ნიკოლოზ სამხარაძე: სამშვიდობო პოლიტიკა გვაქვს გაცხადებული და მცდელობაა, რომ ამაში ხინჯი როგორღაც შეიტანონ და მიზანმიმართულად შელახონ ევროკავშირის იმიჯიც

„არ ვიცი, ნიკა გვარამიას რა მოტივი ამოძრავებს, თუმცა ნებისმიერი ადამიანისგან, ვინც თავს პოლიტიკოსს უწოდებს და ვისაც გაცხადებული მიზანი აქვს, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს, მსგავსი სახის განცხადებები მიუღებელია, რადგან ეს დამატებით საფრთხეს უქმნის საქართველოს ინტერესებს და სუვერენიტეტს, მეორე მხრივ, შეიძლება, ხელოვნურად გაჩნდეს ახალი დაპირისპირების და დაძაბულობის საბაბი“, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ასეთი განცხადებების კეთება საჭირო არ არის.

„აქედან გამომდინარე, ეჭვი მიმყარდება, რომ ეს კონკრეტულ დავალებას ან მიზანს უნდა ემსახურებოდეს, რადგან ახლა საუბარი არ არის იმაზე, რომ ხვალ, ევროკავშირში შევდივართ და ამაში ხელს აფხაზეთის და ცხინვალის საკითხი გვიშლის. ვფიქრობ, რომ ეს ხელოვნური მცდელობაა ურთიერთობა დაიძაბოს. სამშვიდობო პოლიტიკა გვაქვს გაცხადებული და მცდელობაა, რომ ამაში ხინჯი როგორღაც შეიტანონ და მიზანმიმართულად შელახონ ევროკავშირის იმიჯიც“, – განაცხადა სამხარაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790070653

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე გვარამიას განცხადებაზე: მიმყარდება ეჭვი, რომ ეს რაღაც დავალებას ან მიზანს უნდა ემსახურებოდეს, იმიტომ რომ საერთოდ არ არის ახლა საუბარი ხვალ ევროკავშირში შევდივართ და აფხაზეთის და ცხინვალის საკითხი გვიშლის ამაში ხელს

„მიმყარდება ეჭვი, რომ ეს რაღაც დავალებას ან მიზანს უნდა ემსახურებოდეს, იმიტომ, რომ საერთოდ არ არის ახლა საუბარი ხვალ ევროკავშირში შევდივართ და აფხაზეთის და ცხინვალის საკითხი გვიშლის ამაში ხელს“, - ასე...

ნიკოლოზ სამხარაძე

1790070363

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანია საზღვაო და სარკინიგზო ქსელების გამტარუნარიანობის გაორმაგება და ქვეყნის აეროპორტების ინფრასტრუქტურის ჯამური გამტარუნარიანობის გასამმაგება

„ჩვენი მიზანია საზღვაო და სარკინიგზო ქსელების გამტარუნარიანობის გაორმაგება და ქვეყნის აეროპორტების ინფრასტრუქტურის ჯამური გამტარუნარიანობის გასამმაგება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარები...

მარიამ ქვრივიშვილი

1790070328

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ მზად ვართ ჩინეთთან და შუა დერეფნის კონტექსტში მონაწილე ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რათა ჩვენი სტრატეგიული გადაწყვეტილებები მთელ მარშრუტზე კონკრეტულ და ხელშესახებ შედეგებად ვაქციოთ

„ჩინეთი შუა დერეფნის განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს, რასაც ნათლად ადასტურებს მისი მტკიცე მხარდაჭერა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივისა და ჩინეთი-ევროპის სარკინიგზო ექსპრესის მ...

მარიამ ქვრივიშვილი

1790069201

ახალი ამბები

ვანო მაჭავარიანი ცდილობს, რომ საზოგადოებაში გააჩინოს აღქმა, თითქოს არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით გაყალბდა, საქმე გვაქვს არამხოლოდ არაკომპეტენტურობასთან, არამედ დეზინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებასთან - ცესკოს განცხადება

საარჩევნო ადმინისტრაცია, ელექტრონული ტექნოლოგიების დისკრედიტაციის მორიგ მცდელობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. როგორც ცესკო განმარტავს, ანალიტიკოს ვანო მაჭავარიანის მიერ გაკეთებული განცხადე...

ცესკოს განცხადება

1790068693

ახალი ამბები

გია აბაშიძე: ევროკრატების თვალთმაქცობა ზენიტშია, ერთი ხელით „გაჩერებულ დიალოგსა“ და იმიტირებულ სანქციებს გაიძახიან, მეორე ხელით კი გლობალურ ტრიბუნებზე პრემიერ ირაკლი კობახიძესთან უწყვეტ კომუნიკაციაში არიან

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში“ მიიღო მონაწილეობა, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გაიმართა და რომელიც თავად ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ა...

ანალიტიკოსი