საქართველოს სახელით მოასპარეზე დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე რიტმულ ცეკვებში ასპარეზობა მეექვსე ადგილზე დაასრულა
დიდ ბრიტანეთში ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილმა - დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა რიტმულ ცეკვებში 78.67 ქულა დააგროვა და ასპარეზობა მეექვსე ადგილზე დაასრულა. თავისუფალი პროგრამით კი წყვილი 17 თებერვალს იასპარეზებს.
ჩემპიონატის მესამე დღეს თავისუფალ პროგრამაში ანასტასია გუბანოვაც იასპარეზებს. საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენმა მოკლე პროგრამაში 56,17 ქულა დაიმსახურა და ასპარეზობა მეთერთმეტე ადგილზე დაასრულა.
ევროპის ჩემპიონატზე ქართულმა სპორტულმა წყვილმა - ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ ისტორიული ოქროს მედალი მოიპოვა. წყვილმა მოკლე პროგრამაში 75,96 ქულა დააგროვა და მცირე ოქროს მედალი მიიღო, თავისუფალ პროგრამაში კი 139,80 ქულა დაიმსახურა და პირველი ადგილი დაიკავა; ორი პროგრამის ჯამში კი 215,76 ქულით ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.
მოკლე პროგრამაში იასპარეზა ნიკა ეგაძემ, რომელმაც მცირე ოქროს მედალი მოიპოვა; სპორტსმენი თავისუფალი პროგრამით 17 იანვარს იასპარეზებს.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
1769342882
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი დებატების შესახებ ოპოზიციის შეფასებებზე: არ არიან იმ მდგომარეობაში, ვინმეს რამე ულტიმატუმი წაუყენონ
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის მიერ წამოყენებულ ულტიმატუმს ეხმაურება. ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ისინი არ არიან იმ მდგომარეობაში,...
1769340987
ახალი ამბებიავარია თბილისში - ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ, რის შედეგადაც ერთ-ერთი მათგანი ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე პირი მსუბუქად დაშავდა. მომ...
1769338438
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ვიცით, რომ არის ძალიან მაღალი ფასნამატი - დაახლოებით 86% და ბუნებრივია, რომ ეს რიცხვი უნდა შემცირდეს, როგორც თვითონ ბიზნესიც ამბობს, შესაბამისი რესურსი არსებობს, რომ იყოს ოპტიმალური გადაწყვეტილებები მიღებული
ვიცით, რომ არის ძალიან მაღალი ფასნამატი - დაახლოებით, საშუალოდ 86% და ბუნებრივია, რომ ეს რიცხვი უნდა შემცირდეს. როგორც თვითონ ბიზნესიც ამბობს, შესაბამისი რესურსი არსებობს იმის, რომ იყოს ოპტიმალური გად...
1769336503
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი ჰელსინკის კომისიაზე: ეს არის ფორმატი, სადაც ანტიქართული რიტორიკა არის არა რეალური ფაქტებით, არამედ ცრუ ნარატივით განპირობებული
პოზიტიურს არაფერს ველოდებით ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ისინი ტყუილებით არიან თავიანთ გამონათქვამებში და საქმიანობაში ცნობილები, - ასე გამოეხმაურა ჰელსინკის კომისიაში დაგეგმილ სხდომას დავითა მათიკაშვი...
1769335669
მსოფლიოდონალდ ტრამპი: გაერთიანებული სამეფოს ძალიან მამაცი ჯარისკაცები ყოველთვის შეერთებულ შტატებთან იქნებიან
დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბრიტანელი ჯარისკაცები სიძლიერით არავის ჩამოუვარდებიან და ყოველთვის შეერთებული შტატების გვერდით იქნებიან. ტრამპი იმ მსხვერპლზეც საუბრობს, რომელიც ბრიტანელმა სამხ...































