ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება
გიორგი გველესიანმა ერთ-ერთ ეთერში ძალიან გულწრფელად და შინაარსიანად ისაუბრა. იგი მხოლოდ წარმატებული სპორტსმენი არ არის, ნათელია, რომ საინტერესო მოსაუბრეცაა, რომელსაც საკუთარი პოზიცია და ცხოვრებისეული გამოცდილება გააჩნია. შეიძლება მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს ყველა არ დაეთანხმოს, მაგრამ განსხვავებული აზრი არასოდეს უნდა გახდეს ადამიანის შევიწროების საფუძველი, - წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.
როგორც მეტრეველი აღნიშნავს, გიორგი გველესიანს უკვე აქვს დიდი ცნობადობა, ნდობა და რეალური მხარდაჭერა. ადამიანებს აინტერესებთ მისი მოსაზრებები და აქედან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ იგი მომავალშიც ხშირად ისაუბრებს არა მხოლოდ სპორტზე, არამედ საზოგადოებრივ, კულტურულ და სხვა აქტუალურ საკითხებზეც.
მისივე თქმით, ე.წ. „ლიბერალური სექტის“ ისტერიკა და კრიტიკა საქართველოს ვერცერთ მოქალაქეს ვერაფერს დააკლებს. პირიქით, ეს თავდასხმები კიდევ უფრო მკაფიოდ აჩვენებს, ვინ არის მზად თავისუფალი მსჯელობისთვის და ვის სურს განსხვავებული აზრის ჩახშობა.
„გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება. როგორც კი საჯარო სივრცეში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც მათ მიერ დაწესებულ ჩარჩოებში არ ჯდება და საკუთარ სათქმელს თავისუფლად გამოხატავს, მაშინვე იწყება შეურაცხყოფის, დაცინვისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის კამპანია. გიორგი გველესიანმა ერთ-ერთ ეთერში ძალიან გულწრფელად და შინაარსიანად ისაუბრა. იგი მხოლოდ წარმატებული სპორტსმენი არ არის, ნათელია, რომ საინტერესო მოსაუბრეცაა, რომელსაც საკუთარი პოზიცია და ცხოვრებისეული გამოცდილება გააჩნია. შეიძლება მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს ყველა არ დაეთანხმოს, მაგრამ განსხვავებული აზრი არასოდეს უნდა გახდეს ადამიანის შევიწროების საფუძველი. ფაქტია, გიორგი გველესიანს უკვე აქვს დიდი ცნობადობა, ნდობა და რეალური მხარდაჭერა. ადამიანებს აინტერესებთ მისი მოსაზრებები და აქედან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ იგი მომავალშიც ხშირად ისაუბრებს არა მხოლოდ სპორტზე, არამედ საზოგადოებრივ, კულტურულ და სხვა აქტუალურ საკითხებზეც. ქართულ საზოგადოებას სჭირდება წესიერი ადამიანები, რომლებიც საკუთარ აზრს სხვისი რეაქციის შიშით არ მალავენ. და ბოლოს: ე.წ. „ლიბერალური სექტის“ ისტერიკა და კრიტიკა საქართველოს ვერცერთ მოქალაქეს ვერაფერს დააკლებს. პირიქით, ეს თავდასხმები კიდევ უფრო მკაფიოდ აჩვენებს, ვინ არის მზად თავისუფალი მსჯელობისთვის და ვის სურს განსხვავებული აზრის ჩახშობა“, - წერს მეტრეველი.
1789921824
ახალი ამბებიაჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი: ქობულეთისა და ხელვაჩაურის საავტომობილო გზებზე დამეწყრილი მონაკვეთების გაწმენდითი სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა
ქობულეთისა და ხელვაჩაურის საავტომობილო გზებზე დამეწყრილი მონაკვეთების გაწმენდითი სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 19 სექტემბერ...
1789920114
ახალი ამბები„ნაცმოძრაობის“ აქტივისტი დარინა მიქელაძე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებს კვლავ დამამცირებელ კონტექსტში მოიხსენიებს: კომენტატორების უმრავლესობას ჯუჯების არსებობა ოჯახში მიაჩნიათ წყევლად
„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი დარინა მიქელაძე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მიმართ დამამცირებელ კონტექსტში საუბარს განაგრძობს და მათ კვლავ „ჯუჯებს“ უწოდებს. ის აცხადებს, რომ „ჯუჯების“ ო...
1789913516
ახალი ამბებიპროკურატურამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფ...
1789910396
ახალი ამბებიპროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. „თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრა...
1789908418
ახალი ამბებილაშა ხუციშვილმა საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა. ამ დღისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას მან მადლობა გადაუხადა თითოეულ მებაჟე-ოფიცე...































