„მოსახლეობა გადაწყვეტთ ქვეყნის ბედს, მის მომავალს და არა ის ბნელი ძალები, რომლებიც ქვეყანაში არეულობის დათესვას“ - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები კონკრეტული ძალების მიერ დაგეგმილი სცენარის გამოძახილია.

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში” გაკეთებულ ვიდეომიმართვაში კახა კალაძემ საზოგადოებას მოუწოდა, ნუ ენდობიან ნურავის, გადაამოწმონ ფაქტები და თავად გააკეთონ ანალიზი.

„ნუ დამიჯერებთ მე, ნურც სხვას, დაუჯერეთ მხოლოდ ფაქტებს. ნახეთ, როგორც იმეორებს თბილისის ქუჩებში მიმდინარე აქციების სცენარი უკრაინული მეიდნის სცენარს (მექორწილე წყვილი, ფორტეპიანოზე დაკვრა, ტუჩსაცხიანი გოგონა, ყვავილები სპეცრაზმს და სხვ). ასევე შეგიძლიათ ნახოთ, რა წერია აკერმანის წიგნში, რომელიც სამოქმედო გეგმად გამოიყენება დღეს თბილისის ქუჩებში.
რაც შეეხება აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, მინდა, იცოდეთ, რომ მათი დიდი ნაწილი წარმოადგენს ძალადობრივ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს: „სირცხვილია“, „ფრანკლინის კლუბი“, „მომავლის აკადემია“, „სტუდენტები ევროპული მომავლისთვის“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ჯიუტი“, „ტალღა“, „ნაბიჯი“, „წერტილი“, „დაფიონი”, რომლებიც კეზერაშვილისა და უცხოელი დონორების მიერ შავი ფულით ფინანსდებიან. ასევეა ხაზარაძის დაფინანსებული ორგანიზაცია “ჯენზი”. სწორედ ამ ორგანიზაციების აქტივისტი ახალგაზრდები წარმოადგენენ აქციების ძირითად ბირთვს. აღარაფერს ვიტყვი იმ რევანშისტ მოძალადე პოლიტიკოსებზე, რომლებიც წლებია ოცნებობენ სახელმწიფო გადატრიალებაზე, რათა ისევ მოვიდნენ ხელისუფლებაში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომელიმე უცხო ძალამ მართოს საქართველო და დააყენოს ქვეყანა საფრთხის წინაშე.

„მეგობრებო, დღეს საჭიროა შევიარაღდეთ მხოლოდ სიმართლით, ზუსტი ინფორმაციით, მოვიძიოთ ფაქტები და გავაანალიზოთ მიმდინარე პროცესები, რადგან ეს ყველა ჩვენგანის ვალია ამ ქვეყნის წინაშე.როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენელი, ჩემი მხრივ გაძლევთ პირობას, სწორედ თქვენ, საქართველოს მოსახლეობა გადაწყვეტთ ქვეყნის ბედს, მის მომავალს და არა ის ბნელი ძალები, რომლებიც ქვეყანაში არეულობის დათესვას და ამ ქვეყნის დასუსტებას ცდილობენ. არავის მიეცემა შესაძლებლობა რომელიმე უცხო ქვეყნის ძალამ მართოს ჩვენი ქვეყანა და იგივე პროცესები განვითარდეს, რაც, სამწუხაროდ, დღეს უკრაინაში ხდება.კიდევ უფრო ძლიერები ვიქნებით, კიდევ უფრო დამოუკიდებლები, ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება ღირსებით. ჩვენი ძლიერი სახელმწიფოებრიობით, ჩვენი იდენტობით გავხდებით იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1716212787

საზოგადოება

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7536 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7596 ლარი იყო.  გამყარდა ევრო, რომლი...

ვალუტა, ლარი, ლარის კურსი

1716212694

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარემ მე-12 გლობალური ფორუმის ფარგლებში საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში თანამედროვე პირდაპირი დემოკრატიის შესახებ გამართულ მე-12 გლობალურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.  დე...

ცესკოცესკოცესკო

1716210699

ახალი ამბები

ექიმი გულიკო ჩაფიძე გარდაიცვალა

ცნობილი ექიმი, კარდიოლოგი, აკადემიკოს გულარნა ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, გულიკო ჩაფიძე გარდაიცვალა.  გულიკო ჩაფიძემ სამედიცინო მოღვაწეობა 1954 წლიდან დაიწ...

გულიკო ჩაფიძე

1716207155

ახალი ამბები

ცნობილია ძმების ვინაობა, რომლებიც ეცერში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლნენ

ავტოსაგზაო შემთხვევას ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე ორი ძმის ლერი და როლანდ პაკელიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „სვანეთინიუსი“ ავრცელებს.  „ავტოსაგზაო შემთხვევას ეცე...

პოლიცია

1716203986

საზოგადოება

„საქართველო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ირანის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაღუპვის გამო“ - ირაკლი კობახიძე

საქართველო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრის ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაღუპვის გამო, -...

ირაკლი კობახიძე