სოზარ სუბარი: მეხსიერებიდან ვერასდროს წაიშლება, თუ როგორ დაუპირისპირდა და რამდენად სასტიკად გაუსწორდა 7 ნოემბერს სააკაშვილის ხელისუფლება საკუთარ ხალხს

„7 ნოემბერი დარჩა დღედ, რომელმაც სააკაშვილი გაისტუმრა პოლიტიკურ სამარეში“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა 7 ნოემბრის შეფასებისას.

როგორც სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს არის თარიღი, რომელიც ქართველმა ხალხმა არ აპატია მიხეილ სააკაშვილს.

სოზარ სუბარის თქმით, 7 ნოემბერი თანამედროვე საქართველოს ისტორიაში შევა გარდამტეხ თარიღად, როცა მოსახლეობამ ნათლად დაინახა, რომ ხალხის და ხელისუფლების სურვილები და პოზიციები ერთმანეთს რადიკალურად უპირისპირდებოდა.

„არის თარიღები, რომლებიც მუდმივად რჩება ერის ისტორიაში და მეხსიერებაში. 9 აპრილის მონაწილე ვარ, იქ ვიდექი და ეს არის დღე, რომელიც არასდროს წაიშლება არა მხოლოდ თითოეული იქ მყოფი ადამიანის მეხსიერებიდან და ემოციიდან, არამედ მთელი ერის მეხსიერებიდან. ასეთივე დღეა 7 ნოემბერი. დემონსტრაციებისა და მიტინგების მეტი რა გვინახავს საქართველოში, მაგრამ არსებობს გარდატეხის თარიღები და 7 ნოემბერი ერთ-ერთი ამგვარი გარდატეხის თარიღია. ეს არის დღე, როდესაც ქართველმა ხალხმა დაინახა, რომ ხალხის და ხელისუფლების ინტერესები და პოზიციები აბსოლუტურად ასცდა ერთმანეთს. ეს იყო დღე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება პირდაპირი მნიშვნელობით დაუპირისპირდა ქართველ ხალხს. ეს კარგად დაინახა ქართველმა ხალხმა და არ აპატია მაშინდელ ხელისუფლებას, რომელმაც დილის 7 საათზე დაიწყო დარბევების კასკადი. პირველად დაარბიეს ის რამდენიმე ათეული მოშიმშილე, რომლებიც პარლამენტის კიბეებზე ისხდნენ აბსოლუტურად მშვიდობიანად და არათუ საავტომობილი გზას არ კეტავდნენ, თვით ტროტუართანაც კი არ ჰქონდათ შეხება. ამის შემდეგ, დღის განმავლობაში რუსთაველის პროსპექტზე რამდენჯერმე განმეორდა დარბევები. დარბევაში მონაწილეობდნენ თავდაცვის სამინისტროს ძალები და სასჯელაღსრულების სპეცრაზმი, რაც კონსტიტუციის სერიოზული დარღვევაა. მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევაში მონაწილეობდნენ ე.წ. „ტიტუშკები“, „ნაცმოძრაობის“ არაფორმალური მარბიელი ბანდები, რომლებიც არც ერთ სახელმწიფო უწყებას არ წარმოადგენდნენ, რამაც ხელისუფლება, პრაქტიკულად, კანონგარეშე დააყენა.

