The New York Times: ირანის იერიშების შედეგად უფრო მეტი ამერიკელი ჯარისკაცი დაშავდა, ვიდრე საჯაროდ იყო ინფორმაცია გავრცელებული
პენტაგონი ძირითადად, არ ასაჯაროებს ინფორმაციას იმ ამერიკელი სამხედროების შესახებ, რომლებიც ირანის თავდასხმების შედეგად ამერიკულ ობიექტებზე დაშავდნენ და მიზეზად „ოპერატიულ უსაფრთხოებას“ ასახელებს, - აღნიშნულის შესახებ The New York Times-ი წყაროზე დაყრდნობით წერს.
წყაროების თქმით, 17 ივლისის წინა კვირაში ირანის თავდასხმების შედეგად უფრო მეტი ამერიკელი ჯარისკაცი დაშავდა, ვიდრე საჯაროდ იყო გავრცელებული ინფორმაცია.
კერძოდ, იორდანიაში 17 ივლისის ინციდენტის გარდა, სადაც ორი ჯარისკაცი დაიღუპა, ერთი დაიკარგა, ხოლო ოთხი დაშავდა, ირანმა კიდევ სამი დარტყმა განახორციელა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
წყაროების ცნობით, ამ თავდასხმების შედეგად ათობით ამერიკელი ჯარისკაცი დაიჭრა და რამდენიმე ვერტმფრენი დაზიანდა.
პენტაგონს ირანის ამ დარტყმების ან მათი შედეგების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
ამასთან, წყარომ თქვა, რომ შეუსაბამო იქნება ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც „ირანს დაეხმარება“.
პენტაგონის მთავარმა წარმომადგენელმა შონ პარნელმა უარყო ბრალდება იმის შესახებ, რომ სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია იმალება.
ამ წყაროს მონაცემებით, ირანის წინააღმდეგ მიმდინარე კონფლიქტის პერიოდში დაიღუპა 14 და დაიჭრა 427 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე.
1784615635
საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით სინგაპურში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით სინგაპურში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური სინგაპურის პრეზიდენტ თარმან შანმუგარატნამს, პრემიერ-მინისტრ ლოურენს...
1784614568
საზოგადოებაშიო მესამე: ნანი ბრეგვაძის სახელი ქართული კულტურისა და ეროვნული საგანძურის განუყოფელი ნაწილია, ვულოცავთ მას საიუბილეო თარიღს და გულითადად ვმადლობთ გამორჩეული ხელოვნებისთვის
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე ნანი ბრეგვაძეს იუბილეს ულოცავს. როგორც შიო მესამე მილოცვაში აღნიშნავს, ნანი ბრეგვაძის შემოქმედებას დრო ახალ სიღრმეს სძენს. „ქალბატონი ნანი ბრეგვაძის...
1784614331
ახალი ამბებიუახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონში შედარებით მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა - გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს ეროვნული სააგენტო 21-23 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონში შედარებით მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელ...
1784611874
საზოგადოებათუშეთში, შენაქო-დიკლოს მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა განახლდა
თუშეთში, შენაქო-დიკლოს მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა განახლდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, აღდგენილია ხიდი, რომელიც შენაქოსა და დიკლოს აკავშირებს ომალოსთან და ბართან. ადგილობრივ მოსახლეობ...
1784610509
საზოგადოებათბილისში მთელი ღამის განმავლობაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა - ქალაქის მასშტაბით მოძრაობა აღდგენილია
ძლიერმა წვიმამ თბილისის რამდენიმე უბანში პრობლემა შექმნა. წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები, რის გამოც გარკვეულ მონაკვეთებზე გართულდა ავტომობილებით გადაადგილება. მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო...


























