რატი იონათამიშვილი: დადასტურებული თაღლითობის მიუხედავად, ნაკლებად სავარაუდოა, ისეთი დაუდევარი და ბრიყვი იყოს ხაზარაძე, რომ სახლის გაქირავების გადასახადი დაემალა - საქმე გვაქვს პოლიტიკურ კორუფციასთან

„ამ დრომდე, რაც ირკვევა ხაზარაძის ოჯახისა და გერმანიის საელჩოს სკანდალზე, არის ის, რომ საერთოდ არაფერი ირკვევა. საზოგადოებამ არ იცის, არის თუ არა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება“, - წერს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, დადასტურებული თაღლითობის მიუხედავად, ნაკლებად სავარაუდოა, იმდენად დაუდევარი იყოს მამუკა ხაზარაძე, რომ სახლის გაქირავების შედეგად წარმოშობილი საბიუჯეტო გადასახადი დაემალა და ამ შემთხვევაში, საქმე პოლიტიკურ კორუფციასთან გვაქვს.

„ამ დრომდე, რაც ირკვევა ხაზარაძის ოჯახისა და გერმანიის საელჩოს სკანდალზე, არის ის, რომ საერთოდ არაფერი ირკვევა. საზოგადოებამ არ იცის, არის თუ არა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება. თუ ხელშეკრულება დადებულია, არსებობს ეჭვი, რომ ის ან ფიქტიურია, ან ხაზარაძის ოჯახი არ იხდიდა გადასახადებს. თუმცა, სასამართლოს განაჩენით და ორ საერთაშორისო არბიტრაჟში დადასტურებული თაღლითობის მიუხედავად - ნაკლებად სავარაუდოა, ისეთი დაუდევარი და ბრიყვი იყოს ხაზარაძე, რომ სახლის გაქირავების შედეგად წარმოშობილი საბიუჯეტო გადასახადი დაემალა.

ალბათ, საქმე გვაქვს პოლიტიკურ კორუფციასთან და გერმანიის საელჩო არანაირ თანხას არ იხდის, ხოლო თავად ელჩი ფიშერი ხაზარაძის კეთილი ნების საფუძველზე ცხოვრობს მდიდრულ აპარტამენტში. ნებისმიერ შემთხვევაში - სულ რომ ყველაფერი კანონის შესაბამისად იყოს, ის ფაქტი, რომ გერმანიის ელჩი ბინას ოპოზიციის ლიდერისგან ქირაობს - უკვე ამორალურია.

თუმცა, საინტერესო ისაა, რომ უდიდესი ალბათობით, ყველაფერი კანონის შესაბამისად არ არის. რაც უნდა იყოს, როგორც ხაზარაძე, ასევე, ელჩი ფიშერი ვალდებულნი არიან ქართული საზოგადოების წინაშე, უმოკლეს ვადებში გააკეთონ განმარტებები მათ ირგვლივ შექმნილ სკანდალთან დაკავშირებით, რადგან ყოველი შემდგომი უპასუხო დღე კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს მათ შორის პოლიტიკურ კორუფციასთან დაკავშირებით“, - წერს რატი იონათამიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754221813

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს

„ყველა შემთხვევაში, პირველ ტურში მოიგებს კახა კალაძე თბილისის მერობის არჩევნებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნ...

ირაკლი კობახიძე

1754221112

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: სექტემბერში შოვში მემორიალი გაიხსნება და ასევე დაგეგმილია ტაძრის მშენებლობა, რაც მნიშვნელოვანია ოჯახის წევრებისა და აქაური მოსახლეობისთვის, რომ ამ ტრაგედიასთან ემოციური კავშირი ჰქონდეთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შოვის ტრაგედიის დროს დაღუპულთა სულებს პატივი მიაგო და პანაშვიდს დაესწრო. „ამ ადგილზე ყველას გვახსენდება ორი წლის წინანდელი მზიმე დღეები, სტიქია,...

შალვა პაპუაშვილი

1754217309

ახალი ამბები

აფხაზეთის მთავრობის წევრები ათონის მთაზე აფხაზეთიდან დევნილი ირაკლი რუხაიას ბერად კურთხევას დაესწრნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია ათონის მთაზე იმყოფებოდნენ, სად...

აფხაზეთის მთავრობის წევრები

1754216007

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: ის, რომ პოლიტიკური ლიდერის ოჯახისგან ქირაობ ფართს და შემდეგ მასვე დაჰყვები მხარდასაჭერად, არის პოლიტიკური კორუფცია

 ის, რომ პოლიტიკური ლიდერის ოჯახისგან ქირაობ ფართს და შემდეგ მასვე დაჰყვები მხარდასაჭერად, არის უპატივცემულობის მწვერვალი, ყველანაირი ეტიკეტის დარღვევისა, ეს არის პოლიტიკური კორუფცია - ის, რომ სარგებლ...

გიორგი ვოლსკი

1754212845

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვების მოთხოვნაზე: 2017 წელს კონსტიტუციაშიც შევიტანეთ შესწორება და დავაკონკრეტეთ რა არის ქორწინება, მაშინ ოპოზიცია ამბობდა, რომ ეს გამოგონილი თემებია

შვედეთის პრემიერ-მინისტრის ულფ კრისტერსონის განცხადებას, რომ ევროინტეგრაციის ფარგლებში უკრაინამ უნდა დაუშვას ერთნაირსქესიანთა ქორწინება და უზრუნველყოს ლგბტ საზოგადოების სრული სამართლებრივი დაცვა, თავდ...

თენგიზ შარმანაშვილი