სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პირველი კვარტალის გეგმა 170%-ით შესრულდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის პირველი კვარტალის საპრივატიზებო გეგმა 170%-ით, გადაჭარბებით შეასრულა. აქტიური პრივატიზაციის შედეგად, სააგენტომ სახელმწიფო ბიუჯეტში პირველი კვარტალის გეგმით გათვალისწინებული 31 მილიონი ლარის ნაცვლად 52 781 870 ლარი გადარიცხა. ინფორმაციას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტომ გამოაცხადა 112 ელექტრონული აუქციონი და გაიყიდა 68 ერთეული უძრავი ქონება.
სააგენტო აქტიურად აგრძელებს სახელმწიფო ქონების დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს და კერძო სექტორს პროაქტიურად სთავაზობს საინვესტიციოდ მიმზიდველ უძრავ ქონებას.

შეგახსენებთ, რომ პრივატიზების პროცესი არის გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, ყოველგვარი ბიუროკრატიული ბარიერის გარეშე, მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე ელექტრონულ აუქციონებში და მოკლე დროში გახდეს სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე.

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://eauction.ge/

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775135416

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6989 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6994 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ააა

1775132957

საზოგადოება

არჩილ ტატუნაშვილს 43 წელი შეუსრულდებოდა

არჩილ ტატუნაშვილს 43 წელი შეუსრულდებოდა. მის დაბადების დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფ...

არჩილ ტატუნაშვილ

1775130804

მსოფლიო

მაკრონის თქმით, ჰორმუზის სრუტის ძალის გამოყენებით გახსნა „არარეალურია“

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნის მიზნით სამხედრო ოპერაციის დაწყება არარეალური იქნება. მაკრონის ეს კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დო...

მაკრონი მაკრონი

1775130499

ახალი ამბები

სურსათის ეროვნული სააგენტო - ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ, ზუგდიდში კიდევ 12 ძაღლი დაბრუნდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქუთაისის მუნიციპალურ თავშესაფარში დარჩენილი ძაღლები საჭირო ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ ეტაპობრივად დაბრუნდებიან ზუგდიდში. მათივე ცნობით, ზუგდ...

სურსათის ეროვნული სააგენტო

1775130126

მსოფლიო

კოსმოსურ ხომალდზე, რომელიც მთვარისკენ მიფრინავს, საპირფარეშო გაფუჭდა

კოსმოსურ ხომალდ „ორიონზე“, რომელიც მთვარის მისიის, Artemis II-ის ძირითადი მოდულია და რომელშიც 4 ასტრონავტი იმყოფება, საპირფარეშო გაფუჭდა. ეს მეორე პრობლემაა სტარტის შემდეგ. პირველი პრობლემა დედამიწასთ...

კოსმოსურ ხომალდზე