანგელოზთა დღესასწაულზე ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ მოსახლეობას მიმართა და პატრიარქის განცხადებაზე ისაუბრა.
როგორც სასულიერო პირმა აღნიშნა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანაში მშვიდობა იყოს, რადგან ჯერ კიდევ არსებობს საშიშროება იმისა, რომ არეულობა მოხდეს.
„რამდენიმე დღის წინ პატრიარქმა დალოცა ჩვენი ქვეყანა, ხელისუფლება და ბრძანა, რომ ეს არჩევნები ჩატარდა და უნდა მივიღოთ ის შედეგები, რომელიც რეალურად დადგა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოში მშვიდობა იყოს. ჯერ კიდევ არის დაძაბული ურთიერთობები ანუ საშიშროება იმისა, რომ არეულობა, გაურკვევლობა იყოს, რაც ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ მოუტანს სიკეთეს.
პირდაპირ მინდა, საქართველოს მოსახლეობას მივმართო, რომელიც არის მართლმადიდებელი ქრისტიანი და რომლისთვისაც პატრიარქი არის სულიერი მამა და მოძღვარი, ვინმე გეგულებათ საქართველოში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ პატრიარქზე უფრო მაღალი თანამდებობის, პატრიარქზე უფრო გამოცდილი, პატრიარქზე უფრო ბრძენი, სულიერი და ჩვენი ქვეყნის მოსიყვარულე ადამიანი?
ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რაც უკვე ვთქვი, ეს არის ლოცვა-კურთხევა პატრიარქისა, რომელსაც ჩვენ უნდა დავემორჩილოთ და მივიღოთ, როგორც ნება ღვთისა.
ადამიანები, რომლებიც ეკლესიებში დადიხართ, ეზიარებით კიდეც ალბათ... ადამიანები, რომლებიც ტაძრებს და მონასტრებს აშენებთ, ეხმარებით, აქამდეც ასე ყოფილა და შეიძლება ახლაც ასე აგრძელებთ, თუ თქვენთვის არ არის საკმარისი პატრიარქის მოწოდება, ლოცვა-კურთხევა და არ უნდა დაემორჩილოთ მას, ერთი მარტივი მიზეზის გამო, თუ გვიყვარს ქვეყანა, უნდა გვიღირდეს მშვიდობა და განვითარება.
პატრიარქზე მეტი ვინ უნდა იყოს, ვინც ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებული ლეგიტიმაცია უნდა გვითხრას ამ ორი ნების - აუცილებელია მაინცდამაინც ამერიკიდან, ევროპიდან, ჩინეთიდან, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან გვითხრან, რომ „თქვენ კარგი ხალხი ხართ, კარგად ჩაატარეთ ყველაფერი და ახლა გააგრძელეთ მშვიდობიანი ცხოვრება?“ - აცხადებს მიტროპოლიტი.
1732458495
სოციალური მედიაგიორგი მამარდაშვილის მეუღლე შვილის ფოტოს აქვეყნებს
კლუბ „ვალენსიას“ მეკარე, საქართველოს ეროვნული ნაკრების კარის „რკინის გუმბათი“ გიორგი მამარდაშვილი და მისი ოჯახი, ქართული საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი და საყვარელი ოჯახია. ცოტა ხნის წინ გიორგიმ...
1732455569
საზოგადოებადეკანოზი შალვა კეკელია გვარამიაზე: ვერ დამაჯერებთ რომ ადამიანს, რომელიც საკუთარ შვილს ქართულ ენას არ ასწავლის, სამშობლო უყვარს, არ გიყვარს ეს ენა, არ გიყვარს ეს ქვეყანა, საჭიროებაა და გამოსაყენებელია შენთვის ეს ქვეყანა
„ღვთისმშობელზე გაგვიბედეს, იარაღი დააჭერინეს ხელში და ტყვიას ასროლინებდნენ. დღეს იმ პოლიტიკოსს, ხალხი, ქართველი კაცი მხარს უჭერს, იმ ტელევიზიას ვინც მართავდა, ვინც იარაღი დააჭერინა ღვთისმშობელს და თავ...
1732451714
საზოგადოებადეკანოზი შალვა კეკელია ვაშაძის მიერ გიორგობის მილოცვაზე: წმინდა გიორგი გაშარჟებული ჰყავდათ, შავ წერტილს შუბს ურტყამს, წმინდა გიორგისაც რომ პოლიტიკოსად გამოიყენებ, სადამდე არიან დასულები?!
გუშინ მანახეს ასეთი რამ: წმინდა გიორგი გაშარჟებული ჰყავდათ, შავ წერტილს წმინდა გიორგი შუბს ურტყამს. სადამდე დავიდნენ, წმინდა გიორგისაც რომ პოლიტიკოსად გამოიყენებ, წარმოიდგინეთ. სადამდე არიან ეს ხალხი...
1732449312
ახალი ამბებიგურჯაანში 2 ადამიანი მოკლეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარდენახში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია 2 ადამიანი. მოკლულების ასაკი 30 წლამდეა. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ამ ეტაზე უცნ...
1732446829
სოციალური მედიაინფლუენსერი ანანო სახელაშვილი დაბადების დღიდან კადრებს გვიზიარებს
ქართველი ინფლუენსერი ანანო სახელაშვილი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. იგი ხშირად მოგზაურობს და საზოგადოებას ულამაზეს კადრებს უზიარებს ხოლმე. ანანო 21 ნოემბერს იუბილარი იყო, იგი 32 წლის გახდა....