ნიკოლოზ სამხარაძე: თითქმის ნახევარი მსოფლიო ცეცხლის ალში გახვეული, საქართველოში კი მშვიდობაა, ეს იმ ბრძნული პოლიტიკის დამსახურებაა, რომელსაც რეგიონის ქვეყნები ერთიანად აწარმოებენ

ჩვენს ირგვლივ თითქმის ნახევარი მსოფლიო ცეცხლის ალშია გახვეული და საქართველოში მშვიდობაა. ეს იმ ბრძნული პოლიტიკის დამსახურებაა, რომელსაც საქართველო-სომხეთი-აზერბაიჯანი და თურქეთი ერთობლივად ვაწარმოებთ, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის საქართველოს და მისი მეზობლების საგარეო პოლიტიკის დამსახურება.

„საინტერესო იყო, მოგვესმინა ინფორმაცია, როგორ მიმდინარეობს სამშვიდობო პროცესი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ საარჩევნო პროცესის შესახებ გვიამბო. ასევე, თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან რეგიონში მიმდინარე პროცესებზე ვისაუბრეთ. სამმხრივ ფორმატზე ვისაუბრეთ, რომელიც წარმატებით მუშაობს საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის.

ბევრ საკითხს შევეხეთ, რაც მნიშვნელოვანი იქნება რეგიონში ურთიერთობის გასამყარებლად. ვისაუბრეთ, საქართველოს გავლით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვაჭრობაზე, ასევე, „ტრამპის მარშუტზე“. უახლოესი ისტორიიდან გვახსოვს, როცა მსოფლიოში მშვიდობა იყო და კავკასია ცეცხლის ალში იყო გახვეული.

ახლა თუ შევხედავთ, ჩვენს იგვლივ თითქმის ნახევარი მსოფლიო ცეცხლის ალშია გახვეული და საქართველოში მშვიდობაა. ეს დამსახურებაა იმ ბრძნული პოლიტიკის, რომელსაც საქართველო-სომხეთი-აზერბაიჯანი და თურქეთი ერთიანად ვაწარმოებთ.

ჩვენ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან არასოდეს გვქონია ამაზე უკეთესი და ახლო ურთიერთობები აზერბაიჯანთან, სომხეთთან და თურქეთთან, როგორც დღეს გვაქვს. ეს არის ჩვენი და ჩვენი მეზობლების საგარეო პოლიტიკის დამსახურება“, - აღნიშნა სამხარაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776427494

მსოფლიო

პეტერ მადიარი: ნათლად ვუთხარი ევროკომისიის პრეზიდენტს და თითოეულ ევროპელ ლიდერს, რომ უნგრეთი არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრ პოზიციას დაიკავებს

უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებით, ბუდაპეშტი ვიქტორ ორბანის მკაცრ საიმიგრაციო პოლიტიკას გააგრძელებს და არალეგალ მიგრანტებთან ბრძოლას უფრო გაამკაცრებს. როგორც მან აღნიშნა,...

პეტერ მადიარი

1776426099

საზოგადოება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ორ მოადგილესთან და დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ორ მოადგილესთან და დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. შეხვედრები ჩეხეთის რესპუბლიკის სპეცსამსახურების...

მამუკა მდინარაძე

1776425193

საზოგადოება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ალბანეთის რესპუბლიკის ევროპის და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ალბანეთის რესპუბლიკის ევროპის და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ფერიტ ჰოჯასთან. ინფორმაცი...

მაკა ბოჭორიშვილ

1776425159

საზოგადოება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ყირგიზეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ყირგიზეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, იუსტიციის მინისტ...

მაკა ბოჭორიშვილ

1776424771

საზოგადოება

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმის ფარგლებში ცხოველთა სამი ახალი მუნიციპალური თავშესაფარი აშენდება

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამა რიგ კომპლექსურ ღონისძიებებს ითვალისწინებს, მათ შორის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცხოველთა თავშესაფრების მშენებლობას ქვემო ქართლში...

ძაღლები