ჯანდაცვის სამინისტრო: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, არ შეესაბამება სიმართლეს - ხარჯებს ფარავს სახელმწიფო

 გავრცელებული ინფორმაცია თითქოს სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს, გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის, გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, არ შეესაბამება სიმართლეს, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჯანდაცვის სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ხარჯებს სრულად ფარავს სახელმწიფო.

„შესაბამისად, საბავშვო ბაღებში მომხდართან დაკავშირებით კლინიკაში გადაყვანილი აღსაზრდელების ოჯახის წევრები მიღებულ სერვისში თანხას არ გადაიხდიან.

განვმარტავთ, რომ უკლებლივ ყველა კლინიკა დილიდან ინფორმირებული და გაფრთხილებულია, რომ ბაღის აღსაზრდელების სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდა არ მოითხოვონ მშობლებისაგან, რადგან სახელმწიფო აღნიშნულ ხარჯებს სრულად ფარავს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

18 სექტემბერს, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამდენიმე საჯარო ბაღში რეგისტრირებულ აღსაზრდელს დაუფიქსირდა ცხელება, რიგ შემთხვევებში გულისრევა და ღებინება - ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, 7 საჯარო ბაღში, ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, შეჩერდა სააღმზრდელო პროცესი, დანარჩენი 183 ბაღი აგრძელებს ფუნქციონირებას.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789921824

ახალი ამბები

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი: ქობულეთისა და ხელვაჩაურის საავტომობილო გზებზე დამეწყრილი მონაკვეთების გაწმენდითი სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ქობულეთისა და ხელვაჩაურის საავტომობილო გზებზე დამეწყრილი მონაკვეთების გაწმენდითი სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.   19 სექტემბერ...

გაწმენდითი სამუშაოები

1789920114

ახალი ამბები

„ნაცმოძრაობის“ აქტივისტი დარინა მიქელაძე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებს კვლავ დამამცირებელ კონტექსტში მოიხსენიებს: კომენტატორების უმრავლესობას ჯუჯების არსებობა ოჯახში მიაჩნიათ წყევლად

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი დარინა მიქელაძე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მიმართ დამამცირებელ კონტექსტში საუბარს განაგრძობს და მათ კვლავ „ჯუჯებს“ უწოდებს. ის აცხადებს, რომ „ჯუჯების“ ო...

დარინა მიქელაძე

1789918499

ახალი ამბები

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება

გიორგი გველესიანმა ერთ-ერთ ეთერში ძალიან გულწრფელად და შინაარსიანად ისაუბრა. იგი მხოლოდ წარმატებული სპორტსმენი არ არის, ნათელია, რომ საინტერესო მოსაუბრეცაა, რომელსაც საკუთარი პოზიცია და ცხოვრებისეული...

ნიკოლოზ მეტრეველი

1789913516

ახალი ამბები

პროკურატურამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფ...

პროკურატურ

1789910396

ახალი ამბები

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. „თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრა...

დაკავება