საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვის დამარცხებით ისტორიული მე-100 მატჩი მოიგო
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კაუნასში ლიეტუვასთან გამართულ ამხანაგურ მატჩში გიორგი მიქაუტაძის დუბლით 2:0 გაიმარჯვა. ეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისთვის ისტორიაში მე-100 მოგება იყო.
ისრაელთან მატჩის შემდეგ ვილი სანიოლმა შემადგენლობაში ოთხი ცვლილება განახორციელა – მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე ლუკა ლოჩოშვილის ნაცვლად ლაშა დვალი გამოჩნდა, მარცხენა ფლანგზე გიორგი წიტაიშვილი ირაკლი აზაროვმა შეცვალა, ხოლო ტრავმირებული ოთარ კიტეიშვილისა და ნიკა გაგნიძის ნაცვლად ნახევარდაცვაში გიორგი ჩაკვეტაძე და ზურიკო დავითაშვილი გავიდნენ მოედანზე.
პირველ ტაიმში ყველაზე რეალური მომენტი 31-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ შექმნა – „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა საჯარიმო სახიფათოდ შეასრულა და მასპინძლები ძელმა გადაარჩინა.
მეორე ტაიმში ლიეტუველები გააქტიურდნენ და გიორგი მამარდაშვილმა ორჯერ იხსნა საქართველოს ნაკრები – პირველად ბალტიისპირელთა კაპიტნის, იუსტას ლასიცკასის სახიფათო დარტყმის შემდეგ, ხოლო მეორედ მწვავე ფლანგური გადაცემა ჩაჭრა.
საქართველოს ნაკრებმა პირველი გოლი 71-ე წუთზე გაიტანა. გიორგი მიქაუტაძემ მოპოვებული პენალტი ზუსტად დაარტყა. 84-ე წუთზე კი ნიკა გაგნიძის გადაცემით დუბლი შეასრულა და 23 გოლით ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირების სიაში ხვიჩა კვარაცხელიას გადაასწრო, შოთა არველაძეს კი მხოლოდ 3 გოლით ჩამორჩება.
საქართველოს ნაკრებმა ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, შემდეგ შეხვედრას კი ვილი სანიოლის გუნდი 2 ივნისს რუმინეთთან თბილისში გამართავს.
1774795273
ახალი ამბები0 : 1 - საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ლიეტუვას ნაკრებთან დაწინაურდა
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ლიეტუვასთან ამხანაგურ შეხვედრაში გიორგი მიქაუტაძემ დააწინაურა – 1:0. თავდამსხმელმა მატცის 70 პენალტი ზუსტად შეასრულა. საქართველოს ნაკრები დღეს წლის პირველი შეკრ...
1774794276
ახალი ამბებიდეკანოზი იაკობ მახნიაშვილი: ჩვენ მიჩვეული ვართ სახელისუფლებო არჩევნებს, სადაც ვნებათა ღელვაა ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიებთან, კანდიდატებთან დაკავშირებით და ეს ჩვეული პროცესები არ უნდა გადმოვიტანოთ საეკლესიო, სულიერ ველზე
„ჩვენ მიჩვეული ვართ სახელისუფლებო არჩევნებს, სადაც ვნებათა ღელვაა ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიებთან, კანდიდატებთან დაკავშირებით და ეს ჩვეული პროცესები არ უნდა გადმოვიტანოთ საეკლესიო, სულიერ ველზე“, - გან...
1774793704
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: ამ მძიმე დღეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რა პროცესები მიდის საქართველოში, ჩვენს გარშემო რა სიტუაციაა შექმნილი და ვის რაში სჭირდება საქართველო
„ამ მძიმე დღეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა რა პროცესები მიდის საქართველოში, ჩვენს გარშემო რა სიტუაციაა შექმნილი და ვის რაში სჭირდება საქართველო“, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდო...
1774793170
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: ვინც გაბედავს და წინ აღუდგება ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს წმინდა ეროვნულ და სარწმუნოებრივ ინსტიტუტებს, ის ქართველ ხალხთან დამარცხდება
„ვინც გაბედავს და წინ აღუდგება ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს წმინდა ეროვნულ და სარწმუნოებრივ ინსტიტუტებს, რა თქმა უნდა, ის ქართველ ხალხთან დამარცხდება“, - განაცხადა ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო...
1774790550
ახალი ამბებირომის პაპი: იესო ქრისტე არ უსმენს მათ ლოცვებს, ვინც ომებს აწარმოებენ
„იესო ქრისტე არ უსმენს მათ ლოცვებს, ვინც ომებს აწარმოებენ, არამედ უარყოფს მათ“, - ამის შესახებ რომის პაპმა, ლეო XIV-მ განაცხადა. კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელის თქმით, იესო ქრისტე უარყოფს ომს და ამბ...































