შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებდა ტერიტორიას, რომელსაც გიორგი გახარიას ქმედების გამო ვეღარ აკონტროლებს

სხვა კონტინენტზე ხომ არ ხდება ეს ყველაფერი? აქვეა, ხომ?! მოსახლეობა არის იქ, რომელიც პირდაპირ ამბობს, არის ტერიტორია, 1 მილიონი კვ.მ, სადაც მანამდე შევდიოდით, რომელსაც ვიყენებდით, გიორგი გახარიას ქმედების შემდეგ ვეღარ ვიყენებთ. არ იდგა იქ რუსეთის საოკუპაციო ჯარი, ახლა დგას. ასე რომ, ამ მხრივ ყველაფერი გაირკვა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჩორჩანასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.
პაპუაშვილის თქმით, მისთვის, როგორც მოქალაქისთვის, ცხადია, რაც მოხდა ჩორჩანაში, თუმცა მეორე საკითხია, რა სამართლებრივ შეფასებას მისცემს ამას გამოძიება.
„სამართლებრივი შეფასება რა ექნება, ეს სხვა საკითხია, მაგრამ თავად ისტორია გაირკვა, რაც არის. ჩვენ ვნახეთ გიორგი გახარია, რომელიც აპრილში ამტკიცებდა, რომ ამ ტერიტორიაზე იყო მანამდე კონტროლი სრული სახელმწიფოს და ხელისუფლების და იყო რისკი, ეს ყველაფერი დაკარგულიყო და ამიტომ ჩადგა საგუშაგო. და რამდენიმე დღის წინ, მან თქვა, რომ საქართველო ისედაც ვერ აკონტროლებდა ამ ტერიტორიას და არაფერი არ დავკარგეთო. სხვა კონტინენტზე ხომ არ ხდება ეს ყველაფერი? აქვეა ხომ?! ხომ ვიცით, თვალები გვაქვს, ყურები გვაქვს და მოსახლეობა არის იქ, რომელიც პირდაპირ ამბობს, არის ტერიტორია, 1 მილიონი კვ.მ, სადაც მანამდე შევდიოდით, რომელსაც ვიყენებდით, გიორგი გახარიას ქმედების შემდეგ ვეღარ ვიყენებთ. არ იდგა იქ რუსეთის საოკუპაციო ჯარი, დგას ახლა. ასე რომ, ამ მხრივ ყველაფერი გაირკვა. საინტერესო არის ის, რომ სხვა დროს ოპოზიცია და მისი მედიები თუ კი ყველაფერზე მგრძნობიარედ რეაგირებენ, ამ მილიონი კვ.მ-ის საკითხი თავის დროზეც ყურადღების მიღმა დატოვეს და მიაჩუმათეს. და დღესაც მაინცდამაინც ამ საკითხზე არ დარდობენ. ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, სიტუაცია გარკვეული არის უკვე სრულად. საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებდა ტერიტორიას, რომელსაც გიორგი გახარიას ქმედების გამო და ეს არის პირდაპირ მიზეზშედეგობრივი კავშირი, ვეღარ აკონტროლებს. 28 აგვისტოს ჩაიდგა ჩორჩანას ტყეში საგუშაგო, შემდეგ იყო პროტესტი მეორე მხრიდან და იმ შეხვედრების დროს, სადაც ევროკავშირიც არის ჩართული, იქაც გამოთქვა პროტესტი, რომ მოხსენით ეგ საგუშაგო, გადაიტანეთ. იყო უარი, რომ არ გადაიტანდნენ არც ერთ საგუშაგოს, რის საპასუხოდ ჩაიდგა ხუთი, თუ ექვსი საგუშაგო საქართველოს ტერიტორიაზე, იმ ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა, რომლის აქეთაც, როგორც წესი, არ მიჰყვება ხოლმე საოკუპაციო ხაზი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხა ყველა ის პირი, ვისაც შესაძლოა, რაიმე სახის ინფორმაცია ჰქონოდა.
შალვა პაპუაშვილი განცხადებით, გიორგი გახარია საგამოძიებო კომისიასთან საუბრის დროს შეეცადა, რომ მანიპულაციური და ცრუ ინფორმაციით დაებნია საზოგადოება, რაც არ გამოუვიდა, რადგან ის კომისიის წევრებმა იქვე ამხილეს.
„ვხედავთ ადამიანს, რომელიც უტიფრად იტყუება. იქვე ამბობდა ტყუილს და იქვე უმტკიცებდნენ, რომ ეს იყო ტყუილი. ის არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია, იმის გამო, რომ იმ მომენტში გამოძვრეს სიტუაციიდან, თქვას ისეთი „მამალი ტყუილი“, რომელიც სულ რამდენიმე წუთში იქნება მხილებული. მინდა მადლობა გადავუხადო საგამოძიებო კომისიას, რომელმაც არცერთი ასეთი მცდელობა არ გაუტარა. ტერმინების ბრახაბრუხით ფიქრობდა, რომ დააბნევდა საზოგადოებას და იქვე განუმარტეს, რას ნიშნავს „ეფექტური კონტროლი“. როდესაც ტრაქტორებს დაატარებ ტერიტორიაზე და ამბობ, რომ მე იქ ეფექტური კონტროლი არ მაქვსო, ერთი მეორეს გამორიცხავს. იქვე, ორ წუთში გაიშიფრა მისი თაღლითური ტყუილები. პოლიტიკურადაც მნიშვნელოვანი იყო, რომ საზოგადოებამ დაინახა, რასთან გვქონდა საქმე გიორგი გახარიას სახით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1751643071
საზოგადოებაავარია ხაშურის გასასვლელთან - დაშავდა რამდენიმე ადამიანი
ხაშურის გასასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ყვითელი სამარშრუტო მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა. ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებ...
1751642415
მსოფლიოზელენსკიმ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა Telegram-ის საკუთარ არხზე გა...
1751640859
ახალი ამბებირუსთავში ავტომობილი ახალგაზრდას დაეჯახა, შემდეგ კი აფთიაქში შევარდა
რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე ავარია მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ჯერ ტროტუარზე მდგომ ახალგაზრდა კაცს შეეჯახა, შემდეგ კი აფთიაქში შევარდა. დაშავებული 30 წლამდე კაცი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადა...
1751639443
საზოგადოებანათია თურნავამ სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წევრი ქვეყნების ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ლუქსემბურგში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წევრი ქვეყნების ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწი...
1751638599
ახალი ამბებიქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითმა კომისიამ ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ ვითარებაზე იმსჯელა
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, კომისიის წევრმა, პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ ვითარებასთან...