ვასილ მაღლაფერიძე: სააკაშვილმა მხოლოდ საქართველოს „პროგრესულ“ ნაწილს მიმართა და უთხრა - თვალი გაუსწორეთ სიმართლეს, არანაირი ერთი საქართველო აღარ არსებობს, დავიწყოთ „დეგრუზინაზაციის“, ბარბაროსების ჩარეცხვის და უტილიზაციის პროცესიო

2025 წლის 6 ნოემბერს კი მიხეილ სააკაშვილმა მხოლოდ საქართველოს „პროგრესულ“ ნაწილს მიმართა და უთხრა - თვალი გაუსწორეთ სიმართლეს, არანაირი ერთი საქართველო აღარ არსებობს, არის ორი ცივილიზაციურად გაყოფილი საქართველო და ვისაც მიგაჩნიათ, რომ „პროგრესს“, „ცივილიზციას“ და ყველანაირ სიკეთეს განასახიერებთ, დავიწყოთ „დეგრუზინაზაციის“, ბარბაროსების ჩარეცხვის და უტილიზაციის პროცესიო, - წერს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, სააკაშვილის მიერ გამოქვეყნებულ იდეოლოგიურ დოქტრინაში მიზანი მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული და „დეგრუზიზაცია“ სწორედ საქართველოს „პროგრესულმა ნაწილმა“ უნდა განახორციელოს, რადგან ექსპრეზიდენტი მათ ყველაზე ჭკვიანებს, მებრძოლებს, კეთილებს და პროგრესულებს უწოდებს.

მაღლაფერიძის განცხადებით, სააკაშვილის მიერ ნახსენებ „ანთროპოლოგიური სეგრეგაციის პასაჟს“ ზოგიერთი ელჩი არ შეიმჩნევს, ისევე, როგორც ე.წ. უფლებადამცველებმა არ შეიმჩნიეს.

„გუშინ, 2025 წლის 6 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნა, ფაქტობრივად, იდეოლოგიური დოქტრინა, რომელიც შემდეგი პოსტულატებისგან შედგება:

Mikheil Saakashvili :

„არანაირი ერთი საქართველო აღარ არსებობს. არის ორი ცივილიზაციურად გაყოფილი საქართველო…“

Mikheil Saakashvili :

„ახლა უნდა მივხვდეთ ერთ რამეს - ჩვენ და მათ (გულისხმობს საქართველოს მოქალაქეებს - ვ.მ.) ერთ ქვეყანაში არ დაგვედგომება. სახეზეა ძალიან ღრმა შეუთავსებლობა და ნამდვილი სამოქალაქო კონფლიქტი“.

Mikheil Saakashvili :

„საქმე ისაა, რომ ერთ მხარეს ვართ ცივილიზაცია და, მეორე მხრივ, სრული ბარბაროსები“.

Mikheil Saakashvili :

„აქეთ მხარეს ვართ ევროპა, იქით რუსეთი და აზია, აქეთ ვართ პროგრესი და იქით სრული ჩამორჩენილობა… აქეთ ვართ სიკეთე და იქით ბოროტება“.

Mikheil Saakashvili :

„ჩვენ (გულისხმობს საქართველოს მოქალაქეებს - ვ.მ.) განვსხვავდებით ჩვენი საუბრის მანერით და ლექსიკით, ჟესტიკულაციით, მიხრა-მოხრით, თვალების გამოხატულებით“.

Mikheil Saakashvili :

„განვსხვავდებით ანთროპოლოგიურად…“

Mikheil Saakashvili :

„ასე რომ, მოვეშვათ საუბარს, რომ ერთნი ვართ ყველანი, ამ ეტაპზე ჩვენი და მათი შერიგება ვერ მოხდება“.

Mikheil Saakashvili :

„გამარჯვების შემდეგ წინ გვაქვს ხანგრძლივი დეგრუზინიზაციის პროცესი, რათა აღარასდროს დავუშვათ მათი აღზევება“.

