სოზარ სუბარი: ბოლო 30 წლის განმავლობაში 150-ზე მეტი პარტია აიკრძალა ევროპაში, ოღონდ, ყველა ამ პარტიას ერთად აღებულს არ აქვს იმდენი დანაშაული ჩადენილი თავისი ხალხისა და სამშობლოს წინაშე, რაც აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“

ბუნებრივია, ძალიან ბევრი საქმე გადაიგზავნება პროკურატურაში. ზოგ საქმეზე ჯერ კიდევ არის ვადები იმისი, რომ თავიდან გაიხსნას გამოძიებები და კრიმინალებმა, დამნაშავეებმა აგონ პასუხი, - განაცხადა „იმედი LIVE“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა საგამოძიებო კომისიის საქმიანობაზე საუბრისას.

სუბარმა უპასუხა გადაცემის წამყვანის კითხვას - რა იქნება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის შედეგი.

„ძალიან ბევრი საქმეა ქონებრივ ზიანზე, ადამიანები რომლებიც არიან დაზარალებული და მათი უფლებები არ აღმდგარა და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი დასკვნა იქნება ის საფუძველი, რომლის შედეგადაც ძალიან ბევრი ადამიანის ქონებრივი უფლება აღდგება. ამას სჭირდება პოლიტიკური ნება პირველ რიგში და ეს პოლიტიკური ნება უნდა გამოავლინოს ქართულმა სახელმწიფომ. და ბოლოს, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება პარლამენტის მხრიდან, რომ ამ დასკვნის საფუძველზე შესაბამისი სარჩელით მივმართოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ აიკრძალოს ნაციონალური მოძრაობა და ყველა ის დამნაშავე ორგანიზაცია, რომელიც ნაციონალური მოძრაობიდან წარმოიშვა, რათა მათ არ ჰქონდათ პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება. ეს არის სამართლიანობის აღდგენისკენ გადადგმული მთავარი ნაბიჯი და ამის მაგალითები ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს; ბოლო 30 წლის განმავლობაში 150-ზე მეტი პარტია არის ევროპაში აკრძალული, ოღონდ ყველა ამ პარტიას ერთად აღებულს არა აქვს იმდენი დანაშაული ჩადენილი თავისი ხალხის და სამშობლოს წინაშე, რაც აქვს ნაციონალურ მოძრაობას ჩადენილი არა მხოლოდ ქართველების წინაშე, არა მხოლოდ საქართველოს წინაშე, არამედ ზოგადად ადამიანების და ადამიანურობის წინააღმდეგ. ეს არის დანაშაულები, რომლებიც უბრალოდ სცილდება ადამიანურობის ზღვარს და ამის გამო ბუნებრივია მისი აკრძალვის საკითხი უნდა დადგეს და დარწმუნებული ვარ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს უბრალოდ სხვა გზა არც ექნება, გარდა იმისა, რომ მიიღოს ეს ერთადერთი სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება“, - განაცხადა სუბარმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746035598

ახალი ამბები

ლაშა ბექაური ქართველ გულშემატკივარს 8 მაისს ხელბურთის ეროვნული ნაკრების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური ქართველ გულშემატკივარს 8 მაისს ხელბურთის ეროვნული ნაკრების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. როგორც ბექაური სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, საქართველოს...

ლაშა ბექაური

1746035061

ახალი ამბები

დიმიტრი სამხარაძე: კურტუმოაპრეხილი გვარამია იგინებაო, ჯერ მის გინებას რა ვუთხარი, მერე კიდევ „კოლგოტიანი” ბიჭუნკელების მუქარას

კურტუმოაპრეხილი გვარამია იგინებაო! ჯერ, ამ ქალოიას გინებას რა ვუთხარი! მერე, კიდევ, „კოლგოტიანი“ ბიჭუნკელების მუქარას! - წერს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში, რით...

დიმიტრი სამხარაძე

1746034750

ახალი ამბები

ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ, ასამბლეის მიერ ორგანიზებულ სემინარში მიიღო მონაწილეობა

28-30 აპრილს თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ანტალიაში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა და თურქეთის პარლამენტის ორგანიზებით, ასამბლეის ხმელთაშუა და ახლო აღმოსავლეთის სპეციალური ჯგუფისა და ეკონომიკური უსაფრთხ...

 საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაცი

1746031698

ახალი ამბები

გიორგი გამსახურდია: გვარამია შედგა, როგორც რეპრესიების მომწყობი და საქმეების კარგად შემკერი, თუნდაც, ჩემი ძმის, ცოტნეს, სრულად, უსამართლო საქმე ავიღოთ

გიორგი გამსახურდია, „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ილუსტრაციას ეხმიანება და გვარამიას ე.წ. პოლიტი...

გიორგი გამსახურდია

1746029250

ახალი ამბები

ზურაბ ქადაგიძე: დასავლური კომპანიები რუსულ ბაზარზე დასაბრუნებლად ემზადებიანო - ასე გადაინაწილეს უკრაინა და წარმოიდგინეთ, ჩვენ რას გვიზამდნენ

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე The Financial Times-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, დასავლური კომპანიები რუსულ ბაზარზე დასაბრუნებლად ემზადებიან, სოციალურ ქსელში ეხმაურება. ზუ...

ზურაბ ქადაგიძე