დეკანოზი შალვა კეკელია გვარამიაზე: ვერ დამაჯერებთ რომ ადამიანს, რომელიც საკუთარ შვილს ქართულ ენას არ ასწავლის, სამშობლო უყვარს, არ გიყვარს ეს ენა, არ გიყვარს ეს ქვეყანა, საჭიროებაა და გამოსაყენებელია შენთვის ეს ქვეყანა

„ღვთისმშობელზე გაგვიბედეს, იარაღი დააჭერინეს ხელში და ტყვიას ასროლინებდნენ. დღეს იმ პოლიტიკოსს, ხალხი, ქართველი კაცი მხარს უჭერს, იმ ტელევიზიას ვინც მართავდა, ვინც იარაღი დააჭერინა ღვთისმშობელს და თავში ტყვია ასროლინა და გაგვიშარჟეს ღვთისმშობელი. ადამიანმა საკუთარ შვილს ენა არ ასწავლა და ამაყობს ამით“, - ამის შესახებ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ განაცხადა.

დეკანოზის თქმით, ვერავინ დააჯერებს, რომ ადამიანს, რომელმაც საკუთარ შვილს ქართული ენა არ ასწავლა, საქართველო და ქართველი ერი უყვარს. მისივე განცხადებით, დღეს ეს ადამიანები გვევლინებიან ქვეყნის და ერის დამცველებად.

„ვიდეო მანახეს, რომ მისმა შვილმა ქართული ენა არ იცის და ამით ამაყობს - დედაც ქართველი ჰყავს, მამაც ქართველი ჰყავს და საქართველოზე გვესაუბრება, ქართველობაზე საუბრობს. შვილებმა ენა არ იციან. ადამიანს როგორ უნდა გძულდეს შენი ერი და შენი ქვეყანა, რომ შენს შვილს შენი ენა არ ასწავლო.

ფერეიდანში გადასახლებულმა ქართველებმა, 400 წელი ენა შეინარჩუნეს, იცით რა დევნაში და რა წამებაში? ყველა ემიგრანტზე ვლაპარაკობ, შემირცხვენია ყველა ქართველი, ვინც საკუთარ შვილს ენას არ ასწავლის. შენ ღმერთს შენს ენაზე უნდა ესაუბრო. ამ ენის გამო, იცით რამდენი სისხლი დაიღვარა?

მე ვერ დამაჯერებთ ადამიანს, რომელიც საკუთარ შვილს ქართულ ენას არ ასწავლის, იმას სამშობლო უყვარს. იმ შენმა შვილმა რა ენაზე უნდა მოისმინოს წირვა, ღვთისმსახურება რა ენაზე უნდა მოისმინოს? და დღეს, ეს ადამიანები არიან ქვეყნის და ერის დამცველები - ადამიანმა საკუთარ შვილს ენა არ ასწავლა, შენს ქვეყანას, შენს შვილებს მიხედავს და მოუვლის ის? საკუთარ შვილზე არ უნდა ენის სწავლება, ანუ, მისთვის ეს ენა არაფერს ნიშნავს. არ გიყვარს ეს ენა, არ გიყვარს ეს ქვეყანა. საჭიროებაა შენთვის ეს ქვეყანა და გამოსაყენებელია ეს ქვეყანა.

მინდა, ამაზე დაფიქრდეთ ყველანი, ეს სარწმუნოება, ღირებულებები, ფასეულობები - ქრისტიანულ ფასეულობებზე დგას ეს ქვეყანა. ევროპა იმიტომაა კარგი, რომ ქრისტიანულ ფასეულობებზე იდგა, მაგიტომ გვინდოდა სულ ევროპა, მაგიტომ გავრბოდით“ - განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1732458495

სოციალური მედია

გიორგი მამარდაშვილის მეუღლე შვილის ფოტოს აქვეყნებს

კლუბ „ვალენსიას“ მეკარე, საქართველოს ეროვნული ნაკრების კარის „რკინის გუმბათი“ გიორგი მამარდაშვილი და მისი ოჯახი, ქართული საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი და საყვარელი ოჯახია. ცოტა ხნის წინ გიორგიმ...

გიორგი მამარდაშვილ

1732451714

საზოგადოება

დეკანოზი შალვა კეკელია ვაშაძის მიერ გიორგობის მილოცვაზე: წმინდა გიორგი გაშარჟებული ჰყავდათ, შავ წერტილს შუბს ურტყამს, წმინდა გიორგისაც რომ პოლიტიკოსად გამოიყენებ, სადამდე არიან დასულები?!

გუშინ მანახეს ასეთი რამ: წმინდა გიორგი გაშარჟებული ჰყავდათ, შავ წერტილს წმინდა გიორგი შუბს ურტყამს. სადამდე დავიდნენ, წმინდა გიორგისაც რომ პოლიტიკოსად გამოიყენებ, წარმოიდგინეთ. სადამდე არიან ეს ხალხი...

მამა შალვა კეკელია

1732449312

ახალი ამბები

გურჯაანში 2 ადამიანი მოკლეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარდენახში მკვლელობა მოხდა.   არსებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია 2 ადამიანი. მოკლულების ასაკი 30 წლამდეა. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ამ ეტაზე უცნ...

პოლიცია

1732446829

სოციალური მედია

ინფლუენსერი ანანო სახელაშვილი დაბადების დღიდან კადრებს გვიზიარებს

ქართველი ინფლუენსერი ანანო სახელაშვილი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. იგი ხშირად მოგზაურობს და საზოგადოებას ულამაზეს კადრებს უზიარებს ხოლმე. ანანო 21 ნოემბერს იუბილარი იყო, იგი 32 წლის გახდა....

 ანანო სახელაშვილი

1732441515

ახალი ამბები

როდის დაიწყება ზამთრის არდადეგები და რამდენი დასვენების დღე დარჩა სასწავლო წლის დასრულებამდე?

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველი სემესტრი 30 დეკემბრამდე გაგრძელდება. 2024-2025 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება და მეორე სემესტრი 15 იანვარს...

ააა