ზაზა ფაჩულია: ვფიქრობ, რაც ხვიჩამ გააკეთა მომავალი თაობებისთვის ისეთივე ინსპირაციული იქნება, რაც მე კახა კალაძისგან მივიღე, რისთვისაც მადლიერი ვარ

პირველ რიგში, დიდი პატივია ამ ჯილდოს მიღება, - ასე გამოეხმაურა ზაზა ფაჩულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ მას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადაეცემა. ყოფილმა კალათბურთელმა, საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და NBA-ს სამგზის გამარჯვებულმა „ქრონიკას“ უამბო ისტორია იმის შესახებ თუ როგორ იქცა კახა კალაძის მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგება მისთვის შთაგონების წყაროდ.
„მე ერთი მაგალითი მინდა მოვიყვანო - მაშინ NBA-ში, უკვე „ატლანტა ჰოუქსში“ ვთამაშობდი და კახა [კალაძე] მაშინ „მილანში“ იყო. მახსოვს, მის თამაშზე მეგობრებთან ერთად წავედი, როცა „მილანმა“ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. კარგად დამამახსოვრდა ეს მომენტი, ეს ინსპირაცია, რაც იმ თამაშიდან მივიღე. ნატვრა მქონდა იმისი, რომ მეც ასეთ სიტუაციაში ვყოფილიყავი, რომ ჩემი ქვეყანა გამეხარებინა. სხვათა შორის, იმ ზაფხულს - 2016 წლის ზაფხულს, როცა ასარჩევად მქონდა საქმე თუ რომელ გუნდში უნდა გავსულიყავი, ზუსტად ეს ინსპირაცია იყო გადამწყვეტი იმაში, რომ „გოლდენ სთეით უორიორსი“ ავირჩიე.
ზუსტად ეს ძალა აქვს სპორტს, ზუსტად ეს ძალა აქვს წარმატებას და, ვფიქრობ, რაც ხვიჩამ გააკეთა მომავალი თაობებისთვის ისეთივე ინსპირაციული იქნება, რაც მე კახასგან მივიღე, რისთვისაც მადლიერი ვარ. არ ვიცი კახამ იცის ეს თუ არა, მე მგონი პირველად ვსაუბრობ ამ თემაზე. ძალიან მაგარი მომენტი იყო. ზოგადად, სპორტი ამიტომ არის განსაკუთრებული, განსხვავებული, რადგანაც თუნდაც რამდენიმე დღის წინ, როცა ხვიჩამ მთელი ერი გაგვახარა, ზუსტად ეს მოაქვს, რომ მთელს ქვეყანას კრავს ერთ მუშტად“, - განაცხადა ფაჩულიამ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვიჩა კვარაცხელია, კახა კალაძე და ზაზა ფაჩულია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე არიან წარდგენილები.
1749147959
სპორტისაქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ფარერის კუნძულები დაამარცხა
საქართველოს ნაკრებმა ივნისის სანაკრებო შეკრებაზე პირველი შეხვედრა ფარერის კუნძულების ეროვნულ ნაკრებთან გამართა და მეტოქე 1:0 დაამარცხა. ფაქტები: საქართველოს ნაკრებისთვის ეს ფარერებთან გამართული მესამე...
1749146280
მსოფლიოილონ მასკი: ტრამპი ჩემს გარეშე არჩევნებს წააგებდა
ჩემ გარეშე ტრამპი წააგებდა არჩევნებს, - განაცხადა ილონ მასკმა. „ჩემ გარეშე ტრამპი წააგებდა არჩევნებს, „დემოკრატები“ გააკონტროლებდნენ წარმომადგენელთა პალატას, ხოლო „რესპუბლიკელები“ სენატში 51-49 იქნებო...
1749145146
მსოფლიოდონალდ ტრამპი - ძალიან იმედგაცრუებული ვარ ილონ მასკით
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ძალიან გაკვირვებული და იმედგაცრუებულია საბიუჯეტო კანონპროექტის შესახებ ილონ მასკის კომენტარებით. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გერმანიის კანცლერ...
1749142416
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი აშშ-ის ელჩის პენსიაში გასვლაზე: მან არ დატოვა აქტიური ელჩის შთაბეჭდილება იმ თვალსაზრისით, რომ დიდი ნაბიჯები ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებაში არ გადაუდგამს
მან არ დატოვა აქტიური ელჩის შთაბეჭდილება იმ თვალსაზრისით, რომ დიდი ნაბიჯები ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებაში არ გადაუდგამს, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმ...
1749140800
საზოგადოებადავით სონღულაშვილი: დღეს გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა, უნდა გვახსოვდეს, რომ გარემოს დაცვა ყველას საქმეა - სახელმწიფოს, ბიზნესის და თითოეული ჩვენი თანამოქალაქის
დღეს გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა. გარემოს დაცვა, ბუნების სიყვარულთან ერთად, ჩვენი ჯანმრთელობის, ეკონომიკის და მომავალი თაობების დაცვასაც გულისხმობს. ვცდილობთ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მწვანე ეკონომიკ...