შალვა პაპუაშვილი გახარიაზე: შეიძლება ითქვას, რომ თვალის ჩაპაჭუნებაში გაქრა ეს ადამიანი, არ ვიცი რისი შეეშინდა

„შეიძლება ითქვას, რომ თვალის ჩაპაჭუნებაში გაქრა ეს ადამიანი. აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც იპარება, როდესაც ფიქრობს, რომ შეიძლება რაღაც გამოწვევები არსებობდეს. არ ვიცი რისი შეეშინდა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განაცხადა.
შალვა პაპუაშვილს მედიის წარმომადგენელმა გახარიას პარტიისთვის მანდატები შეჩერებასთან დაკავშირებით ჰკითხა. ის დაინტერესდა, ხომ არ უკავშირდება ეს პროცესი გიორგი გახარიასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მანდატებზე უარი გახარიას პარტიამ თავადვე თქვა და ამდენი ხნის განმავლობაში ისინი „შატალოზე“ იმყოფებოდნენ.
„იმუნიტეტი რაიმე ღვთიური აბჯარი არ არის, მისი მოხსნაც შეუძლია პარლამენტს უმრავლესობით. ასე, რომ აქ პრობლემა არ იქნებოდა და არც იქნება არასდროს. თუ კი პარლამენტის წევრი ჩადის დანაშაულს და პროკურატურას აქვს შესაბამისი მტკიცებულებები და შუამდგომლობა სხვა დროსაც მოგვიხსნია იმუნიტეტი, მათ შორის გიორგი გახარიას დაჟინებული მოთხოვნით მოვუხსენით ნიკა მელიას იმუნიტეტი. ასე რომ, დამნაშავეებს იმუნიტეტი არ იცავს, ეს ერთი.
მეორე, რაც შეეხება მანდატებს, მანდატები მათ თავად გაიუქმეს. პარლამენტი ამ მხრივ მიიღებს გადაწყვეტილებას მანდატების შეჩერებასთან დაკავშირებით, როდესაც ხალხის მიერ არჩეული ადამიანები ღალატობენ თავის ამომრჩეველს, „შატალოზე“ არიან რეალურად მთელი ამ წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა ისინი დაკარგავენ მანდატებს.
მესამე, რაც შეეხება მის დამალვას საგამოძიებო კომისიისგან და ასე მოულოდნელ გასვლას ქვეყნიდან რასაც ვხედავთ ჩვენ, რომ მისი თანაპარტიელებიც ვერ სცემენ პასუხს, როდის დაბრუნდება. პირველად გავიგე, რომ ადამიანი მიდიოდეს დაგეგმილ შეხვედრებზე და ცალი მხარის ბილეთი ჰქონდეს ნაყიდი და უკან დასაბრუნებელი ბილეთი არ ჰქონდეს ნაყიდი. ეს ხომ აბსურდია. მის შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ თვალის ჩაპაჭუნებაში გაქრა ეს ადამიანი. გამოჩნდა, რომ როგორ სახედაც უნდოდათ, რომ დაეხატათ მამაცი, გამბედავი ადამიანისა, აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც იპარება, როდესაც ფიქრობს, რომ შეიძლება რაღაც გამოწვევები არსებობდეს. არ ვიცი რისი შეეშინდა.
როგორც 2021 წელს შეეშინდა და გაიპარა „ქართული ოცნებიდან“, როგორც ჩანს ახლაც რაღაცის შეეშინდა და გაიპარა საკუთარი პარტიიდან. არაფერი საშიში არ არის, საგამოძიებო კომისიაში ის იმყოფებოდა, ვნახეთ, რომ ჩვეულებრივი სამუშაო გარემო იყო, არ ვიცი რა პრობლემა იყო, რომ მისულიყო და მიეცა შესაბამისი განმარტებები. რახან ასეთი შიში აქვს დისტანციურ ჩართვაზეც დათანხმდა კომისია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
1751393159
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: ქართველი მეზღვაურების ცოდნა და გამოცდილება ჩვენი ქვეყნის მომავალი და საზღვაო საქმის შემდგომი განვითარების საფუძველია
ქართველი მეზღვაურები წლებია, გამოირჩევიან თავდადებითა და პროფესიონალიზმით, სწორედ აქედან გამომდინარეა, რომ მათ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შევხვდებით. ბათუმსა და ფოთში ჩვენ გვაქვს ორი უმაღლესი საზღვაო...
1751391906
საზოგადოებასულხან თამაზაშვილი: აქტიურად ვაგრძელებთ საზღვაო სექტორის მხარდაჭერას რეგიონში
ბათუმში მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საზღვაო სფეროში დასაქმებულ ადამიანებს პროფესიული დღე მიულოცა. „მეზღვაურობა საპატიო და საამ...
1751391869
მსოფლიოპუტინმა და მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს. მხარეებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთის კრიზისი, მათ შორის ირანის საკითხი და უკრაინაში მიმ...
1751389681
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს სტრატეგიული ინტერესები, რომელიც უნდა იყოს დაცული, ჩვენს სუვერენიტეტსა და სტრატეგიულ ინტერესებს პატივი სცენ პარტნიორებმა
ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს სტრატეგიული ინტერესები, რომლებიც უნდა იყოს დაცული. ჩვენს სუვერენიტეტსა და სტრატეგიულ ინტერესებს პარტნიორებმა პატივი სცენ,- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინ...
1751389646
საზოგადოებაირაკლი კობახიძე - ქართველი მეზღვაურების კეთილდღეობა, მათი ღირსეული შრომისა და ცხოვრების პირობები ჩვენი სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია
„ჩვენს მეზღვაურებს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ საქართველოს ეკონომიკაში. რიცხვებში გამოხატული ეს წვლილი ყოველწლიურად დაახლოებით 200 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მი...