მახსოვს, პარლამენტსა და პირველ გიმნაზიას შორის რამდენიმე სპეცრაზმელი ხელკეტებით სცემდა ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტს და ოპერატორს, თან უშვერი სიტყვებით აგინებდა და ეუბნებოდა - „შე ბადრის ლეკვო, რამდენს ბედავო“. ეს ჟურნალისტი და ოპერატორი იმ შემთხვევაში მე გადავარჩინე და გამოვიყვანე სამშვიდობოს. ამას მოჰყვა შეკრების დარბევა რიყეზე - იმ ადგილას, სადაც არც ავტომანქანების სავალი ნაწილია და არც რაიმე სტრატეგიული ობიექტი, შესაბამისად, ვერანაირი ლეგიტიმური საფუძველი მიტინგის დარბევას ვერ ექნებოდა. და დღის ბოლოს ამ უკანონობათა კასკადის კულმინაცია იყო ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრა და დარბევა, რასაც თან ახლდა აპარატურის განადგურება, ჟურნალისტების ცემა და მაუწყებლობის ეთერიდან გათიშვა. სწორედ ამ ყველაფრის გამო, 7 ნოემბერი არის ის თარიღი, რომელიც ქართველმა ხალხმა არ აპატია მიხეილ სააკაშვილს და ის აიძულა, ჯერ გადამდგარიყო, მოგვიანებით კი სამუდამოდ გაისტუმრა პოლიტიკურ სამარეში“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762586421

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: საქართველოს მთავრობამ ახლახან დაიწყო მუშაობა ყოვლისმომცველი 10-წლიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავებაზე და ის იქნება მაღალი ხარისხის გზამკვლევი საქართველოს განვითარებისთვის

„სტრატეგიული დაგეგმვა მართლაც მნიშვნელოვანია ქვეყნის თანმიმდევრული განვითარების უზრუნველსაყოფად და სწორედ ამიტომ ვართ სრულად ორიენტირებულნი მაღალი ხარისხის დოკუმენტის შემუშავებაზე“, - ამის შესახებ საქ...

ირაკლი კობახიძე /

1762546523

მსოფლიო

ტრამპის ადმინისტრაციამ პირობა დადო, რომ აშშ-ის მიერ დაფინანსებულ „რადიო თავისუფლების“ უნგრულ ბიუროს დახურავს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ პირობა დადო, რომ დახურავს აშშ-ის მიერ დაფინანსებულ „რადიო თავისუფლების“ უნგრულ ბიუროს, რათა მხარი დაუჭიროს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს 2026 წლის არჩევნებში. აშ...

„რადიო თავისუფლების“ უნგრულ ბიუროს დახურავს

1762544403

ახალი ამბები

სოზარ სუბარი 7 ნოემბრის მოვლენებზე: ეს არის თარიღი, რომელიც ქართველმა ხალხმა სააკაშვილს არ აპატია - ეს დღე დარჩა იმ დღედ, რომელმაც ის პოლიტიკურ სამარეში გაისტუმრა

„ხალხის ძალის“ ლიდერმა, სოზარ სუბარმა „დღის ქრონიკაში“ 18 წლის წინ, 7 ნოემბრის მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს არის ის თარიღი, რომელიც ქართველმა ხალხმა სააკაშვილს არ აპატია. „არის თარიღები, რომლ...

სოზარ სუბარი

1762541747

ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი: ბევრი მინისტრი იძულებულია, გაჩუმდეს, ვხედავთ, რამდენი მათგანია კორუფციის მხილების ქვეშ, თვით ღარიბაშვილი, როცა მას ჰქონდა მოლაპარაკებები ევროკავშირთან, ცდილობდა, დაერწმუნებინა ისინი, რომ ჩვენ არ ვცილდებოდით ევროპულ გზას

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიანა ტრაპაიძესთან და ვახო სანაიასთან ერთობლივი ინტერვიუს დროს ევროინტეგრაციაზე საუბრისას კორუფციის თემებიც ახსენა და აღნიშნა, რომ ის ადამიანები, რო...

სალომე ზურაბიშვილი

1762539622

მსოფლიო

„დიდი ლიდერი“ - ტრამპმა ორბანი თეთრ სახლში მიიღო

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შესახვედრად მივიდა. ტრამპი ორბანს თეთრი სახლის კიბეებზე შეხვდა. როდესაც ჰკითხეს ვლადიმერ პუტინთან ბუდაპეშტში შეხვედ...

ტრამპმა ორბანი თეთრ სახლში მიიღო