შალვა ოგბაიძე: პირველი, ვინც საავტომობილო ფედერაციის ქონებაზე და კერძოდ, რუსთავის ავტოდრომზე საუბარი დაიწყო, გახლდათ ვანო მერაბიშვილი - არ ფიგურირებს, მაგრამ მას, ძალიან ხშირად, ნახულობდნენ ავტო-ბაზრობის მშენებლობაზე

პირველი, ვინც საავტომობილო ფედერაციის ქონებაზე და კერძოდ, რუსთავის ავტოდრომზე საუბარი დაიწყო, გახლდათ ვანო მერაბიშვილი, - ამის შესახებ, თბილისის საკრებულოს წევრმა შალვა ოგბაიძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა. მან გაიხსენა, თუ როგორ უსაბუთებდა ვანო მერაბიშვილი, რომ ყველანაირად კარგი იქნებოდა, თუ ავტოდრომს დათმობდნენ. მოგვიანებით კი. ცნობილი გახდა, რომ ამ ადგილას რუსთავის ავტო ბაზრობის მშენებლობა იგეგმებოდა. ოგბაიძემ აღნიშნა, რომ დოკუმენტში ფიგურირებს გიორგი უდესიანი.

„ერთ-ერთი შეხვედრის დროს, ტელეფონი მომაწოდეს, შენთან უნდათ დალაპარაკებაო და მან მითხრა, რომ ამერიკაში იყო და რომ ჩამოვიდოდა, ამ ავტოდრომის თაობაზე უნდა შევხვედროდით. [მერაბიშვილი] რომ ჩამოვიდა, დამირეკა ადმინისტრაციის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა და დაახლოები 40 წუთი ვისაუბრეთ. ის ყველანაირად მისაბუთებდა, რომ კარგი იქნებოდა, თუ ჩვენ დავთმობდით ამ ავტოდრომს. ამ შეხვედრას წინ უძღოდა მაშინდელ გუბერნატორ ზურაბ მელიქიშვილთან შეხვედრა, რომელმაც წამიყვანა რუსთავის ფუნიკულიორს რასაც ეძახიან იქ და მეუბნებოდა, იქნებ გადავცვალოთ ეს ადგილებიო.

მე არ ვიცოდი რას აპირებდნენ, როგორც მოგვიანებით გავიგე, იქ კეთდებოდა ავტო-ბაზრობა, რომელსაც აქეთა მხარეს, თბილისიდან რომ მივდივართ, გზის მარცხენა მხარეს გიორგი უდესიანია და ხელმარჯვნივ, არ ფიგურირებს, მაგრამ, ძალიან ხშირად ნახულობდნენ ამ ავტოდრომის მშენებლობაზე, რომელიც შემდგომ გაიყიდა და ავტო-ბაზრობის მშენებლობაზე ხშირად მოდიოდა ბატონი ვანო მერაბიშვილი.“ - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745835084

ახალი ამბები

შალვა ოგბაიძე 2009 წლის 6 მაისის აქციაზე: აბსოლუტურად მშვიდობიანი მიტინგი იყო, მაგრამ იყო გადაწყვეტილი დასჯა იმ ადამიანების, ვინც ძლევამოსილი ვანო მერაბიშვილის პოლიციის სამმართველოსთან ხმის ამოღება გაბედა

ეს იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი მიტინგი, მაგრამ იყო გადაწყვეტილი დასჯა იმ ადამიანების, ვინც ძლევამოსილი ვანო მერაბიშვილის პოლიციის სამმართველოსთან, ხმის ამოღება გაბედა, - ამის შესახებ საქართველოს პარლა...

შალვა ოგბაიძე

1745834045

ახალი ამბები

შალვა ოგბაიძე 2011 წლის 26 მაისის აქციაზე: მერაბიშვილმა არ დაგვიტოვა არსად გასაქცევი საშუალება, ყველა იმ ხორცსაკეპ მანქანაში უნდა მოყოლილიყო და როგორც მან ბრძანება გასცა, დაზიანების გარეშე არავინ არ უნდა ყოფილიყო

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქ...

ვანო მერაბიშვილი

1745830063

მსოფლიო

თურქეთში მიწისძვრა იყო

თურქეთში, ქალაქ ქუთაჰიაში 3.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრის ეპი...

მიწისძვრა

1745828488

ახალი ამბები

„ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორ პირს, მამა-შვილს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა“ - გორში მომხდარი მკვლელობის და დაჭრის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

პოლიციამ, გორში მომხდარ მკვლელობის და დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით, 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქა...

დაკავება

1745828324

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: USAID-ის ჩახსნამ, მათ შორის, საქართველოდანაც, სხვა ფონდები აიძულა, ნაწილობრივ მაინც, შეევსოთ ევროებით გამქრალი დოლარები, სწორედ, ამ დაკნინებულ პროტესტს ვხედავთ დღეს

ახალი ადმინისტრაცია, რეალურად, ახერხებს „დიფსთეითის“ დამარცხებას, რისი შედეგიც იქნება სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში რბილი თუ ხისტი ძალით ჩაურევლობა და პარტნიორთა ინტერესების გათვალისწინება, თუ ამის შ...

პაპუაშვილი