შალვა პაპუაშვილი: გახარიას პარტიის იმ 12 დეპუტატს, ვინც დეკემბრიდან შატალოზეა და პარტიულ დაფინანსებას იღებს, პარლამენტში ვერ გავაჩერებთ, უფლებამოსილება შეუწყდებათ

„გახარიას პარტიის იმ 12 დეპუტატს, ვინც დეკემბრიდან მოყოლებული შატალოზეა და პარტიულ დაფინანსებას იღებს, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში თითი-თითზე არ დაუკარებიათ, პარლამენტში ვერ გავაჩერებთ და მათ უფლებამოსილება შეუწყდებათ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ვინაიდან გახარიას პარტიას საარჩევნო სია ჩახსნილი არ აქვს, სიაში მყოფ შემდეგ 12 პირს შანსი ექნება, ქართველ ხალხს დაანახვოს, რაიმეს გაკეთებას აპირებს თუ – არა.

„გახარიას პარტიის პირველ თორმეტეულს აღარაფერი ეშველება, რადგან მათ გაცდენილი აქვთ პლენარული სხდომების ნახევარზე მეტი, თუმცა ფორმალური პროცედურა უნდა დასრულდეს, საპროცედურო კომიტეტმა დათვალოს, რამდენი სხდომა ჩატარდა, ვინ რამდენჯერ დაესწრო.

რა თქმა უნდა, იმ 12 დეპუტატს, ვინც დეკემბრიდან მოყოლებული შატალოზეა და პარტიულ დაფინანსებას იღებს, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში თითი-თითზე არ დაუკარებიათ, ქართველი ხალხის კმაყოფაზე მყოფ, უსაქმურ დეპუტატებს პარლამენტში ვერ გავაჩერებთ, მათ უფლებამოსილება შეუწყდებათ. ვინაიდან, საარჩევნო სია ჩახსნილი არ აქვთ, შემდეგ 12-ს შანსი ექნება, რომ ქართველ ხალხს დაანახვოს, რაიმეს გაკეთებას აპირებს თუ – არა.

საერთო ჯამში, ოპოზიციიდან ბევრი ნანობს, რომ მანდატის შეწყვეტაზე განცხადებები დაწერეს და 49 დეპუტატს მანდატი შევუწყვიტეთ უკანმოუსვლელად იმ მხრივ, რომ სიები ჩახსნილი აქვთ. ამას ნანობენ. ისინი ზოგიერთმა უცხოელმა და ელჩმა შეაგულიანა, მიდით, 2020 წლის სცენარი გაიმეორეთ, განცხადებები დაწერეთ და ხელისუფლება უფლებამოსილებას არ შეგიწყვეტთო.

ვერც მათ გათვალეს და ვერც მათმა უცხოელმა მმართველებმა. შესაბამისად, ბევრს სანანებელი გაუხდა და ოპოზიციაში საუბრობენ, რომ ნანობენ, განცხადება რომ დაწერეს და პარლამენტში არ არიან“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749219455

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: ძალიან კარგი იქნება თუ ყველა მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ვინაიდან მათი რეალური რეიტინგის ლუსტრირება მოხდება და მთლიანად შერცხვებიან მათი ამომრჩევლის წინაშე

„საბოლოო ინსტრუქცია, როგორი იქნება ჯერ არ ვიცით“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა, ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობასთან დ...

ლევან მაჭავარიანი

1749218948

საქართველო

სუსი: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ძმები - ტარიელ და ლეონიდე თენაძეები უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდნენ

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ძმები: ტარიელ და ლეონიდე თენაძეები უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდნენ და...

ტარიელ და ლეონიდე თენაძეები

1749218226

ახალი ამბები

გია ვოლსკი: „ლელო“ და ანა დოლიძე ერთად იქნებიან თუ ცალ-ცალკე, საქართველოსთვის დიდი დანაკარგი არ იქნება, ამ ხალხს ქვეყნისთვის სიკეთე არ უნდა

„საქართველოსთვის დიდი დანაკარგი არ იქნება, „ლელო“ ანა დოლიძესთან ერთად იქნება თუ ცალკე“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, მათ წარმატება არც ერთად და...

ვოლსკი

1749217855

მსოფლიო

The Wall Street Journal: ტრამპმა შესაძლოა მასკისგან ნაყიდ Tesla-ს ავტომობილზე უარი თქვას

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მის მიერ ნაყიდი Tesla-ს მარკის ავტომობილზე, შესაძლოა, უარი თქვას. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც გამო...

ტრამპიტრამპი

1749216943

საზოგადოება

რატი იონათამიშვილი: ფაქტია, არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ, სიძულვილი და ტერორი, განსაკუთრებით ბავშვების მიმართ ძალადობა, ნორმად აქციონ

ფაქტია, არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ, სიძულვილი და ტერორი, განსაკუთრებით ბავშვების მიმართ ძალადობა, ნორმად აქციონ, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის...

 რატი იონათამიშვილი