პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები დღეს ხონში სასჯელაღსრულების ყოფილ დაწესებულებას მოინახულებენ

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას განაგრძობს. კომისიის წევრები დღეს ხონში სასჯელაღსრულების ყოფილ დაწესებულებას მოინახულებენ, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროინდელი სამარტოო საკნები და კარცერებია შემორჩენილი და სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის პატიმრების უმძიმეს პირობებში ყოფნა უწევდათ. ციხის ყოფილი შენობა ამჟამად უფუნქციოა.
„ჩვენ უამრავი ჩვენება მოვისმინეთ, იმის შესახებ თუ რა მდგომარეობაში იყვნენ პატიმრები იმ წლებში, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მართავდა სახელმწიფოს. რა თქმა უნდა, ბევრი ეს დაწესებულება ან გაუქმდა, ან ისე გადაკეთდა ჰუმანურობისკენ, რომ ეს კვალი შეიძლება დღეს ძნელი მოსაძებნი იყოს. მაგრამ რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, კონკრეტულად ხონის დაწესებულება, სადაც ჩვენ მივდივართ, შენარჩუნდა თვალსაჩინოებისთვის. გვინდა კომისიის წევრებმა ეს ჩვენი თვალით ვნახოთ“, - განაცხადა კომისიის წევრმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.
როგორც ცნობილია, ხონის პენიტენციური დაწესებულება სააკაშვილის რეჟიმის მმართველობის ბოლო წლებში დაიხურა და დღემდე არ ფუნქციონირებს.
1748975939
საზოგადოებადავით ჩიხელიძე ევრობარომეტრის კვლევაზე: ქართველ ხალხს ანალიზის კარგი უნარი აქვს, ის თვალნათლივ ხედავს, რომ დასავლეთი არა საქართველოს ინტერესებისთვის და ძლიერი საქართველოსთვის, არამედ პირადი მერკანტილური მიზნებისთვის იბრძვის
ქართველებს გვაქვს ხალხური სიბრძნე „რასაც დასთეს, იმას მოიმკი." ევრობარომეტრის კვლევის მიხედვით, ერთ წელში საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა 17%-ით შემცირდა, ხოლო გამოკითხულთა 51% ეროვნულ მთავრობას ე...
1748974482
მსოფლიოსირიის პრეზიდენტი, აჰმედ ალ-შარაა გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობას მიიღებს
Sky News Arabic-ის ინფორმაციით, სირიის პრეზიდენტი, აჰმედ ალ-შარაა ნიუ-იორკს სექტემბერში ეწვევა გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად. ეს იქნება პირველი შემთხვევა 1967 წლის ივნისის შემდეგ,...
1748974191
საზოგადოებადავით ზურაბიშვილი: ამ ქვეყანაში ყველა რევოლუცია წარმატებით დამთავრდა იმიტომ, რომ ხელისუფლება შიგნიდან იყო დანგრეული და ამას დანგრევის არაფერი ეტყობა. ახლა საკმაოდ შეკრული ძალოვანი სტრუქტურები ჰყავთ, რღვევის ნასახიც არ შეიმჩნევა
„მე მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ძალიან გამწარებული არიან და ყველანაირი ინტერაქცია ეზიზღებათ ხელისუფლებასთან, მაგრამ ერთია აქტივიზმი, ერთია პროტესტი, რომელიც ნაწილია პოლიტიკურიპროცესის და ეს არ არი...
1748972537
საზოგადოებახონის ციხის ყოფილი პატიმარი: ღმერთის ანაბარა ვიყავით დარჩენილები, ხან ჯვარს ვხატავდით, ხან ლოცვებს ვწერდით, ადგილები არ იყო და ეზოში კარვებს ვაკეთებდით ზეწრებისგან
ხონის ციხის ყოფილი პატიმარი საკუთარ ისტორია ჰყვება. ამის შესახებ მან „ქრონიკაში“ ისაუბრა. მსჯავრდადებული, რომელმაც სააკაშვილის მთავრობის ერთ-ერთი უმძიმესი საპატიმროს პირობები საკუთარ თავზე გამოცადა, „...
1748971900
საზოგადოებაზაზა ფაჩულია: ვფიქრობ, რაც ხვიჩამ გააკეთა მომავალი თაობებისთვის ისეთივე ინსპირაციული იქნება, რაც მე კახა კალაძისგან მივიღე, რისთვისაც მადლიერი ვარ
პირველ რიგში, დიდი პატივია ამ ჯილდოს მიღება, - ასე გამოეხმაურა ზაზა ფაჩულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ მას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადაეცემა. ყოფილმა კ...