შალვა პაპუაშვილი: თითოეული მოქალაქე უნდა აცნობიერებდეს, რომ ჩვენ, მხოლოდ, ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცები ვართ, მხოლოდ, ერთი დროშა გვაერთიანებს, ის დროშა, რომელიც თქვენს ხელში ამაყად ფრიალებს

„გილოცავთ, საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს! საქართველოს თავდაცვის ძალებს გაკისრიათ განსაკუთრებული მისია, ფხიზლად იდგეთ წინა ხაზზე და დაიცვათ ჩვენი ქვეყანა, ნებისმიერი მტრისაგან, რომელიც ქართულ სახელმწიფოებრიობას შეიძლება ემუქრებოდეს“, -  განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ვაზიანში, თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

მისივე თქმით, ეს მისია, კიდევ უფრო, აქტუალურია იმ პირობებში, როდესაც რუსეთის მიერ ოკუპირებულია საქართველოს ორი რეგიონი, ევროპაში, უკვე, სამი წელია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი ომი მიმდინარეობს, ჩვენ გარშემო კი, კონფლიქტები არათუ იკლებს, მრავლდება.

„კომპლექსურ დროში კომპლექსური პასუხებია საჭირო. შეშლილი სამყაროს შემხედვარე, მხოლოდ სიბრძნე, წინდახედულობა და საზოგადოების ერთიანობა გადაგვარჩენს. ასე იყო ისტორიულად და ასეა დღესაც. ამიტომ თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს, რომ ჯართან ერთად, სახელმწიფოს დაცვა ევალება საზოგადოებასაც, განსაკუთრებით კი, დღევანდელი ჰიბრიდული ომების ეპოქაში.

ჯარისა და ხალხის, ერისა და ბერის, მთელი საზოგადოების ერთსულოვნება არის უმთავრესი საწინდარი ქვეყნის სიმტკიცის, მთლიანობის, ბრძოლისუნარიანობისა და წინააღმდეგობის გზაზე. თითოეული მოქალაქე უნდა აცნობიერებდეს, რომ ჩვენ, მხოლოდ, ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცები ვართ. რომ ჩვენ, მხოლოდ, ერთი დროშა გვაერთიანებს, ის დროშა, რომელიც თქვენს ხელში ამაყად ფრიალებს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქართული სახელმწიფო მტკიცედ ადგას მშვიდობის შენარჩუნების პოლიტიკას. დღევანდელ, რთულ ვითარებაში, მშვიდობა განსაკუთრებულ ძალისხმევას, სიბრძნეს და მოხერხებულობას საჭიროებს.

„სახელმწიფოს ძალისხმევას, თავიდან აირიდოს ომის საფრთხე და პროვოკაცია, ზურგს უმაგრებს ქართული ჯარის სიმტკიცე, ურყეობა, გაბედულება, ყველგან და ყოველთვის, თავგანწირვითა და გმირობით დაიცვას საკუთარი სამშობლო, მხარდამხარ იბრძოლოს და შეასრულოს ყველა დაკისრებული მისია.

ჩვენ ვგრძნობთ ამ სულისკვეთებას, ამ ზურგს და ამ მზაობას. ჩვენთვის თითოეული ჯარისკაცი ძვირფასი და მოსაფრთხილებელია. განვლილი სამი წლის განმავლობაში, ჩვენ ვნახეთ ინტერესი და მცდელობა, საქართველო ომის ასპარეზად ქცეულიყო დიდი ქვეყნების ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში. ეს მკაფიო მაგალითი ყველამ კარგად უნდა გაისიგრძეგანოს, ზუსტად გაიგოს, თუ რა ავირიდეთ თავიდან“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს და ახლობლებს მიმართა.

„თავდაცვის ძალების დღეს, ასევე, პატივს მივაგებთ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, გმირულად დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს. მათ თავისი გმირობით შემოავლეს ზღუდე ჩვენი ქვეყნის თავისუფლების და დამოუკიდებლობის ციხესიმაგრეს. მინდა, მივმართო მათ მშობლებს, შვილებს, მეუღლეებს - თქვენი შვილები, თქვენი მამები, თქვენი მეუღლეები ჩვენი საერთო სიამაყეა. ქედს ვიხრით მათი სიმამაცის და თავგანწირვის წინაშე.

კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს, თავდაცვის ძალების ეროვნულ დღეს და გარწმუნებთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქვეყნის, სამშობლოს და სახელმწიფოს თავდაცვა იყოს მთელი საზოგადოების საერთო საზრუნავი. საქართველოს დაცვა ჩვენი საერთო საქმეა.

ვამაყობთ თქვენით და მადლობას გიხდით, ღირსეული სამსახურისთვის. ღმერთმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო!“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი.ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746035598

ახალი ამბები

ლაშა ბექაური ქართველ გულშემატკივარს 8 მაისს ხელბურთის ეროვნული ნაკრების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური ქართველ გულშემატკივარს 8 მაისს ხელბურთის ეროვნული ნაკრების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. როგორც ბექაური სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, საქართველოს...

ლაშა ბექაური

1746035061

ახალი ამბები

დიმიტრი სამხარაძე: კურტუმოაპრეხილი გვარამია იგინებაო, ჯერ მის გინებას რა ვუთხარი, მერე კიდევ „კოლგოტიანი” ბიჭუნკელების მუქარას

კურტუმოაპრეხილი გვარამია იგინებაო! ჯერ, ამ ქალოიას გინებას რა ვუთხარი! მერე, კიდევ, „კოლგოტიანი“ ბიჭუნკელების მუქარას! - წერს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში, რით...

დიმიტრი სამხარაძე

1746034750

ახალი ამბები

ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ, ასამბლეის მიერ ორგანიზებულ სემინარში მიიღო მონაწილეობა

28-30 აპრილს თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ანტალიაში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა და თურქეთის პარლამენტის ორგანიზებით, ასამბლეის ხმელთაშუა და ახლო აღმოსავლეთის სპეციალური ჯგუფისა და ეკონომიკური უსაფრთხ...

 საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაცი

1746031698

ახალი ამბები

გიორგი გამსახურდია: გვარამია შედგა, როგორც რეპრესიების მომწყობი და საქმეების კარგად შემკერი, თუნდაც, ჩემი ძმის, ცოტნეს, სრულად, უსამართლო საქმე ავიღოთ

გიორგი გამსახურდია, „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ილუსტრაციას ეხმიანება და გვარამიას ე.წ. პოლიტი...

გიორგი გამსახურდია

1746029250

ახალი ამბები

ზურაბ ქადაგიძე: დასავლური კომპანიები რუსულ ბაზარზე დასაბრუნებლად ემზადებიანო - ასე გადაინაწილეს უკრაინა და წარმოიდგინეთ, ჩვენ რას გვიზამდნენ

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე The Financial Times-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, დასავლური კომპანიები რუსულ ბაზარზე დასაბრუნებლად ემზადებიან, სოციალურ ქსელში ეხმაურება. ზუ...

ზურაბ ქადაგიძე