პრემიერი: „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა, რომ ბეწვის ხიდზე სიარული და ყველაზე რთულ ვითარებაში ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა შეუძლია

„სუვერენიტეტი არის ქვეყნის უსაფრთხოების ყველაზე მტკიცე გარანტია. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვერ დავყვებით ვერცერთ მოთხოვნას, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დათმობას გულისხმობს. ეს იქნებოდა უპასუხისმგებლობა 9 აპრილის გმირების წინაშე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საყოველთაო სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2020 წლიდან, რადიკალურმა ოპოზიციამ და მასთან დაკავშირებულმა „ენჯეოებმა“ უკვე ორჯერ სცადეს რევოლუციის მოწყობა.

„არსებობს უინსტონ ჩერჩილის ცნობილი გამონათქვამი: პოლიტიკაში არ არსებობენ მუდმივი მეგობრები და მტრები, არსებობს მუდმივი ინტერესები. ავღანეთისა და უკრაინის მაგალითებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სახელმწიფოს ერთადერთი მუდმივი მეგობარი მისი სუვერენიტეტია. სუვერენიტეტი არის ქვეყნის უსაფრთხოების ყველაზე მტკიცე გარანტია. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვერ დავყვებით ვერცერთ მოთხოვნას, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დათმობას გულისხმობს. ეს იქნებოდა უპასუხისმგებლობა 9 აპრილის გმირების წინაშე, რომლებიც აქ, ამ მოედანზე სწორედ საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის იდეას შეეწირნენ.

განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა, რომ ბეწვის ხიდზე სიარული და ყველაზე რთულ ვითარებაში, ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა შეუძლია. 2020 წლიდან, რადიკალურმა ოპოზიციამ და მასთან დაკავშირებულმა „ენჯეოებმა“ უკვე ორჯერ სცადეს რევოლუციის მოწყობა. მათ ეს ქვეყანა 3 წელი არ დაასვენეს და პრაქტიკულად, მუდმივ რევოლუციურ რეჟიმში ამყოფეს. უფრო შორს თუ წავალთ, ისინი უკვე 20 წელია არ ასვენებენ ჩვენს ქვეყანას. ახლა კი, ოღონდ საკუთარი შავი ფული დამალონ, ქვეყნის არევის მესამე ცდასაც არ ერიდებიან“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1715851560

საზოგადოება

ხანძარი თბილისში - დაშავდა ასაკოვანი ქალი

თბილისში, სულიკო ჟღენტის ქუჩაზე იტალიურ ეზოში ხანძარი იყო. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, იტალიურ ეზოში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამავე ცნობით, დაშავდა ასაკოვანი ქალ...

ხანძარი ბათუმში

1715847003

სოციალური მედია

„ვაი თქვენს პატრონს, უბედურს ვინც თვლით, რომ ჩვენი ქვეყნის ბედი ევროპამ და ამერიკამ უნდა გადაწყვიტოს“ - მიშა მესხის ვიდეომიმართვა

ბიზნესმენი, მიშა მესხი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას აქვეყნებს, სადაც საქართველოს შიდა სამზარეულოში ევროპისა და ამერიკის ჩართულობაზე საუბრობს:  „თქვენთან მაქვს ასეთი თხოვნა. ვინც ჩემი და სოფოს ოჯახს...

მიშა მესხი

1715844314

ახალი ამბები

17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა

საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ განისაზღვრა.  დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დადგენილება შეეხება...

პარლამენტი

1715835997

ჰოროსკოპი

16 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ♈ვერძი შეწყვიტეთ სხვების ნაცვლად პრობლემების გადაჭრა. გირჩევთ, ეს დღე საყვარელ ადამიანებს მიუძღვნათ და მხო...

ჰოროსკოპი

1715799131

მსოფლიო

„თავს არც კაცად მივიჩნევ და არც ქალად“ - „ევროვიზიის“ გამარჯვებული

 შვედეთის ქალაქ მალმეში ევროვიზია 2024 დასრულდა. კონკურსში, 591 ქულით, გაიმარჯვა შვეიცარიის წარმომადგენელმა Nemo-მ, სიმღერით, The Code. იგი გახდა, როგორც მაყურებლის, ასევე, ჯამურად 37 ქვეყნის ეროვნული...

ევროვიზიის გამარჯვებული