პრემიერი ზელენსკისთან შეხვედრაზე: საუბრის სულისკვეთება და განწყობა, რომელიც იყო გამოხატული ორივე მხრიდან, იყო - მეგობრული, რა პრობლემებიც იყო, ის პრობლემები ისევ არის ძალაში, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ მომავალზე ორიენტირებულები
საუბრის სულისკვეთება და განწყობა, რომელიც იყო გამოხატული ორივე მხრიდან, იყო - მეგობრული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ შეხვედრაზე ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ შეხვედრა იყო დახურული, შეხვედრის შინაარსი ვერ გასაჯაროვდება.
„მე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი საუბარი არსებითად იყო ორიენტირებული მომავალზე. ეს არის, რაც შემიძლია გითხრათ. ამ საუბრის სულისკვეთება და განწყობა, რომელიც იყო გამოხატული ორივე მხრიდან, იყო - მეგობრული.
რა პრობლემებზე ვისაუბრეთ და რაზე არ ვისაუბრეთ, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, გამომდინარე იქიდან, რომ შეხვედრა იყო დახურული და შესაბამისად, შინაარსი ვერ გასაჯაროვდება.
პრობლემები არსად წასულა. პოდოლიაკმა განცხადება აღარ გააკეთა გუშინ დელის მერე?! თუ დანილოვმა აღარ გააკეთა განცხადება გუშინ დელის მერე, თუ ელჩი არ გაიწვიეს გუშინ დელის მერე, თუ სხვა ნაბიჯები არ გადადგმულა გუშინ დელის მერე?! რა თქმა უნდა, რაც იყო პრობლემები, ის პრობლემები ისევ არის ძალაში, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ მომავალზე ორიენტირებულები და ეს არის ჩვენი სულისკვეთება“, - აღნიშნა პრემიერმა.
1777974394
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ვუსამძიმრებ ჩინეთში, ფოიერვერკების ქარხანაში აფეთქების შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს, ჩვენი ფიქრები ახლა დაშავებულებთანაა, ვუსურვებთ მათ გამოჯანმრთელებას, ხოლო ყველა დაზარალებულს - გამძლეობას
„ვუსამძიმრებ ჩინეთში, ფოიერვერკების ქარხანაში აფეთქების შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს. მთავრობის მეთაური და...
1777973670
ახალი ამბებიდამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს რკინიგზა მოძრავი შემადგენლობის მასშტაბურ განახლებას იწყებს
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს რკინიგზა მოძრავი შემადგენლობის მასშტაბურ განახლებას იწყებს. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. პროექტის ფარგლებში კომპანია 50-მდე ლ...
1777973027
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ქალბატონი რასას ბოლშევიკურ წარსულს და გამოცდილებას მხარს უბამს ევროპარლამენტის ახლანდელი ბიუროკრატიაც და როგორც კლასიკურ ბოლშევიზმს შეეფერება, თავს ესხმიან დემოკრატიას და თავისუფალ სიტყვას, ასეთი რამ გაუგონარია
ქალბატონი რასას ბოლშევიკურ წარსულს და გამოცდილებას მხარს უბამს ევროპარლამენტის ახლანდელი ბიუროკრატიაც და როგორც კლასიკურ ბოლშევიზმს შეეფერება, თავს ესხმიან დემოკრატიას და თავისუფალ სიტყვას, ასეთი რამ...
1777971596
ახალი ამბებიშინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ გაგა კირკიტაძე დაინიშნა
შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი გაგა კირკიტაძე დაინიშნა. ახლად დანიშნულ მინისტრის მოადგილეს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს...
1777971312
საზოგადოებასოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირების თანხა იზრდება
სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირების თანხა იზრდება. ცვლილების მიზანია, ახალი ტარიფის განსაზღვრის შემდეგ, ელექტროენერგიის გადასახადი მათთვის უცვლელი დარჩეს. ი...




























