რატი ბრეგაძე: მინდა, რომ საქართველო იყოს სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო, გავაგრძელოთ სვლა ევროპისკენ და დავიკავოთ ჩვენი ადგილი, სადაც ვიქნებით თანასწორნი თანასწორთა შორის
პარლამენტის წინ მიმდინარე საერთო-სახალხო შეკრებაზე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
„მინდა, მივესალმო ყველა იმ ადამიანს, ვინც აქ იმყოფება და მადლობა გადავუხადო მობრძანებისთვის. როგორც ხედავთ, არის ძალიან კარგი განწყობა, რადგან აქ შეკრებილი არიან ის ადამიანები, რომელთაც უნდათ უკეთესი მომავალი საქართველოსთვის. ასევე ის ადამიანები, ვინც აფასებს მიღწეულს. მე, პირადად, დღეს იმიტომ მოვედი აქ, რომ ძალიან ხმამაღლა გამოვხატო ჩემი სურვილი. მინდა, რომ საქართველო იყოს სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო, გავაგრძელოთ სვლა ევროპისკენ და დავიკავოთ ჩვენი ადგილი, სადაც ვიქნებით თანასწორნი თანასწორთა შორის. ასევე დღევანდელი დღე არის გამოხატულება ,,ქართული ოცნების“ კურსის მიმართ, რომელმაც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილი მეთაურობით შეძლო და დაამარცხა რეჟიმი, რომელიც სისტემურად აწამებდა ადამიანებს, ამის უამრავი მტკიცებულება არსებობს. ყველაზე ტრაგიკული და სამწუხარო არის ის, რომ ამ სისტემამ იკადრა, მათ შორის, ადამიანის გაუპატიურება და ამ ყველაფრის მტკიცებულება არსებობს.
„ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლიდან შეძლო ის, რომ ქვეყანამ დაიწყო აქტიური სვლა ევროპისკენ და ამის ნათელი მტკიცებულება არის ისიც, რომ დღეს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია აიღოს პაპორტი და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შევიდეს ევროპაში. ასევე, ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ ერთობლივად ვიზეიმეთ კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის. სწორედ ამის გამოა, რომ აქტიურად ვუჭერ მხარს "ქართულ ოცნებას“, ვარ ამ გუნდის მხარდამჭერი მისი დაარსების დღიდან და ეს ასეც გაგრძელდება. მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ აუცილებელია ყველამ ვიმსჯელოთ ფაქტებით. არ ავყვეთ დეზინფორმაციას და, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა გაიმარჯვებს“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
1715866727
საქართველო„კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ მსოფლიოს, სად, რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი!“ - მამუკა მდინარაძე ოჯახის სიწმინდის დღეზე
„ვერავინ უნდა შეძლოს და გაბედოს, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის მომავალი, პროგრესი, განვითარება და მეორე მხრივ, ქართული იდენტობა, ოჯახის პატივისცემა, კულტურა, რწმენა, ტრადიციები - ურთიერთდაპირისპირებულად წ...
1715865642
საზოგადოებავალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7596 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7323 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...
1715861843
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფება
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ანკარას ესენბოღას საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს თურქეთის რესპუბლიკის ტრასპორტისა და...
1715858591
სპორტიქვილითაია კვიპროსის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია კვიპროსის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ სეზონის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს. საზეიმო ღონისძიება კვიპროსის ფეხბურთელთა პროფკავშირის ორგანიზებით შედგა...
1715852927
საქართველოთბილისში 68 წლის მანანა ყაზაიშვილს ეძებენ
თბილისში ოჯახი 68 წლის მანანა ყაზაიშვილს ეძებს. დაკარგული გოგებაშვილის ქუჩიდან 14მაისს, საღამოს დაახლოებით 9 საათზე გავიდა და აღარ დაბრუნებულა. გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ქალს გათიშული ა...