მიზანი სრულიად მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული და თუმცა ამ მიზნის მიღწევის ფორმაზე პირდაპირ არაფერს ამბობს, მაგრამ თუ შინაარსს და ლექსიკას გავითვალისწინებთ, კუკარაჩასი არ იყოს, ქელეხის ხარჯების გარდა ყველაფერი გასაგებად წერია.

უკვე მივეჩვიეთ, რომ ადამიანების ერთი ნაწილი ღრმად არის დარწმუნებული საკუთარ განსაკუთრებულობაში და შეპყრობილია განცდით, რომ თვითონ, რატომღაც, უზენაეს ჭეშმარიტებას ფლობს და მთელმა ქვეყანამ მის ჭკუაზე უნდა იაროს! ვინც „ჯიუტობს“ და განსხვავებულ აზრებს გამოთქვამს, ის არასრულფასოვანი არსებაა, „გრუზინია“, „ბარბაროსია“, „ბნელია“ და „რუსია“, რომელიც ან „ახალ ადამიანად“ უნდა გადაადნო, ან „ჩარეცხო“.

ამ ყაიდის ხალხი საკუთარ განსაკუთრებულობას დიდად არც არასდროს მალავდა, მაგრამ ოფიციალურად აქამდე მაინც ჩვეულებრივ ადამიანებად რჩებოდნენ და პარტიასაც იმიტომ ერქვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომ მთელი ქვეყნის გამაერთიანებლის პრეტენზია ჰქონდა.

2025 წლის 6 ნოემბერს კი მიხეილ სააკაშვილმა მხოლოდ საქართველოს „პროგრესულ“ ნაწილს მიმართა და უთხრა - თვალი გაუსწორეთ სიმართლეს, არანაირი ერთი საქართველო აღარ არსებობს, არის ორი ცივილიზაციურად გაყოფილი საქართველო და ვისაც მიგაჩნიათ, რომ „პროგრესს“, „ცივილიზციას“ და ყველანაირ სიკეთეს განასახიერებთ, დავიწყოთ „დეგრუზინაზაციის“, ბარბაროსების ჩარეცხვის და უტილიზაციის პროცესიო… ეს „დეგრუზიზაცია“ სწორედ თქვენ უნდა განახორციელოთ, რადგან თქვენ ყველაზე ჭკვიანები, მებრძოლები, კეთილები, პროგრესულები და თვალების მოხატულობითაც და მიხრა-მოხრითაც ძალიან სხვანაირები ხართო!

ხოლო „გრუზინები“ ვინ არიან, მათი ცნობა ძნელი არ არის, ბნელები, ბარბაროსები და ანთროპოლოგიურადაც განუვითარებლები!… (ამ „ანთროპოლოგიური სეგრეგაციის პასაჟს“ ზოგიერთი ელჩი, ცხადია, არ შეიმჩნევს, ისევე, როგორც ჩვენმა ე.წ. უფლებადამცველებმა არ შეიმჩნიეს).

6 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა თავის დროზე მის მიერვე შექმნილი პარტიის ოფიციალური მიზნები და იდეოლოგია, ფაქტობრივად, გადააფორმატა და თუ ამ გამოქვეყნებული დოქტრინით ვიმსჯელებთ, ამჯერად საქმე გვაქვს სოციალურ დარვინიზმზე დაფუძნებულ ნაცისტურ იდეოლოგიის მქონე პარტიასთან, რომელიც არსებულ პოლიტიკურ რეალობასთან ღია კონფქლიტში შედის, ცხადია, რომ უარს ამბობს არჩევნებზე და მიზნად ისახავს „დეგრუზინიზაციას“, რაც პირდაპირი მწვავე კონფლიქტის დაანონსებას ნიშნავს. ცხადია, რომ ამ პროცესს გულხელდაკრეფილი არც მეორე მხარე შეხვდება და შეიძლება ამ დოქტრინის შემოგდების ერთ-ერთი მიზანი ისიც იყოს, რომ ადამიანები ურთიერთანგარიშსწორებისთვის წააქეზონ!

