ლევან დავითაშვილი: საქართველო და აშშ მზად არიან, ურთიერთსასარგებლო სავაჭრო ურთიერთობები აქტიურად განავითარონ

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) სავაჭრო წარმომადგენლის თანაშემწის მოადგილეს სილვია სავიჩს შეხვდა.

შეხვედრა აშშ - ში პირველი ვიცე-პრემიერის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა და მას ასევე დაესწრო მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და აშშ - ს შორის სავაჭრო ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის ქართულმა მხარემ დააყენა საკითხი „მაღალი დონის დიალოგი ინვესტიციებსა და ვაჭრობაზე“ შეხვედრის გამართვასთან დაკავშირებით, რათა მოხდეს ორმხრივი ვაჭრობის და ინვესტიციებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა აღნიშნული ფორმატის ფარგლებში.

როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, აშშ - საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ყოველწლიურად მზარდი დინამიკით ხასიათდება - 2024 წელს აშშ საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის მესამე იყო დაახლოებით 9-პროცენტიანი წილით. ამასთან, როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველო აშშ-ისთვის არა მარტო მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა, არამედ მას ჰაბის ფუნქციაც ეკისრება ამერიკიდან ექსპორტირებული პროდუქციის რეგიონის სხვა ქვეყნებში გადანაწილების კუთხით. მისი თქმით, ეს განსაკუთრებით ეხება მსუბუქ ავტომობილებს და გარკვეული სახის აგრო პროდუქციას, რომლებიც საქართველოს მეშვეობით ცენტრალური აზიისა და რეგიონის სხვა ქვეყნებში რეექსპორტის სახით გადის. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს 940 მლნ აშშ დოლარის მანქანების რეექსპორტი განხორციელდა.

საუბარი ასევე შეეხო აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის სატარიფო პოლიტიკას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ მიმართულებით გააგრძელებენ ინფორმაციის გაცვლას. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ტარიფებთან დაკავშირებულ ცვლილებას აშშ - ში ექსპორტზე უმნიშვნელო გავლენა ექნება.

დასასრულს აღინიშნა, რომ შეერთებული შტატები, ისევე როგორც საქართველო მზად არიან აქტიურად განავითარონ ურთიერთსასარგებლო სავაჭრო ურთიერთობები.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745602168

ახალი ამბები

ლაშა ხუციშვილი ბიუჯეტის შესრულებაზე: დაახლოებით, ათი წელია სამინისტროს აღრიცხვის სისტემა არ შეუცვლია. შესაბამისად, უცოდინარობას ვერ დავაბრალებთ იმ ადამიანებს, რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებენ

 საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2025 წლის ბიუჯეტი პირველი კვარტლის მონაცემებით 102%-ით შესრულდა და მის შესრულებას არანაირი პრობლემა არ აქვს. „ბიუჯეტი სრულდება იმ მოცულობით და იმ ფორმით, რ...

ფინანსთა მინისტრი

1745600598

საზოგადოება

ნინო წილოსანი საფრანგეთის საელჩოს გრანტზე: ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს გრანტის მიმღები, „ნაციონალური მოძრაობის“ „ენჯეო“ დაჯგუფება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური წევრებითაა დაკომპლექტებული

 საფრანგეთის საელჩოს მიერ გაცემული გრანტების საკითხს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი გამოეხმაურა. „ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს გრანტის მიმღები, „ნაციონალური მოძრაობის“ „ენჯე...

ნინო წილოსანი

1745598862

საზოგადოება

მამა გიორგი ზვიადაძე: პაპ ფრანცისკეს მიმართ საქართველოში არსებობს გარკვეულ დამოკიდებულება, რაც ეფუძნება თავად მის პატივისცემას ქართველი ერისა და სრულიად საქართველოსადმი

 პაპ ფრანცისკეს მიმართ საქართველოში არსებობს გარკვეულ დამოკიდებულება, რაც ეფუძნება თავად მის პატივისცემას ქართველი ერისა და სრულიად საქართველოსადმი, - განაცხადა „ქრონიკასთან“ რომიდან მამა გიორგი ზვიად...

გიორგი ზვიადაძე

1745596660

საზოგადოება

ლაშა ხუციშვილი: საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს აქვთ ძალიან დადებითი განწყობა და მზაობა ჩვენთან ერთად განახორციელონ რეფორმები

 საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, შედგა მოლაპარაკებები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები...

ლაშა ხუციშვილ

1745596335

საქართველო

ნათია თურნავა: ამერიკელი ინვესტორებისთვის მიმზიდველია სტაბილური ვითარება - მშვიდობა, რაც არის ჩვენ ქვეყანაში

 ჩვენ ველოდებით ახალ ინვესტორებს საქართველოში და ვხედავთ კიდეც ამ ტენდენციებს, იქნება ეს რეალური ეკონომიკა თუ საფინანსო სექტორი, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, აშშ-ში სსფ-სა და მსოფლიო ბანკი...

ნათია თურნავა