მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებმა ერთჯერადად 2000 ლარი, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებმა 1000 ლარი მიიღეს

მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებმა ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით - 2000 ლარი, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებმა 1000 ლარი მიიღეს.
ფინანსური დახმარება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებსა და ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებს გადაეცათ.
განკარგულების თანახმად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების გაცემა უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტომ, ხოლო თბილისში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებისათვის ფულადი დახმარების გაცემის მიზნით შესაბამისი სახსრების გამოყოფა თბილისის მერიამ უზრუნველყო.
განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა ხელი.
1746802198
ახალი ამბებისაზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობენ
ევროპის დღესთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები მონაწილეობენ ევროკავშირის წარმომადგენლობების, ადგილობრივი ხელისუფლებებისა და დიპლომატიური კორპუსის მიერ ორგანიზებუ...
1746799515
საზოგადოებალევან მაჭავარიანი ელენე ხოშტარიას: როდესაც მთელმა საქართველომ იცის, ძალიან დიდი ფულით ფინანსდები რუსეთის ბიუჯეტიდან და კიდევ სხვას რომ დაუძახებ რუსეთუმეს, სარკეში ჩაიხედე ძილის წინ და შეიძლება, რაღაც ამოიცნო შენს თავში
ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ელენე ხოშტარიას მხრიდან, ტელეკომპანია „იმედის“ გადამღები ჯგუფისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ფრაქცია „ქართული ო...
1746797362
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ევროკავშირთან მეგობრობა იმგვარად თუ უნდა დავამტკიცოთ, რომ რუსეთთან ესკალაციაში შევიდეთ, უკაცრავად, მაგრამ ჩვენ მეგობრობას, ჩვენი ქვეყნის ნგრევას ვერ ვამჯობინებთ
ევროკავშირთან მეგობრობა იმგვარად თუ უნდა დავამტკიცოთ, რომ რუსეთთან ესკალაციაში შევიდეთ, უკაცრავად, მაგრამ ისეთ ნაბიჯს არ გადავდგამთ, რომელიც ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, - განაცხადა ფრაქცია „ქარ...
1746794851
ახალი ამბებისაპატრიარქო 17 მაისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საპატრიარქო 17 მაისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ 17 მაისს, 13:00 საათზე, მცხეთა-თბილისის ეპარქიის (ასევე რუსთავიდან) სამღვდელოება და სამრევლოების წევრები შეიკრიბებიან ქ...
1746793661
ახალი ამბებისოხუმის ცენტრში მკვლელობა მოხდა
სოხუმის ცენტრში, მარუხის ქუჩაზე მოქალაქე გარიკ ავიძბა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. ადგილზე ე.წ. შს სამინისტროს, დე ფაქტო პროკურატურის და ე.წ. დაცვის სამსახურის წარმ...