როდის უნდა გავიდეთ საფლავზე - როგორია ეკლესიის პოზიცია
აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი, საფლავთა კურთხევის დღეა. ბრწყინვალე შვიდეულის პირველ დღეს შეღებილი კვერცხით, პასკებითა და სხვა სანოვაგით დატვირთული ადამიანები ოჯახის წევრების და ახლობლების საფლავზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, ლიტანიობის შემდეგ საფლავზე გასვლა ნებისმიერს შეუძლია, თუმცა სიხარულით და მიცვალებულისთვის აღდგომის მისალოცად. როგორც სასულიერო პირები გვეუბნებიან, მთავარია აღდგომის დღესასწაულზე საფლავზე გლოვით არ მივიდეთ.
ქრისტიანული მრწამსით, გარდაცვალების შემდეგ ადამიანის სული საიქიო სამყაროში გადაინაცვლებს, რაც მასთან კიდევ შეხვედრის შანსია. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული კი, მართლმადიდებლური რწმენის მიხედვით, საყოველთაო აღდგომას, მარადიულ სიცოცხლეს ეძღვნება.
აღდგომას საფლავზე გასვლის ტრადიცია საქართველოში ათწლეულებია დამკვიდრდა და მას საყოველთაო ხასიათი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი საფლავებზე აღდგომის მეორე დღეს, ორშაბათს გადის, ეკლესია გვეუბნება, რომ ამ ტრადიციას მართლმადიდებლობასთან არაფერი აკავშირებს.
თეოლოგთა აზრი სასულიერო პირებისას ემთხვევა. ორშაბათს საფლავზე გასვლის ტრადიცია ათწლეულების წინ ჩამოყალიბდა და მას თავიდანვე განსხვავებული დატვირთვა ჰქონდა.
საეკლესიო კანონიკის მიხედვით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, ლიტანიობის შემდეგ საფლავზე გასვლა შეგვიძლია, თუმცა მხოლოდ სიხარულით და მიცვალებულისთვის აღდგომის მისალოცად.
1716035177
სპორტიდავითაშვილი სეზონის ბოლო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლო ტურში ზურიკო დავითაშვილი „ბორდო“-„პოს“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა ლიგა 2-ის სეზონი საშინაო გამარჯვებით დაამთავრა. „ბორდომ“ მატჩი გაეტა...
1716031806
საზოგადოება„მე იმისთვის მაქვს ცოდნა, რომ სხვას გავუზიარო, დავიცალო და ახალი შევივსო... დღეს მოკამათეები არ უსმენენ ერთმანეთს“ - რას ამბობს ელდინო საღარაძე
მსახიობი, პოეტი და პედაგოგი ელდინო საღარაძე, გადაცემა ჩვენი ოჯახის ეთერში კამათის კულტურასა და მის მნიშვნელობაზე საუბრობს. „მე გავსებული ვარ რაღაცა ცოდნით თავდაჯერებული ვარ და ვჯდები საკამათოდ. დღეს მ...
1716027897
ახალი ამბებიევროსაბჭოს მინისტერიალზე მიღებულ დეკლარაციაში საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარი დაუჭირეს
სტრასბურგში 16-17 მაისს ევროპის საბჭოს 133-ე მინისტერიალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი მ...
1716021612
ახალი ამბებითსუ-ს სტუდენტი უნივერსიტეტში მომხდარ პროვოკაციაზე:„ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ სცადა ჩაეშალა სალექციო პროცესი, თუმცა სტუდენტების მეორე მხარემ, რომლებსაც ირაკლი კობახიძის ლექციაზე დასწრება გვსურდა, ხელი შევუშალეთ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, უნივერსიტეტში წინასწარ დაგეგმილ მორიგ პროვოკაციაზე „ქრონიკასთან“ საუბრობს. როგორც სტუდენტი აღნიშნავს „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ სცად...
1716019674
ახალი ამბები„დის მეუღლესთან დაშორების ფაქტს, ოჯახის ღირსების შელახვად მიიჩნევდა...“ - პროკურატურამ გარდაბანში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
გარდაბანში დის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. ბრალდებულს 16 -დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. „საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ,...