სარჯველაძე: კარტელური გარიგებების პრაქტიკას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს, მაგრამ ამის წინააღმდეგ ინსტრუმენტები არსებობს - მნიშვნელოვანი მედიკამენტების ჩამონათვალი ყოველთვის უნდა იყოს დახლზე, ეს შეიძლება ვალდებულების სახით ჩამოყალიბდეს
ზოგჯერ მაგალითად ზედმეტ დანახარჯს განაპირობებს ზედმეტად დანიშნული მედიკამენტი. ამ დრომდეც ხდებოდა ამაზე ყურადღების გამახვილება, მაგრამ ნამდვილად არ აწყენდა ქართულ ჯანდაცვის სისტემას, თუკი უფრო მეტად იქნება ყურადღება კონცენტრირებული ამ საკითხებზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
„საბითუმო ვაჭრობა ძალიან მნიშვნელოვნად დასარეგულირებელია, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია კარგად გვესმოდეს, რომ დეფიციტები არ უნდა შეიქმნას, არ უნდა მოხდეს ერთი და იგივე კატეგორიის მედიკამენტის ფარგლებში, ვაჭრობის წახალისების მიზნით სხვადასხვა დასახელების რომელიმე მედიკამენტზე ხელოვნურად დეფიციტების შექმნა და ასე შემდეგ“, - აღნიშნა მან.
კითხვაზე - „ბიზნესი, ასევე ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ თუკი ბიზნესს შეუმცირდება შემოსავლები რეგულაციების გაზრდის ხარჯზე, შეიძლება მან დაიზღვიოს თავი და არ შექმნას დამატებითი მარაგები. არსებობს რისკი, რომ რეგულაციებმა დეფიციტი შექმნას?“ სარჯველაძემ უპასუხა:
„ბიზნესში დღეს არიან საკმარისად კეთილსინდისიერი ადამიანები და ადამიანები,რომლებიც სოციალური პასუხისმგებლობითაც აღვსილები არიან. მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაცა გამოსავალი იპოვონ და რომელიმე ისეთ მედიკამენტზე აქცენტი გადაიტანონ, რომელზედაც რეფერენტული ფასი არ ვრცელდება, მაშინ ჩვენც გვაქვს ინსტრუმენტი, რომ იმავე მედიკამენტზე შევქმნათ რეფერენტული ფასი. ეს მე მგონი ცოტა სკეპტიკური განწყობის დემონსტრირებაა და მეტი არაფერი“.
მინისტრმა, ასევე, უპასუხა კითხვას: „ხელისუფლება საუბრობს იმაზეც, რომ შესაძლოა იყოს ერთგვარი მონოპოლია - ამას როგორ დაარეგულირებს მთავრობა?“.
სარჯველაძის განმარტებით, ეს ყველაფერი რეგულირებადია - ამგვარი ინციდენტები აქამდეც იყო, თუმცა ამას მასშტაბური სახე არ მიუღია.
„სამწუხაროდ, ასეთ კარტელური გარიგებების პრაქტიკას შეიძლება ადგილი ჰქონდეს, მაგრამ ჩვენთვის მთავარია დავაზღვიოთ მომხმარებელი იმით, რომ რაღაცაზე მეტი არცერთ შემთხვევაში არ იყოს ფასი და ამასაც ადმინისტრირება სჭირდება; ამის წინააღმდეგ საბრძოლო ინსტრუმენტები ზოგადად არსებობს, მათ შორის შესაძლებელია ეს იყოს მაგალითად ადმინისტრირების მკაცრი მექანიზმები; მაგალითად, ხელოვნურად დეფიციტის შექმნის შემთხვევაში, ისეთ მედიკამენტზე რომელიც მნიშვნელოვანია, რომ აუცილებლად იყოს თაროზე, შეიძლება სტანდარტულად, ვალდებულების სახით ჩამოყალიბდეს და ეს ასეც უნდა იყოს. ესენციურ მედიკამენტებს ეძახიან, მნიშვნელოვანი მედიკამენტების ჩამონათვალი ყოველთვის უნდა იყოს დახლზე.
სამწუხაროდ, ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე ფასების გაიაფების შემდეგ, ზოგიერთ შემთხვევაში წავაწყდით იმას, რომ რეალურად მარაგი ჰქონდათ და გარკვეულ მიზეზთა გამო, შესაძლოა ადგილზე მისულ ბენეფიციართათვის ეთქვათ, რომ დეფიციტია, მარაგი არ აქვთ. ასეთი რაღაცები ხდება, ამას სჭირდება ბრძოლა და რეალურად ეს რეგულირებადია. ხარისხობრივი რეგულირებაც აუცილებელია, ფასების კლებამ არ უნდა გამოიწვიოს უხარისხო პროდუქტის გაჩენა“, - განაცხადა სარჯველაძემ.
1770228410
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ბრიუსელის კრიტიკაზე: კრიტიკა დღეს რაც გვესმის, შინაარსისგან დაცლილია და აკლია ნამდვილად ის შინაარსი, რაც კრიტიკას სჭირდება იმისთვის, რომ სერიოზულად შეხედო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ბრიუსელიდან მოსული კრიტიკა „შინაარსისგან დაცლილია“ და სერიოზული შეფასებისთვის საჭირო შინაარსს მოკლებულია. „ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ ბ...
1770227247
ახალი ამბებიანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია ჯო უილსონს: პრეზიდენტ ტრამპის პეკინში ვიზიტსა და კომუნისტებთან ეკონომიკურ ურთიერთობებში რაიმე პრობლემას ვერ ხედავთ?
„ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია, ამერიკელ კონგრესმენ ჯო უილსონს მიმართავს და ინტერესდება, ხედავს თუ არა პრობლემას დონალდ ტრამპის პეკინში ვიზიტსა და კომუნისტებთან ეკონომიკურ ურთიერთობებში....
1770226159
ახალი ამბებიევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გაცემის პირობები დაამტკიცა
დეტალებთან დაკავშირებული ხანგრძლივი დავების შემდეგ, ევროკავშირმა დაამტკიცა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის მექანიზმი მომდევნო ორი წლის განმავლობაში. ნათქვამია ევროპული საბჭოს ვებსაიტზე...
1770224443
ახალი ამბებიგიორგი ჩაკვეტაძე: სასკოლო და საუნივერსიტეტო რეფორმებთან დაკავშირებული კანონები მიღებულია - მჯერა, თითოეული ეს გადაწყვეტილება ქართულ საგანმანათლებლო სივრცეს კიდევ უფრო წინ წაიყვანს!
სასკოლო და საუნივერსიტეტო რეფორმებთან დაკავშირებული კანონები მიღებულია, - წერს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე, სო...
1770222741
მსოფლიოლატვიის პრემიერი რუსეთთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე: ჩვენ უნდა ვიყოთ მოლაპარაკებების მაგიდასთან - თუ საჭირო გახდება, მზად ვარ წავიდე
ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ევიკა სილინამ და ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა მოუწოდეს ევროპას, დანიშნოს სპეციალური წარმომადგენელი კრემლთან დიალოგის აღსადგენად. „ვფიქრობ, დიპლომატია აუცილებელია. საუბა...































