ნიკოლოზ სამხარაძე ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, ელჩ კრისტოფ შპეტის შეხვდა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ეუთოს (OSCE) მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, ელჩ კრისტოფ შპეტის შეხვდა.
განხილვის მთავარ საკითხს სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენები და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარება წარმოადგენდა.
შეხვედრისას ნიკოლოზ სამხარაძემ ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკაზე ისაუბრა.
მხარეებმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 66-ე რაუნდსა და მის შედეგებზე ისაუბრეს.
„ეუთოს (OSCE) მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში კრისტოფ შპეტთან შეხვედრაზე განხილვის ძირითადი საკითხი იყო ოკუპირებული რეგიონები. ვისაუბრეთ 18-19 მარტს გამართულ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 66-ე რაუნდზე და კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობას ქართული მხარისთვის“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ინფორმაციას პარლამენტი პრესსამსახური ავრცელებს.
1774620231
საზოგადოებათბილისში Planet Hollywood-ის კავკასიის რეგიონში პირველი სასტუმრო გაიხსნება
საერთაშორისო ჯგუფი Planet Hollywood Resorts International-ი თბილისში თავის პირველ პროექტს იწყებს. Planet Hollywood Hotel & Casino Tbilisi კავკასიის რეგიონში ბრენდის პირველი სასტუმრო იქნება. კომპანიის...
1774618732
საზოგადოებაპროკურატურამ ძალადობის მუქარით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს პროკურატურამ ძალადობის მუქარით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. კახეთის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ...
1774617391
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია - ყველამ კარგად იცის, რომ საზოგადოება, რომელსაც ზურგს ეკლესია უმაგრებს, ვერ გაკონტროლდება, მასზე გავლენა ვერ ექნებათ, ამიტომ, წლებია, ეკლესიას თავს ესხმიან
„ჩათვალეს, რომ თითქოს ქართულ ეკლესიას ხელმძღვანელი არ ჰყავს და სუსტია. პირიქით, ეკლესია ისეთი ძლიერია, როგორც არასოდეს“, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ განა...
1774616978
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 მარტის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7025 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7066 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...
1774615399
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ბაჩო ახალაიასა და დანაშაულზე საუბარი ძალიან ადვილია, რადგან ეს ორი რამ ერთმანეთის სინონიმია
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დანაშაული და ბაჩო ახალაია ერთმანეთის სინონიმები არიან. პარლამენტის თავმჯდომარე ამ კომენტარით, პროკურატურის მიერ, საქართველოს კონსტიტუციური წყობი...




























