გურამ ნიკოლაშვილი ბორის ჯონსონის განცხადებაზე: პროპაგანდის ახალი ნიაღვარი საქართველოშიც გვესმის იმის შესახებ, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება საერთოდ არ იდგა დღის წესრიგში

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის წევრი, გურამ ნიკოლაშვილი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის განცხადებას, უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც ნიკოლაშვილი წერს, ნაცვლად შეცდომის და მარცხის აღიარებისა, კვლავ ვისმენთ ჭკუის დარიგებას და მითითებებს, რა როგორ უნდა ვაკეთოთ როგორც გარეთ, ასევე შინ.

„პროპაგანდის ახალი ნიაღვარი საქართველოშიც გვესმის იმის შესახებ, რომ უკრაინის (და ცხადია იგულისხმება საქართველოც) ნატოში გაწევრიანება საერთოდ არ იდგა დღის წესრიგში და რომ რუსულ აგრესიულ ომს ეს გამართლება ვერ ექნება, რომ თითქოს ეს მიზეზი გამოგონილია.

სრულიად უტიფრად, ამ კამპანიას სათავეში ერთ-ერთ ლიდერად ბორის ჯონსონი უდგას, უკრაინის ხანგრძლივ ომში შემყვანი და გამარჯვების მოიმედე. ნაცვლად შეცდომის და მარცხის აღიარებისა, რომ 2022 წლამდე გაცემული „აროგანტული“ პასუხი ნატოს მიერ ღია კარის პოლიტიკის შენარჩუნებისა და ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის ერთგულების შესახებ იყო სრული ჩავარდნა და კატასტროფა, ამ პოლიტიკაში ფასის გადამხდელი ქვეყნები კვლავ ვისმენთ ჭკუის დარიგებას და მითითებებს, რა როგორ უნდა ვაკეთოთ როგორც გარეთ, ასევე შინ. ნუთუ?!”- წერს ნიკოლაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766079992

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტმა ავალას მთაზე უცნობი გმირის მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ავალას მთაზე უცნობი გმირის მემორიალი გვირგვინით შეამკო. მიხეილ ყაველაშვილი ავალას მთაზე დელეგაციის წევრებთან: საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან, ს...

საქართველოს პრეზიდენტ

1766078530

მსოფლიო

ზელენსკი: აშშ ჩვენ ნატოში ჯერ ვერ გვხედავს - შესაძლოა, მათი პოზიცია დროთა განმავლობაში შეიცვალოს, პოლიტიკოსები იცვლებიან, ზოგი ცოცხლობს, ზოგი კვდება, ეს ცხოვრებაა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით აშშ-ის პოლიტიკის შესაძლო ცვლილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონის ამჟამინდელი პოზიცია, შესაძლოა, დროთა განმავლობაში...

ზოგადი

1766076635

მსოფლიო

ზელენსკი: თუ უკრაინისთვის ფული არ იქნება, ევროპას სისხლით მოუწევს გადახდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ევროპისთვის უფრო მოგებიანია უკრაინის ფინანსური დახმარება, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირში ომის გავრცელების რისკი მკვეთრად გაიზრდება. ა...

აა

1766071828

მსოფლიო

ზელენსკი: ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას ორგანიზაციის ზოგიერთი წევრი პოლიტიკური მიზეზების გამო ბლოკავს და არა იმიტომ, რომ რამე რეფორმა ვერ განვახორციელეთ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებულ შესაძლებლობაზე ისაუბრა. როგორც მედია წერს, უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებუ...

ზელენსკი

1766070143

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი ბორის ჯონსონის განცხადებაზე, რომ არ არსებობდა უმცირესი შანსიც კი, უკრაინა ნატოს წევრი გამხდარიყო: ჯონსონი 2023 წელს იტყუებოდა, როდესაც აცხადებდა, რომ უნდა დაწყებულიყო უკრაინის ნატოში მიღების პროცესი

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობის წევრი ლევან მაჭავარიანი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის, ბორის ჯონსონის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ “არ არსებობდა უმცირესი შანსი...

ლევან მაჭავარიანი