საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური - „ვაქვეყნებთ დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მიერ ილია მეორის კარნახით მიტროპოლიტ შიოს მოსაყდრედ გამორჩევასთან დაკავშირებულ ჩანაწერს“
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გვერდზე გამოქვეყნდა ჩანაწერი, რომელიც, მათივე ინფორმაციით, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მიერ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის კარნახით საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) გამორჩევასთან არის დაკავშირებული.
საპატრიარქოს ცნობით, ტექსტი ჩაწერილია საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის გამორჩევიდან მეორე დღეს (24.11.2017).
„ურთულესი დროა, პრიორიტეტები იცვლება. მეცნიერება მიდის წინ, გარემოებები. ადამიანი მუდამ უნდა მიდიოდეს წინ, მან უნდა გაიკვალოს. რეალობაში სხვა ძალები, ბოროტი ძალები უსწრებენ, ამიტომ ცხოვრება აყენებს ახალ პრობლემებს, რასაც სჭირდება პასუხი.
ეკლესიაშიც ახალი პრობლემებია, რთულდება ურთიერთობები ადამიანებს შორის. წამოიჭრა ახალი საკითხები, რომელიც აქამდე არ ყოფილა, როცა ბუნებრივად ვითარდება, გასაგებია. როდესაც ხელოვნურად ხდება, ამით ცოდვას მიემატა ბოროტება. ცოდვას და ბოროტებას ვაკანონებთ, რატომ ვაკანონებთ? იმისთვის, რომ თითქოს პასუხი არ უნდა ვაგოთ. თუმცა ღვთის წინაშე მაინც ვაგებთ პასუხს, მნიშვნელობა არა აქვს კანონებს.
პატრიარქი როდესაც დგება თანამდებობაზე, მაშინვე სწერს ანდერძს მოსაყდრის შესახებ. ეს მერე იცვლება კიდეც. როდესაც დაფარულია, ქმნის გარკვეულ დაძაბულობას და მითქმა-მოთქმას. არის შემთხვევები, როცა იკარგება ანდერძი. მაგ., ჩემს შემთხვევაში დავითმა პატრიარქმა რამდენჯერმე მითხრა, რომ შენზეა დაწერილი ანდერძი, თუ გინდა გაჩვენებო. არა-მეთქი, არ მინდა. შემდეგ დაიკარგა. დავითი ტყუილს რატომ მეტყოდა? ამან შექმნა ნერვიული სიტუაცია და საჭირო გახდა სინოდს დავესახელებინე. ასეთი რამ წინათაც მომხდარა.
ეს რომ არ მოხდეს, ვარჩიე დამესახელებინა, ვინ იყო ჩაწერილი ანდერძში, რომ შეწყდეს: გასაღები ვისა აქვს და სარტყელზე აქვს შებმულიო. ეხლა დაწყნარდნენ, ყველამ იცის, ვინ არის მოსაყდრე.
მოსაყდრეც ფრთხილად უნდა იყოს, არ უნდა წარმოიდგინოს, რომ თვითონაა პატრიარქი. პატრიარქს აქვს უფლება შეცვალოს. შედგება გეგმა, რა უნდა გააკეთოს მოსაყდრემ. მოსაყდრე დიდი დახმარებაა, თუ სათანადოდ გაუძღვა, პატრიარქის და სინოდის დამხმარე, პირველი ეპისკოპოსი პატრიარქის შემდეგ, პირველი კანდიდატი პატრიარქობის ტახტზე.
პიმენი რომ გარდაიცვალა, იქაც ცნობილია მოსაყდრე, იქ კიევის მიტროპოლიტია მექანიკურად. პირველივე კენჭისყრით უარყოფილი იქნა მოსაყდრე ფილარეტი. რამდენიმე ეპისკოპოსმა უნდა წარმოადგინოს კანდიდატი.
ურთიერთობა ხალხთან, მომლოცველებთან, რომ გაძლიერდეს ლოცვა“, – ნათქვამია ჩანაწერში, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა.
1777556376
მსოფლიოისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინამ მოპარული მარცვლეულის შესახებ მტკიცებულებები ვერ წარადგინა
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინულმა მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ გემი, რომელიც ისრაელის პორტში უნდა შესულიყო, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან მო...
1777555737
ახალი ამბებიმახაშვილი ოპოზიციაზე: ის საზოგადოებრივი კაპიტალი, რომელიც თავის დროზე ჰქონდათ, პოლიტიკურად არასწორი გადაწყვეტილებებით გაანიავეს
„ის საზოგადოებრივი კაპიტალი, რომელიც თავის დროზე ჰქონდათ, გაანიავეს საკუთარი პოლიტიკურად მცდარი, არასწორი გადაწყვეტილებებით. მათ ფსონი დადეს არა საკუთარ მოსახლეობაზე, არა საკუთარ ქვეყანაზე, არამედ სხვ...
1777554567
საზოგადოებაპარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს მოუსმინეს - კომისია დასკვნას 1 მაისს წარადგენს
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, ნავთობკომპანიების მონაწილეობით, საწვავის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის...
1777554567
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 30 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6916 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6920 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...
1777552876
ახალი ამბებივოლსკი: ოპოზიციაში ერთმანეთს უპირისპირდებიან, ვის შეუძლია, საქართველო მეტად დააზიანოს, ეს ადამიანები ქვეყნის დანგრევის ამოცანას მიმართავენ, რასაც აღარც მალავენ
ოპოზიციაში ერთმანეთს უპირისპირდებიან იმაზე, ვის შეუძლია, საქართველო მეტად დააზიანოს. ეს ადამიანები ქვეყნის დანგრევის ამოცანას მიმართავენ და ამას აღარც მალავენ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე...


























