შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები გამორჩეულად წარმატებულია და ხანგრძლივ თანამშრომლობასა და მეგობრობას ეფუძნება. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მიერ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთმხარდაჭერას.

დადებითად შეფასდა ორმხრივი ვიზიტების დინამიკა. საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მესამედ სტუმრობს პარლამენტს, ასევე, აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა პირველი ოფიციალური ვიზიტები აზერბაიჯანში განახორციელეს, რაც ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებულ მეგობრობას ადასტურებს.

მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები. შალვა პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა ნაყოფიერ საპარლამენტო კავშირებზე.

აღინიშნა შუა დერეფნის მზარდი გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური მნიშვნელობა, სტრატეგიული სატრანსპორტო-ენერგეტიკული პროექტების დიდი პოტენციალი.

შეხვედრაზე განიხილეს სამხრეთ კავკასიასა და ფართო რეგიონში მიმდინარე მოვლენები. საუბარი შეეხო სამშვიდობო შეთანხმების თაობაზე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს და ხაზი გაესვა რეგიონული მშვიდობის მნიშვნელობას.

შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის წევრებმა, აზერბაიჯანთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებმა: ირაკლი ქადაგიშვილმა, სავალან მირზოევმა და ზაურ დარგალმა.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1753210239

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: არის მცდელობა, უვიზო მიმოსვლის საკითხი გამოყენებული იქნეს საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად, რომლის მიზანიც საბოლოო ჯამში ხელისუფლების შეცვლაა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არის მცდელობა, უვიზო მიმოსვლის საკითხი გამოყენებული იქნეს საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად, რომლის მიზანი საბოლოო ჯამში...

შალვა პაპუაშვილი

1753209274

მსოფლიო

ოზი ოსბორნი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

Black Sabbath-ის ვოკალისტი ოზი ოსბორნი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ მისი ოჯახის განცხადებაშია ნათქვამი. წერს BBC. „იმაზე მეტი მწუხარებით, ვიდრე სიტყვებით შეიძლება ამის გამოხატვა, გაცნობე...

ოზი ოსბორნი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

1753208083

მსოფლიო

მაკრონი: ურყევი მხარდაჭერა იუნესკოს, აშშ-ის გასვლა არ შეასუსტებს ჩვენს ერთგულებას მათ მიმართ, ვინც ამ ბრძოლას ხელმძღვანელობს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (იუნესკო) მუშაობას მხარდაჭერა გამოუცხადა მას შემდეგ, რაც აშშ-მა იუნესკოდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილ...

ზოგადი

1753204872

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ბოლო წლების განმავლობაში არაერთი შემთხვევა გვინახავს, როდესაც მდიდარი „ენჯეოები“, მათი თანამშრომლები პირდაპირ ესხმიან თავს ეკლესიას

ბოლო წლების განმავლობაში არაერთი შემთხვევა გვინახავს, როდესაც მდიდარი „ენჯეოები“, მათი თანამშრომლები პირდაპირ ესხმიან თავს ეკლესიას, - განუცხადა „ქრონიკას“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯ...

ლევან მაჭავარიანი

1753202343

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ის, რასაც საქართველოსგან ითხოვენ, არც დემოკრატიულია და საერთოდ არანაირ ფასეულობებთან არ არის თანხვედრაში

ის, რასაც საქართველოსგან ითხოვენ, არც დემოკრატიულია და საერთოდ არანაირ ფასეულობებთან არ არის თანხვედრაში, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ...

მაკა ბოჭორიშვილი