სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნაცნობ მამაკაცს დაჰპირდა, რომ გარკვეული ოდენობის თანხის გადაცემის სანაცვლოდ, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად „Apple” – ის პროდუქციას შეიძენდა და ტექნიკის საქართველოში რეალიზაციის შედეგად მიღებულ შემოსავალს გაუნაწილებდა, თუმცა დანაპირები არ შეასრულა და დაზარალებულის კუთვნილ თანხას თაღლითურად დაეუფლა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა სხვა დაზარალებულს, შემდგომი რეალიზაციის მიზნით მოტყუებით გამოართვა 19 მობილური ტელეფონი და მაჯის საათი, თუმცა თანხა არ გადაუხადა.

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებებით ბრალდებული დაზარალებულების კუთვნილ, დიდი ოდენობით - 467 000 ლარს დაეუფლა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784571373

მსოფლიო

ტრამპი: ყოველ ჯერზე, როდესაც ირანი ამერიკელ ჯარისკაცს მოკლავს, ძალიან ძვირი დაუჯდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ირანი ამერიკელ ჯარისკაცს მოკლავს, მათ ეს მკვლელობა ძალიან ძვირი დაუჯდებათ. „ყოველ ჯერზე, როდესაც ირანი ამერიკელ ჯარისკაცს მოკლავს, ძა...

დონალდ ტრამპი

1784569137

ახალი ამბები

თორნიკე სულაბერიძე: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინვესტიციების სააგენტო მიმდინარე წელს 300-მდე ადგილობრივ მეწარმეს სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობის მიღებაში დაეხმარება

„ინვესტიციების სააგენტო მიმდინარე წელს 300-მდე ადგილობრივ მეწარმეს სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობის მიღებაში დაეხმარება“,- ამის შესახებ სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ თორნიკე სულაბერიძემ განაცხადა...

თორნიკე სულაბერიძე

1784567176

ახალი ამბები

გერმანიაში საქართველოს ელჩი გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელებს 23 ივლისს გადასცემს

გერმანიაში საქართველოს ელჩი ალექსანდრე კარტოზია გერმანიის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელებს 23 ივლისს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაცია გერმანიის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზ...

გერმანიაში საქართველოს ელჩი

1784565529

სპორტი

FIFA-მ ისტორიაში ყველაზე მასშტაბური მსოფლიო ჩემპიონატიდან 9 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა - CNBC

„2026 წელს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 19 ივლისს ფინალში ესპანეთის მიერ არგენტინის დამარცხებით დასრულდა. თუმცა, მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფინანსური გამარჯვებული თავად F...

მსოფლიო ჩემპიონატი

1784564439

ახალი ამბები

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას გენერალუ...

პროკურატურა პროკურატურა