თუმცა ეს დოქტრინა მხოლოდ ერთი კაცის თავში აღმოცენებულს არ ჰგავს და ინტერნაციონალური ნააზრევის შთაბეჭდილებას ტოვებს. არ არის გამორიცხული, რომ გეგმავდნენ პოლიტიკური ველის გადატვირთვას, პოლიტიკური ცენტრის ისევ სააკაშვილთან დაბრუნებას და ბრძოლის გაგრძელებისთვის ახალი, კიდევ უფრო აგრესიული იდეოლოგიური საფუძვლის შექმნას.

ამ დოქტრინამ უნდა გააერთიანოს ის ადამიანები, რომლებიც „სააკაშვილის სიმართლეს“ თვალს გაუსწორებენ და თავს დაირწმუნებენ, რომ: თვითონ არიან ცივილიზაცია, მეორე მხარეს არიან ბარბაროსები! თვითონ არიან პროგრესი, იქით არის ჩამორჩენილობა! აქეთ არის სიკეთე და იქით არის ბოროტება! ერთმანეთთან არაფერი აერთიანებთ, ერთმანეთისგან ანთროპოლოგიურადაც კი განსხვავდებიან, ამიტომ სამოქალაქო დაპირისპირებას მწვანე შუქი აქვს ანთებული!

რასაკვირველია, ამ პრიმიტიულ ფრაზებში არც არგუმენტებია და არც ლოგიკა, მაგრამ მანიპულირების ოსტატები მასებზე ზემოქმედებას სწორედ ასეთი პრიმიტიული და ხშირად უაზრო ფრაზებით ახდენენ და ადამიანებს მიმართავენ, როგორც უკიდურესად უაღრესად ბრიყვებს - თქვენ ხართ ძალიან კარგები, იმიტომ, რომ ძალიან კარგები ხართ, წინ დიდი ბედნიერება გელით, რაშიც ხელს გიშლიან ძალიან ცუდი ადამიანები, რომლებიც ცუდები არიან იმიტომ, რომ ცუდები არიან და ამიტომ საჭიროა მათი განადგურება.

ასეთი ხერხი ძალიანაც ჭრის. მსოფლიო ისტორია სავსეა იმის მაგალითებით, როდესაც დიდი ქვეყნების ცენტრალურ მოედნებზე შეკრებილი ათიათასობით ადამიანი ამაზე ბევრად უფრო პრიმიტიული ფრაზებით მოუხიბლავთ.

სხვადასხვა ეპოქაში, სხვადასხვა ქვეყანაში ამ ცუდ ადამიანებს სხვადასხვა დამამცირებელი სახელები ერქვათ, დღეს საქართველოში „გრუზინებს“ არქმევენ და ადამიანებს „დეგრუზინიზაციისკენ“ მოუწოდებენ. ნუთუ, ვინმეს ახსნა სჭირდება, ეს რას ნიშნავს და რისთვის კეთდება?!

ლანძღვა-გინება, ადამიანების მორალური და ფიზიკური განადგურების მცდელობა ისედაც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად არის ქცეული და ამას „დეგრუზინიზაციას“ დავარქმევთ, თუ „დეადამიანიზაციას“, სინამდვილეში ჩვეულებრივ კანიბალიზმთან გვაქვს საქმე.

Mikheil Saakashvili თავის დოქტრინაში გვეუბნება:

„განვსხვავდებით ანთროპოლოგიურად…“

და იქვე გამოსავალს გვთავაზობს:

Mikheil Saakashvili :

„ერთ ქვეყანაში არ დაგვედგომება“.

როდესაც სიტყვა მასობრივი განადგურების იარაღად არის გადაქცეული, ცხადია, რომ ამ იარაღს აუცილებლად გამოიყენებენ პროფესიონალი მანიპულატორები, რომლებიც ვითარების უკიდურესად დაძაბვიდან ელიან სარგებელს და ამიტომ ყოველნაირად ეცდებიან საზოგადოების კიდევ უფრო გახლეჩას, ერთმანეთზე გადაკიდებას და ადამიანების დარწმუნებას, რომ ვინც სხვაგვარად ფიქრობს, ის არის ბნელი, ბარბაროსი, მოღალატე, ტარტაროზი და ანთროპოლოგიურადაც დაბალგანვითარებული და მათთან ერთ ქვეყანაში ცხოვრება შეუძლებელია. შემდეგ მეორე მხარეც დაიჯერებს, რომ განადგურებას უპირებენ, ისიც ხელს გამოიღებს და დაიწყება!

