სოზარ სუბარი: ცხადი იყო, რომ ოპოზიციის რეგიონებში გასვლა კრახით დასრულდებოდა, რადგან მათ ხალხთან არ მიესვლებათ და საზოგადოებისთვის სათქმელიც არაფერი აქვთ

ოპოზიციის რეგიონებში აქტიურობასა და მათ მიერ შექმნილ ალიანსებზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. მისი განცხადებით, ოპოზიციას საზოგადოებასთან კომუნიკაცია უჭირს და რეგიონებში მათი გააქტიურება შედეგს ვერ გამოიღებს.

დეპუტატი ასევე აღნიშნავს, რომ ოპოზიციური გაერთიანებები ხელოვნურია და გარე გავლენებით ყალიბდება.

„ცხადი იყო, რომ ოპოზიციის რეგიონებში გასვლა კრახით დასრულდებოდა, რადგან მათ ხალხთან არ მიესვლებათ და საზოგადოებისთვის სათქმელიც არაფერი აქვთ. ხალხს ისინი ეზიზღება და, შესაბამისად, სალაპარაკოც არაფერი აქვთ. რაც შეეხება მათ მიერ ასეთი ალიანსების შექმნას, ეს ხელოვნურია, რადგან მსგავსი გაერთიანებები ოპოზიციაში იქმნება იმიტომ, რომ ამას უცხოეთიდან მათი პატრონები ავალებენ. თუმცა ეს დავალება დიდხანს ვერ მოქმედებს, რადგან საბოლოოდ ერთმანეთის გაუტანლობა და პირველობისკენ სწრაფვა სძლევს ნებისმიერ მსგავს დავალებას. ამიტომაც, ასეთ ალიანსებს არანაირი შანსი არ აქვთ. კი, ისინი ბევრს ცდილობენ, რომ ქვეყანას ავნონ, მაგრამ ხალხი ბრძენია და არ მისცემს გასაქანს ამ ქვეყნის მტრებს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777998461

ახალი ამბები

ზურაბ პატარაძე: ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ხვალინდელი დღე იყოს უფრო წარმატებული ჩვენი მოსახლეობისთვის და რეგიონისთვის

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელ პირებს, სამსახურების უფროსებს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ მოისმინა ინფორ...

ზურაბ პატარაძე

1777995662

ახალი ამბები

ვატო შაქარიშვილი: ხელისუფლების დღევანდელი საგარეო პრიორიტეტები საფრთხის შემცველია

ხელისუფლების დღევანდელი საგარეო პრიორიტეტები საფრთხის შემცველია, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა. მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ დიპლომატია მომარ...

ვატო

1777995310

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: ევროკავშირს, რომელმაც გაართულა ურთიერთობა თბილისთან და ბაქოსთან, სურს, წარმოაჩინოს თავისი ინტერესი და თითქოს პოლიტიკური ცენტრი გადაიტანოს ერევნისკენ, თუმცა ეს არც ერევნისთვის იქნება სასარგებლო

ერევანში გამართული ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტის შესახებ ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა. მისი შეფასებით, ეკონომიკური ნაწილი დაკავშირებული იყო ალტერნატიულ გეოგრაფი...

დავით ქართველიშვილი

1777994248

მსოფლიო

CNN: ამერიკის მოსახლეობა ბენზინგასამართ სადგურებზე ახლა 50%-ით მეტს იხდის, ვიდრე ირანში ომის დაწყებამდე

„ამერიკის ავტომობილების ასოციაციის (AAA) ბოლო მონაცემებით, აშშ-ში ბენზინის ფასმა თითქმის 3 ცენტით მოიმატა და ერთი გალონი (დაახლოებით 3.78 ლიტრი) „რეგულარის“ ტიპის საწვავის საშუალო ფასმა 4.48 დოლარი შე...

ბენზინი

1777993363

ახალი ამბები

გიორგი გაბუნია: ვფიქრობ, პრეზიდენტ ზელენსკისთვის დიდი პატივი იყო პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან საუბარი

ვფიქრობ, პრეზიდენტ ზელენსკისთვის დიდი პატივი იყო პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან საუბარი და მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობების ზოგადი სიჯანსაღე ქვეყნებს შორის შენარჩუნდეს, - ასე გამოეხმაურა გიორგი გაბუნია...

გიორგი გაბუნია