შალვა პაპუაშვილი: რადიკალური ოპოზიცია ამ პერიოდს ფუჭად კარგავს, ჯერ კიდევ ვერ გაერკვნენ ერთმანეთში, რა უნდათ და როგორ ჩამოყალიბდებიან

„ახლა ამ პერიოდს ფუჭად კარგავს რადიკალური ოპოზიცია, ჯერ კიდევ ვერ გაერკვნენ ერთმანეთში, რა უნდათ და როგორ ჩამოყალიბდებიან“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა - მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

გადაცემის წამყვანმა პაპუაშვილს კითხვა დაუსვა, რას აპირებს ხელისუფლება, რათა არ დადგეს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების, ომში ჩართვისა და ხელისუფლების ცვლილების საკითხი, რაზეც პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების გეგმა ყოველთვის არის ერთი რამ - იყოს პირნათელი საზოგადოების წინაშე და იმოქმედოს საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად.

„ეს ორი პრინციპი არის, რატომაც ვიმარჯვებთ ყოველ ჯერზე ასეთი პერიპეტიების დროს. მეორე მხარეს არის სიყალბე, ღირებულებებზე ყალბი საუბარი, ევროპის დროშას ამოფარებული მოძალადეები და ზიზღის ენის გამავრცელებლები არა მხოლოდ ქართველი რადიკალები, უცხოელი რადიკალებიც.

აქეთ მხარეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები და კეთილსინდისიერება ჩვენი საზოგადოების წინაშე. ასე რომ ვუდგებით, ამიტომაც არის, რომ, საბოლოო ჯამში, სიმართლე თავის გზას პოულობს ხოლმე. ჩვენ გამოვდივართ ჩვენი საზოგადოების ინტერესებიდან.

ჩვენი საზოგადოება მიიღებს თავის გადაწყვეტილებას, მათ შორის ამ არჩევნებზე. ახლა ამ პერიოდს ფუჭად კარგავს რადიკალური ოპოზიცია. გაიყო ოთხი ბარიერგადალახული პარტია, ორი იღებს მონაწილეობას, ორი - არა. ჯერ კიდევ ვერ გაერკვნენ ერთმანეთში, რა უნდათ და როგორ ჩამოყალიბდებიან.

სექტემბერში ყველა ნახავს, გარედან ძალები როგორ დააყენებენ მათ ერთად საქართველოს წინააღმდეგ და მიიღებენ ბოლოს პასუხს არჩევნებზე, მერე გაუკვირდებათ, ქართველი ხალხი ხმას რატომ არ აძლევს მათ, რომლებიც ქვეყანას არეულობისკენ ექაჩებიან“, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1753249588

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: რა თქმა უნდა აქტუალურია გლობალური ომის პარტიისთვის, რომ „ქართული ოცნება“ ჩაანაცვლონ რადიკალური ოპოზიციური ძალებით

ჩვენი ქვეყნის მიმართ არ არის გამქრალი ინტერესი, რასაც ჰქვია მეორე ფრონტი, ვინაიდან, სამწუხაროდ უკრაინაში რა ტრაგედიაც ტრიალებს, ჯერჯერობით, ამ ტრაგედიის დასრულების ნიშანწყალი არ ჩანს, - განაცხადა საპა...

ლევან მაჭავარიანი

1753248805

ახალი ამბები

„ჰუალინგის“ შიდა ტერიტორიაზე 4 წლის ბავშვი მეოთხე სართულიდან გადავარდა

სა­ვაჭ­რო ცენ­ტრ „ჰუ­ა­ლინ­გის“ შიდა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 4 წლის ბავ­შვი მე­ო­თხე სარ­თუ­ლი­დან გად­ავარდა. თვითმხილ­ვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვი ეს­კა­ლა­ტო­რის მო­ა­ჯირ­ზე ცდი­ლობ­და ჩა­მოს­რი­ა­ლ...

პოლიცია

1753248705

ახალი ამბები

ქართულ სცენას კიდევ ერთი მსოფლიო ვარსკვლავი დაიკავებს - დღეს ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი გაიმართება

დღეს, 23 ივლისს, ქართულ სცენას კიდევ ერთი მსოფლიო ვარსკვლავი დაიკავებს - პროექტ „სტარინგ ჯორჯიის“ ფარგლებში ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი გაიმართება. პოპმუსიკი...

ჯასტინ ტიმბერლეიკს

1753247157

საზოგადოება

მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და საბოტაჟის მცდელობის საქმის ფარგლებში დღეს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ლევან იზორიას გამოჰკითხავენ

მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და საბოტაჟის მცდელობის ფაქტებზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. გამოძიების ფარგლებში, დღეს საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი გამოიკითხება...

საქართველო

1753216789

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ სამართლებრივად პირნათელი ვართ ჩვენს ვალდებულებებში, ნებისმიერი განცხადება, რასაც ვისმენთ, არის შანტაჟი

უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით საზოგადოებამ მკაფიოდ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ სამართლებრივად პირნათელი ვართ ჩვენს ვალდებულებებში, ნებისმიერი განცხადება, რასაც ვისმენთ, არის შანტაჟი, - ამის შესახებ პარლამ...

შალვა პაპუაშვილი