ნიკოლოზ სამხარაძის ინიციატივით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ ჩანაწერები დაემატა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ სამხარაძის ინიციატივით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ ჩანაწერები დაემატა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
ანგარიშში აისახა ცვლილება, რომლის მიხედვით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა უარყოფს ნებისმიერ მცდელობას, ლეგიტიმაცია მიანიჭოს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ არჩევნებს, მათ შორის 2025 წლის 2 მარტს აფხაზეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც საერთაშორისო სამართლით არ არის აღიარებული და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის პირდაპირ გამოწვევას წარმოადგენს.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე გამოხატავს ღრმა შეშფოთებას რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში 2008 წლიდან მიმდინარე ოკუპაციის გამო, რაც ძირს უთხრის რეგიონულ უსაფრთხოებას და მოუწოდებს სრულად აღასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რაც გულისხმობს რუსული ძალების დაუყოვნებლივ გაყვანას კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას დაზარალებულ რეგიონებში, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებას და ჟენევის მოლაპარაკებებში კონსტრუქციულ ჩართულობას.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე და დელეგაციის წევრები ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან პორტუგალიაში, სადაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია მიმდინარეობს.
1751393159
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: ქართველი მეზღვაურების ცოდნა და გამოცდილება ჩვენი ქვეყნის მომავალი და საზღვაო საქმის შემდგომი განვითარების საფუძველია
ქართველი მეზღვაურები წლებია, გამოირჩევიან თავდადებითა და პროფესიონალიზმით, სწორედ აქედან გამომდინარეა, რომ მათ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შევხვდებით. ბათუმსა და ფოთში ჩვენ გვაქვს ორი უმაღლესი საზღვაო...
1751391906
საზოგადოებასულხან თამაზაშვილი: აქტიურად ვაგრძელებთ საზღვაო სექტორის მხარდაჭერას რეგიონში
ბათუმში მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საზღვაო სფეროში დასაქმებულ ადამიანებს პროფესიული დღე მიულოცა. „მეზღვაურობა საპატიო და საამ...
1751391869
მსოფლიოპუტინმა და მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს. მხარეებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთის კრიზისი, მათ შორის ირანის საკითხი და უკრაინაში მიმ...
1751389681
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს სტრატეგიული ინტერესები, რომელიც უნდა იყოს დაცული, ჩვენს სუვერენიტეტსა და სტრატეგიულ ინტერესებს პატივი სცენ პარტნიორებმა
ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს სტრატეგიული ინტერესები, რომლებიც უნდა იყოს დაცული. ჩვენს სუვერენიტეტსა და სტრატეგიულ ინტერესებს პარტნიორებმა პატივი სცენ,- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინ...
1751389646
საზოგადოებაირაკლი კობახიძე - ქართველი მეზღვაურების კეთილდღეობა, მათი ღირსეული შრომისა და ცხოვრების პირობები ჩვენი სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია
„ჩვენს მეზღვაურებს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ საქართველოს ეკონომიკაში. რიცხვებში გამოხატული ეს წვლილი ყოველწლიურად დაახლოებით 200 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მი...