ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს ბო ლის შეხვდა

ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის 2025 წლის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს ეკონომიკის არსებულ მიღწევებს. ქართულმა მხარემ სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილეს ქვეყანაში მდგრადი ფისკალური პოზიციისა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებისკენ გადადგმული ნაბიჯები გააცნო.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიმდინარე გლობალურ და რეგიონულ გამოწვევებს. მხარეებმა ასევე იმსჯელეს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებზე.
თავის მხრივ, სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილემ, ბო ლიმ აღნიშნა, რომ სავალუტო ფონდი მომავალში კვლავაც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას და ტექნიკურ დახმარებას. სსფ-ის სახელით მან ასევე მზადყოფნა გამოთქვა, დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს სხვადასხვა რეფორმების კუთხით.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები - გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.
1745583125
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: არჩევნებში უპრეცედენტო ჩარევა ვნახეთ. ზოგიერთი ელჩი წინასაარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული. ყველა ამ ადამიანმა შოკი მიიღო, რადგან აღმოაჩინეს, რომ ფულის, ზეწოლის მიუხედავად, ქართველ ხალხზე გავლენა ვერ მოახდინეს
საპარლამენტო არჩევნების თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ჩატარების ალბათობა არ არსებობს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან. პაპუაშვილმა აღნშნა, რომ საქართ...
1745582430
ახალი ამბებიტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია
ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალშია. ტატომ მეოთხედფინალში ბულგარელი ხრისტო ვალკოვი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. რაც შეეხება 90 კგ წონით კატეგორიაშ...
1745582284
ახალი ამბებითეა ახვლედიანმა, რომის პაპის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში ვატიკანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, რომის პაპის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში ვატიკანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწო...
1745581781
საზოგადოებათავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს ლოჯისტიკის დღე მიულოცა
25 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის დღეა. პირად შემადგენლობას ლოჯისტიკის დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათია...
1745581058
ახალი ამბებიმატარებელს ხაშურთან ცეცხლი გაუჩნდა
ხაშურთან მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა. მიმდინარეობს მგზავრების ევაკუაცია. მომხდარის შესახებ „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს ინფორმაციას. „გომი-აგარას გადასარბენზე, ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით მოძრავი...