სერბეთში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან თამარ ბაგრატიონთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბელგრადის „ნიკოლა ტესლას“ საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
„მიხეილ ყაველაშვილსა და ქართულ დელეგაციას აეროპორტში სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მარკო ჯურიჩი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, სერბეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტატიანა პანაიოტოვიჩ-ცვეტკოვიჩი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სერბეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე დახვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში „სერბეთის სასახლეში“ საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. მიხეილ ყაველაშვილს სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი უმასპინძლებს. გაიმართება პირისპირ და გაფართოებულ ფორმატის შეხვედრები, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.
საქართველოს პრეზიდენტი უმაღლესი დონის შეხვედრებს გამართავს სერბეთის პრემიერ-მინისტრ ჯურო მატუცისთან და ეროვნული კრების თავმჯდომარე ანა ბრნაბიჩთან“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში აღნიშნული, საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები – ირაკლი მეზურნიშვილი, ირმა ზავრადაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, საქართველოს ელჩი სერბეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
1766076635
მსოფლიოზელენსკი: თუ უკრაინისთვის ფული არ იქნება, ევროპას სისხლით მოუწევს გადახდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ევროპისთვის უფრო მოგებიანია უკრაინის ფინანსური დახმარება, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირში ომის გავრცელების რისკი მკვეთრად გაიზრდება. ა...
1766074953
საზოგადოებაგურამ ნიკოლაშვილი ბორის ჯონსონის განცხადებაზე: პროპაგანდის ახალი ნიაღვარი საქართველოშიც გვესმის იმის შესახებ, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება საერთოდ არ იდგა დღის წესრიგში
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის წევრი, გურამ ნიკოლაშვილი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის განცხადებას, უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც...
1766071828
მსოფლიოზელენსკი: ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას ორგანიზაციის ზოგიერთი წევრი პოლიტიკური მიზეზების გამო ბლოკავს და არა იმიტომ, რომ რამე რეფორმა ვერ განვახორციელეთ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებულ შესაძლებლობაზე ისაუბრა. როგორც მედია წერს, უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებუ...
1766070143
საზოგადოებალევან მაჭავარიანი ბორის ჯონსონის განცხადებაზე, რომ არ არსებობდა უმცირესი შანსიც კი, უკრაინა ნატოს წევრი გამხდარიყო: ჯონსონი 2023 წელს იტყუებოდა, როდესაც აცხადებდა, რომ უნდა დაწყებულიყო უკრაინის ნატოში მიღების პროცესი
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობის წევრი ლევან მაჭავარიანი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის, ბორის ჯონსონის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ “არ არსებობდა უმცირესი შანსი...
1766068543
ახალი ამბებიგიორგი გამსახურდია პოლონეთიდან ქართველების დეპორტაციაზე: ძალიან დიდია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წვლილი, რომელსაც მე წარმოვადგენ პოლონეთში, პოლონეთის რესპუბლიკაში მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში
გიორგი გამსახურდია პოლონეთის შს მინისტრის პოსტს გამოეხმაურა, რომ პოლონეთიდან კიდევ 10 ქართველი დაადეპორტირეს. „ჩემი დიდი პატივისცემა, მინისტრ მარჩინ კერვინსკის. ასევე დიდი პატივისცემა და გვერდში დგომა...


























