საქართველო უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ - ბიძინა ივანიშვილი

„საქართველო უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა რუსთაველის გამზირზე გამართულ საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, საქართველომ 33 წლის წინ აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. თუმცა, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, მერაბ კოსტავა გვაფრთხილებდა:

„დაიმახსოვრეთ, თქვენ მოესწრებით იმ დროს, როცა საქართველო თავისუფალი გახდება! მაგრამ იცოდეთ, თუ მაშინაც, დამოუკიდებელ ქვეყანაში, თავისუფლებისთვის შეწყვეტთ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც“.

მისი თქმით, მერაბ კოსტავას ეს შეგონება თითოეულ ფეხის ნაბიჯზე კარგად უნდა გვახსოვდეს.

„მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო! მივესალმები ჩვენი თავისუფლებისმოყვარე ერის ღირსეულ შვილებს! ყველას მინდა მოგილოცოთ ბზობა და წინასწარ მოგილოცოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. საქართველომ 33 წლის წინ აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. თუმცა, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, მერაბ კოსტავა გვაფრთხილებდა: „დაიმახსოვრეთ, თქვენ მოესწრებით იმ დროს, როცა საქართველო თავისუფალი გახდება! მაგრამ იცოდეთ, თუ მაშინაც, დამოუკიდებელ ქვეყანაში, თავისუფლებისთვის შეწყვეტთ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც“. მერაბ კოსტავას ეს შეგონება თითოეულ ფეხის ნაბიჯზე კარგად უნდა გვახსოვდეს. საქართველო უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ! - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1715851560

საზოგადოება

ხანძარი თბილისში - დაშავდა ასაკოვანი ქალი

თბილისში, სულიკო ჟღენტის ქუჩაზე იტალიურ ეზოში ხანძარი იყო. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, იტალიურ ეზოში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამავე ცნობით, დაშავდა ასაკოვანი ქალ...

ხანძარი ბათუმში

1715847003

სოციალური მედია

„ვაი თქვენს პატრონს, უბედურს ვინც თვლით, რომ ჩვენი ქვეყნის ბედი ევროპამ და ამერიკამ უნდა გადაწყვიტოს“ - მიშა მესხის ვიდეომიმართვა

ბიზნესმენი, მიშა მესხი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას აქვეყნებს, სადაც საქართველოს შიდა სამზარეულოში ევროპისა და ამერიკის ჩართულობაზე საუბრობს:  „თქვენთან მაქვს ასეთი თხოვნა. ვინც ჩემი და სოფოს ოჯახს...

მიშა მესხი

1715844314

ახალი ამბები

17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა

საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ განისაზღვრა.  დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დადგენილება შეეხება...

პარლამენტი

1715835997

ჰოროსკოპი

16 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ♈ვერძი შეწყვიტეთ სხვების ნაცვლად პრობლემების გადაჭრა. გირჩევთ, ეს დღე საყვარელ ადამიანებს მიუძღვნათ და მხო...

ჰოროსკოპი

1715799131

მსოფლიო

„თავს არც კაცად მივიჩნევ და არც ქალად“ - „ევროვიზიის“ გამარჯვებული

 შვედეთის ქალაქ მალმეში ევროვიზია 2024 დასრულდა. კონკურსში, 591 ქულით, გაიმარჯვა შვეიცარიის წარმომადგენელმა Nemo-მ, სიმღერით, The Code. იგი გახდა, როგორც მაყურებლის, ასევე, ჯამურად 37 ქვეყნის ეროვნული...

ევროვიზიის გამარჯვებული