ვოლსკი: ოპოზიციაში ერთმანეთს უპირისპირდებიან, ვის შეუძლია, საქართველო მეტად დააზიანოს, ეს ადამიანები ქვეყნის დანგრევის ამოცანას მიმართავენ, რასაც აღარც მალავენ
ოპოზიციაში ერთმანეთს უპირისპირდებიან იმაზე, ვის შეუძლია, საქართველო მეტად დააზიანოს. ეს ადამიანები ქვეყნის დანგრევის ამოცანას მიმართავენ და ამას აღარც მალავენ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ „ოპოზიციის ალიანსზე“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ზოგადად, პოლიტიკაში კარდაკარ სიარული მისაღებია, მაგრამ ოპოზიციას ამის რესურსი არ აქვს.
„ოპოზიციაში დაპირისპირება იქნება, რადგან მათ რიგებში ისეთი ადამიანები არ არიან, ვისაც შეუძლია, ერთად იყოს. მათ შორის დაპირისპირების მიზეზია ლიდერობაც. ყველას უნდა, პატრონებს თავი დაანახოს, რომ ყველაზე ქმედითია, ვინც უფრო მეტად უნდა დაფინანსდეს და ვისაც ყველაზე მეტი მხარდაჭერა ჰქონდეს.
ვიღაცის წინაშე გაპრანჭვა და კეკლუცობა ჩვეულებრივი ამბავია. ეს ხალხი კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“. მათ შიგნით ფუთფუთი მათ ხასიათს გამოხატავს, მაგრამ შინაარსს არ ცვლის. ვის შეუძლია, საქართველო მეტად დააზიანოს – ეს არის თემა, რის გამოც ერთმანეთს უპირისპირდებიან.
პოლიტიკაში კარდაკარი მისაღები პრაქტიკაა, მაგრამ მათ რესურსი არ აქვთ, კარდაკარ იარონ. კარდაკარ ადამიანებს ვერ დაარწმუნებენ, რომ საქართველო ცეცხლში უნდა იყოს გახვეული და დესტაბილიზაცია სწორია. ეს ადამიანები ქვეყნის დანგრევის ამოცანას მიმართავენ და ამას აღარც მალავენ.
თავად და მათი პატრონები ხან ეკონომიკურ სანქციებს ითხოვენ, ხან რუსეთთან შეჯახებაზე საუბრობენ. ეს ადამიანები პატარა პაიკები არიან, რომლებიც სკამდასკამ დადიან, ბაღებსა და ქუჩებში ელაპარაკებიან. ფაქტია, ეს ხალხი არის მავნებელთა ჯგუფი, ვინც თავის აქტივობას კარდაკარს არქმევს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
1777554567
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 30 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6916 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6920 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...
1777554567
საზოგადოებაპარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს მოუსმინეს - კომისია დასკვნას 1 მაისს წარადგენს
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, ნავთობკომპანიების მონაწილეობით, საწვავის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის...
1777551400
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: მშვიდობა არ არის შემთხვევითობა, მშვიდობა არის შედეგი, ის არის წინასწარ გათვლილი პოლიტიკის, ძლიერი ინსტიტუტების, სანდო პარტნიორობის და ეროვნული ინტერესების შეუვალი დაცვის შედეგი
„მშვიდობა არ არის შემთხვევითობა. მშვიდობა არის შედეგი. ის არის წინასწარ გათვლილი პოლიტიკის, ძლიერი ინსტიტუტების, სანდო პარტნიორობის და ეროვნული ინტერესების შეუვალი დაცვის შედეგი. სწორედ ასეთ პირობებში...
1777550474
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ჩვენი ძალა მხოლოდ იარაღში არ არის, ჩვენი მთავარი ძალა არის გონივრულ პოლიტიკაში, რომელიც წინასწარ ხედავს საფრთხეებს და ქმნის უსაფრთხო გარემოს თითოეული მოქალაქისთვის
„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს - დღეს, რომელიც სიმბოლურად აერთიანებს ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას, ეროვნული ღირსების განცდას და მომავალზე პასუხისმგებლობას. ეს დღე არის პატივისც...
1777549946
ახალი ამბებივოლსკი: ჩვენ ვესწრაფვით აშშ-თან სტრატეგიულ თანამშრომლობას, რომელიც იქნება შინაარსით დატვირთული, ორმხრივი ურთიერთობის კუთხით, ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები მისასალმებელია
ამერიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ჩვენი ინტერესებიდან და გადმოსახედიდან საგანგებოდ მნიშვნელოვანია. ორმხრივი ურთიერთობის თვალსაზრისით, ამერიკასთან ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები მისასალმე...



