თავისი დოქტრინის ბოლოთქმად სააკაშვილმა, თითქოს, პაწია იმედის დატოვება მაინც სცადა:

Mikheil Saakashvili :

„სინამდვილეში ერთადერთი, რაც გვაერთიანებს „გრუზინებთან“, არის, ალბათ, ის, რომ მოგვწონს ერთნაირი კერძები…“

მაგრამ კერძის სიყვარულმაც კი ვიღაცასთან რომ გაგაერთიანოს, სულ ცოტა, არ უნდა გეეჭვებოდეს, რომ იმ ვიღაცას კერძში ჩააფურთხება და ქვევრში ჩააფსმა შეუძლია!“, - წერს ვასილ მაღლაფერიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762586421

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: საქართველოს მთავრობამ ახლახან დაიწყო მუშაობა ყოვლისმომცველი 10-წლიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავებაზე და ის იქნება მაღალი ხარისხის გზამკვლევი საქართველოს განვითარებისთვის

„სტრატეგიული დაგეგმვა მართლაც მნიშვნელოვანია ქვეყნის თანმიმდევრული განვითარების უზრუნველსაყოფად და სწორედ ამიტომ ვართ სრულად ორიენტირებულნი მაღალი ხარისხის დოკუმენტის შემუშავებაზე“, - ამის შესახებ საქ...

ირაკლი კობახიძე /

1762546523

მსოფლიო

ტრამპის ადმინისტრაციამ პირობა დადო, რომ აშშ-ის მიერ დაფინანსებულ „რადიო თავისუფლების“ უნგრულ ბიუროს დახურავს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ პირობა დადო, რომ დახურავს აშშ-ის მიერ დაფინანსებულ „რადიო თავისუფლების“ უნგრულ ბიუროს, რათა მხარი დაუჭიროს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს 2026 წლის არჩევნებში. აშ...

„რადიო თავისუფლების“ უნგრულ ბიუროს დახურავს

1762544403

ახალი ამბები

სოზარ სუბარი 7 ნოემბრის მოვლენებზე: ეს არის თარიღი, რომელიც ქართველმა ხალხმა სააკაშვილს არ აპატია - ეს დღე დარჩა იმ დღედ, რომელმაც ის პოლიტიკურ სამარეში გაისტუმრა

„ხალხის ძალის“ ლიდერმა, სოზარ სუბარმა „დღის ქრონიკაში“ 18 წლის წინ, 7 ნოემბრის მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს არის ის თარიღი, რომელიც ქართველმა ხალხმა სააკაშვილს არ აპატია. „არის თარიღები, რომლ...

სოზარ სუბარი

1762541747

ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი: ბევრი მინისტრი იძულებულია, გაჩუმდეს, ვხედავთ, რამდენი მათგანია კორუფციის მხილების ქვეშ, თვით ღარიბაშვილი, როცა მას ჰქონდა მოლაპარაკებები ევროკავშირთან, ცდილობდა, დაერწმუნებინა ისინი, რომ ჩვენ არ ვცილდებოდით ევროპულ გზას

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიანა ტრაპაიძესთან და ვახო სანაიასთან ერთობლივი ინტერვიუს დროს ევროინტეგრაციაზე საუბრისას კორუფციის თემებიც ახსენა და აღნიშნა, რომ ის ადამიანები, რო...

სალომე ზურაბიშვილი

1762539622

მსოფლიო

„დიდი ლიდერი“ - ტრამპმა ორბანი თეთრ სახლში მიიღო

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შესახვედრად მივიდა. ტრამპი ორბანს თეთრი სახლის კიბეებზე შეხვდა. როდესაც ჰკითხეს ვლადიმერ პუტინთან ბუდაპეშტში შეხვედ...

ტრამპმა ორბანი თეთრ სახლში მიიღო